კატეგორიები

  • უნიმერი იზოტონიკი 0.9% 100მლ სპრეი

  • ფასი: 0.00 ლ
  • უნიმერი პედიატრიული იზოტონიკი 9% შესაძლებელია გამოვიყენოთ: ეფექტური ნაზალური ჰიგიენისთვის რინო-ფარინგული ინფექციების პრევენციისთვის გაციებისას ცხვირიდან ლორწოს მოსაშორებლად ნაზალური ლორწოვანის დაცვა სიცივისგან, ჰაერის დაბინძურებისგან, მტვრისგან და ა



უნიმერი პედიატრიული იზოტონიკი 9% (100მლ. სპრეი)

ეფექტური ნაზალური ჰიგიენა ხელს უწყობს დაიცვას ცხვირის ლორწოვანი გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან (სიცივე, ალერგენები, მშრალი ატმოსფერო, ჰაერის დაბინძურება და ა.შ.). ეხმარება ცხვირს განახორციელოს რესპირატორული ფუნქცია. 3 წლამდე ბავშვებმა არ იციან როგორ მოიწმინდონ ცხვირი და ნაკლებად იცავენ ცხვირის ჰიგიენას. LDPSA-მ შეიმუშავა UNIMER PEDIATRIC ISOTONIC 9 % სახალისო და დამაჯერებელი დიზაინით, რაც ეხმარება პატარებს თამაშის სახით ისწავლონ ცხვირის მოწმენდა და არ შეეშინდეთ მისი.

შემადგენლობა

100%  იზოტონური ზღვის წყალი.

მითითებები

უნიმერი პედიატრიული იზოტონიკი 9% შესაძლებელია გამოვიყენოთ:

  • ეფექტური ნაზალური ჰიგიენისთვის
  • რინო-ფარინგული ინფექციების პრევენციისთვის
  • გაციებისას ცხვირიდან ლორწოს მოსაშორებლად
  • ნაზალური ლორწოვანის დაცვა სიცივისგან, ჰაერის დაბინძურებისგან, მტვრისგან და ა.შ.

დოზირება

1 შესხურება თითო ნესტოში, უმჯობესია კვების შემდეგ, 1დან 4ჯერ დღეში, საჭიროებისამებრ.

უნიმერ პედიატრიული იზოტონიკი 9% შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ყოველ დღე ხანგრძლი პერიოდის განმავლობაში.

ინსტრუქცია

  • აპლიკაციისას ჩვილი უნდა იყოს მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციაში
  • მოხსენით თავსახური.
  • ფრთხილად მოათავსეთ აპლიკატორი ცხვირის ნესტოში და შეასხურეთ უნიმერის პედიატრიული იზოტონიკი 9%.
  • გაიმეორეთ იგივე მეორე ნესტოსთვის
  • გაასწორეთ თავი, რათა ლორწო ჩამოვიდეს.
  • ახალშობილებისთვის: მოწმინდეთ ნარჩენი. ძლიერი გამონადენის შემთხვევაში, გამოიყენეთ საბავშვო ცხვირის ასპირატორი, ნაზად მოწმინდეთ გამოყოფილი სეკრეტი.
  • ბავშვებს სთხოვეთ ნაზად მოიწმინდონ ცხვირი.

სიფრთხილის ზომები

გაწმინდეთ აპლიკატორის ცხვირი თბილი, საპნიანი წყლით ყოველი გამოყენების შემდეგ. გაწურეთ და გაამშრალეთ.

შენახვის პირობები

გაფრთხილება - წნევით დატუმბული კონტეინერი: შეიძლება გასკდეს გაცხელების შემთხვევაში. შეინახეთ სიცხისგან, ნაპერწკლებისგან, ცეცხლისგან, ცხელი ზედაპირებისგან და სხვა გამაცხელებელი საშუალებებისგან შორს. ნუ მოსწევთ. დაიცავით მზისგან. ნუ გამოაჩენთ 50 გრადუსზე ზემოთ ტემპერატურის შემთხვევაში.

გაფრთხილება

ნუ გამოიყენებთ დღენაკლ ჩვილებში. ნუ გამოიყენებთ ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ 300C  ტემპერატურაზე.

 მწარმოებელი - LDPSA,

მწარმოებლის მისამართი - 28 rue Marbef,75008 Paris

ქვეყანა - საფრანგეთი

PSP გირჩევთ