კატეგორიები

  • მედექსოლი 0.1% 5მლ.. თვალის და ყურის წვეთები

  • ფასი: 11.74 ლ
  • ჩვენებები: ალერგიული ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი; მწვავე და ქრონიკული ირიტი, ირიდოციკლიტი; ოპერაციის შემდგომ პერიოდში ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა;



შემცველობა:
ერთი მლ შეიცავს 1 მგ დექსამეტაზონის ექვივალენტურ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს.
კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,02%.
დამხმარე ნივთიერებები: კრეატინინ ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბორატი, პოლისორბატი 80, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დექსამეტაზონი არის გლუკოკორტიკოსტეროიდი, რომელსაც   მინერალოკორტიკოიდული აქტივობა არ გააჩნია. ახდენს გამოხატულ ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. დექსამეტაზონი აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამონთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამონთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.

ჩვენებები:
ალერგიული ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი; მწვავე და ქრონიკული ირიტი, ირიდოციკლიტი; ოპერაციის შემდგომ პერიოდში ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა; თერმული და ქიმიური დამწვრობა (რქოვანას დეფექტების სრული ეპითელიზაციის შემდეგ); მწვავე გარეთა და შუა ოტიტი, დაფის აპკის დაზიანების გარეშე (მათ შორის სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა).

უკუჩვენებები:
კერატიტი, რომლის გამომწვევია Herpes simplex, ჩუტყვავილა, რქოვანასა და კონიუნქტივას სხვა ვირუსული დაავადებები; თვალის მიკობაქტერიული ინფექციები; თვალის სოკოვანი დაავადებები; თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები; ყურის ვირუსული და სოკოვანი ინფექციები, დაფის აპკის პერფორაცია; ჰიპერმგრძნობელობა დექსამეტაზონის მიმართ.

გამოყენება ორსულობის დროს:

დექსამეტაზონი ორსულობისას მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც მკურნალობის ეფექტურობა დედისათვის ჭარბობს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
ძუძუთი კვება: ძუძუთი კვების დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გვერდითი მოქმედება:
სტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს თვალშიგა წნევის მომატება შემდგომში გლაუკომის შესაძლო განვითარებით, რის შედეგადაც ვითარდება მხედველობის ნერვისა და მხედველობის არის დამახასიათებელი დაზიანებები (ამიტომ კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების გამოყენებისას 10 დღეზე მეტ ხანს, თვალშიგა წნევა რეგულარულად უნდა იზომებოდეს);
უკანა სუბკაფსულური კატარაქტა;
ჭრილობების შეხორცების შენელება (რქოვანას ან სკლერის გათხელებით გამომწვევი დაავადებებისას შესაძლებელია ფიბროზული გარსის დაზიანება სტეროიდული პრეპარატების ადგილობრივად გამოყენებისას);
დაფის აპკის სიმრთელის დარღვევისას – სმენაზე და ვესტიბულარულ აპარატზე ტოქსიკური ზემოქმედების რისკი; შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

მეორადი ინფექცია:
ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების გამოყენების შემდეგ შესაძლოა მეორადი ინფექციის განვითარება.
მეორადი ბაქტერიული ინფექცია შესაძლოა წარმოიშვას, როგორც ავადმყოფის ორგანიზმის დამცავი რეაქციის დათრგუნვის შედეგი. თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებებისას გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შენიღბონ ან გააძლიერონ უკვე არსებული ინფექციური პროცესი.
რქოვანას სოკოვან დაზიანებას ტენდენცია გააჩნია განსაკუთრებით ხშირად წარმოიშვას სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში რქოვანაზე შეუხორცებელი წყლულების გამოჩენა ადასტურებს სოკოვანი ინვაზიის განვითარებას.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
მედექსოლის ერთ ან ორ წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივალურად ყოველ 3-6 საათში ან ექიმის რეკომენდაცის მიხედვით.
უფროსებში – 1-5 წვეთი ყურში დღე-ღამეში 2-ჯერ, 6-10 დღის განმავლობაში;
ბავშვებში – 1-2 წვეთი ყურში დღე-ღამეში 2-ჯერ 6-10 დღის განმავლობაში. გამოყენებამდე რეკომენდებულია ფლაკონის ხელით გათბობა, ყურში ცივი სითხის მოხვედრით უსიამოვნო შეგრძნების არიდების მიზნით. ყურში ჩაწვეთების შემდეგ თავი რამოდენიმე წუთით საპირისპირო მხარეს უნდა გადააბრუნოთ.

ინფორმაცია პაციენტთათვის:
პიპეტის ბოლო არანაირ ზედაპირს არ მიაკაროთ, რათა აცილებულ იქნეს ფლაკონში ბაქტერიების მოხვედრა.
მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზები არ გამოიყენოთ.
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.

შენახვის პირობები:
შეინახეთ 15º-25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:
5 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

გაცემის წესი:
რეცეპტით.