კატეგორიები

  • ნაზოლი ბეიბი წვეთები 10მლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენებები ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება სურდოს , გრიპის , ალერგიული დაავადებების ( თივის ცხელება დასხვა ) დროს , რომლებსაც თან ახლავს მწვავე რინიტი ან სინუსიტი . დამხმარე საშუალების სახით შუაყურის ანთების დროს .



სავაჭრო დასახელება

ნაზოლ ბეიბი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ( Phenylephrine Hydrochloride)

 

სამკურნალო ფორმა

ნაზალური წვეთები

 

აღწერილობა

გამჭვირვალე , უფეროდან ღია - ყვითელ ფერამდე უსუნო სითხე .

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები : ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 1.25 მგ / მლ (0.125%)

არააქტიური ნივთიერებები : ბენზალკონიუმის ქლორიდი , გლიცერინი , მაკროგოლი 1500,დინატრიუმფოსფატდიჰიდრატი , კალიუმის დიჰიდროფოსფატი , დინატრიუმის ედეტატი , გამოხდილიწყალი .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების სისხლძარღვების   შემავიწროვებელი პრეპარატი .

ათქ კოდი : R01AA04

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა - ადრენერგული რეცეპტორების აგონისტს (სიმპატომიმეტური ), რომელიც ავლენს სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას სასუნთქი გზებისლორწოვან გარსებში ალფა - ადრენორეცეპტორების სტიმულაციის ხარჯზე . კლინიკური თვალსაზრისითფენილეფრინი ამცირებს ქსოვილთა ჰიპერემიას და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსების შეშუპებას ,აღადგენს ცხვირით სუნთქვას .

 

გამოყენების ჩვენებები

ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება   სურდოს , გრიპის , ალერგიული დაავადებების ( თივის ცხელება დასხვა ) დროს , რომლებსაც თან ახლავს მწვავე რინიტი ან სინუსიტი . დამხმარე საშუალების სახით შუაყურის ანთების დროს .

 

მიღების წესები და დოზირება

საჭიროა , ვერტიკალურად მყოფ ფლაკონზე ( ფსკერით ზემოთ ) ოდნავ მოჭერა .

ბავშვები 1-2 წლის ასაკიდან ( მოზრდილთა მეთვალყურეობის ქვეშ ): 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში ,არაუხშირეს ყოველი 4 საათისა .

2-6 წლის ასაკის ბავშვები ( მოზრდილთა მეთვალყურეობის ქვეშ ): 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში ,არაუხშირეს 4 საათში ერთხელ .

გამოყენების შემდეგ საწვეთური უნდა გამშრალდეს ფლაკონზე .

 

გვერდითი მოველნები

ხანდახან წვის შეგრძნება , ჩხვლეტის და წიწკნის შეგრძნება ცხვირში .

 

უკუჩვენებები

მომატებული მგძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ . გულ - სისხლძარღვთა დაავადებები .მაღალი არტერიული წნევა , ფარისებრი ჯირკვლის დაავადება , შაქრიანი დიაბეტი .

 

ჭარბი დოზირება

შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევით , არტერიული წნევის მომატებით , აგზნებადობით .დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას აუციელბელია პაციენტის ტოქსიკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა .

 

სპეციალური სიფრთხილის ზომები

გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული რაოდენობით .

გაძნელებული სუნთქვის შენარჩუნების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებიდან მე -3 დღეს აუცილებელიაექიმთან შეთანხმება .

ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით .

 

ურთიერთქმედება სხვა პერპარატებთან

არ შეიძლება ერთდროულად სხვა პრეპარატების მიღება , რომლებიც შეიცავენ შეგუბების საწინააღმდეგოსაშულებებს ან მაო - ს ინჰიბიტორებს ( ზოგიერთი პრეპარატი დეპრესიის , ფსიქიური და ემოციურიდარღვევების სამკურნალოდ )., ან მაო - ს ინჰიბიტორების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში .

 

შენახვის პირობები

15-300 C- ზე , მშრალ , ბნელ , ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას .

 

შენახვის ვადა

2 წელი . არ შეიძლება მისი გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ .

 

გამოშვების ფორმა

10 მლ ფლაკონი . ფლაკონი ჩანართთან ერთად თავსდება მუყაოს შეფუთვაში .

 

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

 

ფირმა - მწარმოებელის დასახელება , მწარმოებლი ქვეყანა , მისამართი

საგმელ ინკი ,

1580 S. Milwaukee ave., Suite 415, Libetyville, IL 60048, USA

 

საგმელ ინკ

IDA (Instituto De Angeli)

50066 Reggello ( Florence), Loc, Prulli n. 103/c, Italy.

PSP გირჩევთ