კატეგორიები

  • ოფტან-დექსამეტაზონი 5მლ. 1ფლაკონი

  • ფასი: 7.72 ლ
  • ჩვენებები: მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები; თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები (კონიუნქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელიუმის დარღვევის გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი); თვალის უკანა ნაწილის ანთებითი დაავადებები (ქორიოიდიტი



საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE

მწარმოებელი: Santen OY, ფინეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის სუსპენზია 0.1%: ფლაკონში 5მლ

1 მლ

დექსამეტაზონი ...................      1 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსამეტაზონი ლეკოციტების მიგრაციის და ფაგოციტოზის დაქვეითებით თრგუნავს ანთებით პროცესებს, იგი ასევე ამცირებს აქტიური კინინების გამოთავისუფლებას და ანტისხეულების პროდუქციას, აჩქარებს ჰისტამინების დეგრადაციას.

ფარმარკოკინეტიკა:

პრეპარატის აქტიური ნივთიერება, რომელსაც თვალის წვეთები შეიცავს, იმდენად მცირეა და ისე უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კონიუნქტივური პარკიდან, რომ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა და სისტემური მოქმედება შეუძლებელია.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები;
  • თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები (კონიუნქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელიუმის დარღვევის გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი);
  • თვალის უკანა ნაწილის ანთებითი დაავადებები (ქორიოიდიტი, ქორიორეტინიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი);
  • ოპერაციის შედგომი და პოსტტრავმული პერიოდის ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე ინფექციური პროცესების დროს პრეპარატის 1-2 წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივურ ღრუში თავდაპირველად 4-5-ჯერ 2 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგში - 3-4 ჯერ 4-6 დღის განმავლობაში. ქრონიკული მდგომარეობების დროს 2-ჯერ დღე-ღამეში, მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.

ოპერაციის ან ტრავმის შემდგომ პერიოდში ანთებითი სიმპტომების ინტენსივობის ხარისხის მიხედვით პრეპარატს იწვეთებენ 2-4-ჯერ დღე-ღამეში 1-2 წვეთის ოდენობით 2-4 კვირის განმავლობაში. დექსამეტაზონის გამოყენება დასაშვებია სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც თვალის დაავადებების მკურნალობის დროს (ანტიბიოტიკები, მიდრიატიკები) გამოიყენება. აგრეთვე ზოგადი მოქმედების საშუალებებთან (ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები, სალიცილატები).

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიული და ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ პრეპარატის 1 წვეთს აწვეთებენ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ 10 დღის შემდეგ ფლუორესცენციური სინჯის ჩატარების შემდეგ (სინჯები რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის შესახებ).

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის თვალში ჩაწვეთების შემდეგ მოსალოდნელია წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად ქრება. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია თვალშიდა წნევის მომატება (კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების დროს საჭიროა რეგულარულად თვალშიდა წნევის გაზომვა). პრეპარატის მუდმივად 3 თვის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უკანა კაფსულური კატარაქტა; შესაძლებელია აგრეთვე რეგენერაციის პროცესების შენელება.

უკუჩვენებები:

*კერატიტი, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს ზოსტერით, ჩუტყვავილა, აგრეთვე რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;

*თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;

*თვალის სოკოვანი დაავადებები;

*თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები;

*რქოვანას ეპითელიოპათია;

*თვალშიდა წნევის მომატება;

*პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ხმარების დროს. პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია პრეპარატის მიღებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ.

წვეთების ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია თვალშიდა წნევის მომატება. პრეპარატის ორი კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას საჭიროა თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. კროტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს მიმდინარე ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. ინფექციის არსებობის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ადგილობრივი ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება.

პრეპარატის გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური დანადგარების მართვის წინ დაუშვებელია, ვინაიდან მოსალოდნელია თვალიდან ცრემლდენა.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზირებით მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები. ალერგიული მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დექსამეტაზონმა შესაძლებელია გააძლიეროს ან შეამციროს ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების მოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატი ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.