კატეგორიები

ნეო-ანგინი  24 უშაქრო საწუწნი ტაბლეტი
  • ნეო-ანგინი 24 უშაქრო საწუწნი ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინა, სტომატიტი, გინგივიტი, სოკოვანი ინფექციები.(რასაც თან ახლავს ისეთი ჩივილები როგორიცაა: ყ



ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ყურადღებით გაეცანით ანოტაციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.
• შეინახეთ ანოტაცია, ვინაიდან შესაძლოა ხელმეორედ მოგინდეთ წაკითხვა.
• თუ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა მიმართეთ ფარმაცევტს.
• თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა 3-4 დღეში, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
• თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები ან გაგიჩნდათ ისეთი მოვლენები, რომლებიც ანოტაციაში არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს.
აღნიშნულ ანოტაციაში იხილავთ:
1. რა არის ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ?
2. რა უნდა იცოდეთ ვიდრე გამოიყენებთ ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნ ტაბლეტებს?
3. როგორ გამოიყენება ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები ?
4. რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
5. რა პირობებში ინახება ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები ?
6. დამატებითი ინფორმაცია
6 წლიდან ბავშვებისა და მოზრდილთათვის
აქტიური ნივთიერებები: 2,4 დიქლორბენზილის სპირტი 1,2 მგ, ამილმეტაკრეზოლი 0,6მგ, ლევომენთოლი 5,72მგ.
1. რა არის ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ?
ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინა, სტომატიტი, გინგივიტი, სოკოვანი ინფექციები.(რასაც თან ახლავს ისეთი ჩივილები როგორიცაა: ყელის ტკივილი და გაწითლება, ყლაპვის გაძნელება და ა.შ.)
2. რა უნდა იცოდეთ ვიდრე გამოიყენებთ ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნ ტაბლეტებს ?
ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდირებული თუ: • აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
• პაციენტის ასაკი არ აღემატება 2 წელს.
ნეო-ანგინის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად: თუ თქვენ ღებულობთ რაიმე სხვა მედიკამენტს დანიშნულების გარეშე შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნეო-ანგინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაცია: ვინაიდან არ არსებობს სათანადო ინფორმაცია ნეო-ანგინის გამოყენების შესაძლებლობაზე ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ნეო-ანგინი ამ პერიოდში გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტების შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ. ნეო-ანგინი შეიცავს იზომალტიტოლს. 1 უშაქრო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 2.6გ იზომალტიტოლს, რაც შეესაბამება დაახლოებით 0.13 პურის ერთეულს და გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებულ პაციენტთათვის. იზომალტიტოლს შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქად გამოხატული საფაღარათო ეფექტი.
ნეო-ანგინი უშაქრო საწუწნი ტაბლეტები
3. როგორ გამოიყენება ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები?
ბავშვებს 6 წლის ასაკიდან და მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი 2-3 საათში ერთხელ მოსაწუწნად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 ტაბლეტი. ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდირებული 3-4 დღეზე ხანგრძლივად.
თუ ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტის მოწუწვნა დაგავიწყდათ საჭირო დროს , გთხოვთ მოგვიანებით ერთდროულად არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა. მკურნალობა განაგრძეთ დადგენილი დოზირებით.
4. რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ძალიან იშვიათია: დისპეპსიური მოვლენები, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ჰიპერმგრძნობელობა წამლის კომპონენტებისადმი. პიტნის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ლარინგო სპაზმი იმ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ სასუნთქი სისტემის სერიოზული პრობლემები.
5. რა პირობებში ინახება ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები?
წამალი უნდა მოთავსდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 300C
6. დამატებითი ინფორმაცია
ნეო-ანგინის ერთი უშაქრო საწუწნი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის შემდეგი აქტიური ინგრედიენტები: 2,4 დიქლორბენზილის სპირტი 1.2მგ, ამილმეტაკრეზოლი 0.6მგ, ლევომენთოლი 5.72მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ანისულის ზეთი, პიტნის ზეთი, საღებავი(Ponceau 4R),იზომალტიტოლი, ღვინის მჟავა.
შეფუთვა: კოლოფში მოთავსებულია 24 საწუწნი ტაბლეტი. (წითელი ფერის) ბლისტერზე 12 ცალი ტაბლეტი.
ნეო-ანგინის უშაქრო საწუწნი ტაბლეტები გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: DIVAFARMA GmbH
გერმანია, ბერლინი

PSP გირჩევთ