კატეგორიები

  • პატანოლი 0.1% 5მლ. თვალის წვეთი

  • ფასი: 29.92 ლ
  • ჩვენებები და გამოყენება კონიუნქტივიტის ნიშნების და სიმპტომების მკურნალობა.




პატანოლი®

ოლოპატადინ ჰიდროქლორდი 0.1% თვალის წვეთები, ხსნარი

აღწერილობა
პატანოლი® თვალის წვეთები, ხსნარი წარმოადგნს სტერილურ სითხეს, რომელიც ოლოპატადინს შეიცავს. ოლოპატადინი არის H1-რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტი და პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინის გამონთავისუფლების ინჰიბიტორი. გამოიყენება ადგილობრივად, თვალის წვეთები.

შემადგენლობა
პატანოლი თვალის წვეთები, ხსნარის ყოველი მლ შეიცავს:
აქტიური: 1.11 მგ ოლოპატადინ ჰიდროქლორიდი, რაც 1 მგ ოლოპატადინის ექვივალენტურია.
კონსერვანტი: ბენზალკონიუმ ქლორიდი 0.01%
არააქტიური ნივთიერებები: დინატრიუმფოსფატ ოდეკაჰიდრატი; ნატრიუმის ქლორიდი; კონცენტრირებული მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (პH რეგულირება); და გასუფთავებული წყალი.

კლინიკური ფარმაკოლოგია
ოლოპატადინი მრავალფუნქციურ მოლეკულას წარმოადგენს: პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინის გამონთავისუფლების ინჰიბიტორი და სელექტიური H1-ანტაგონისტი, რომელიც ინ ვივო და ინ ვიტრო ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებელ 1 ტიპის რეაქციას აინჰიბირებს, ასევე აინჰიბირებს ჰისტამინით გამოწვეულ ეფექტს ადამიანის კონიუნქტივის ეპითელიურ უჯრედებზე და ციტოკინის სეკრეციის ინჰიბიტორია. ოლოპატადინს არ გააჩნია ალფა-ადრენერგული, დოპამინერგული, 1 და 2 ტიპის მუსკარინერგული და სეროტონინერგული ეფექტები.
პრეპარატს ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ახასიათებს მცირედ გამოხატული სისტემური მოქმედება. ჯანმრთელ მოხალისეებში (24 სუბიექტი) ჩატარებულ ორ კვლევაში, ოლოპატადინის 0.15% თვალის წვეთების ჩაწვეთებისას ბილატერალურად ყოველ 12 საათში ერთხელ, პლაზმური კონცენტრაცია შეადგენდა ანტიგენებით გამოწვეული კონიუნქტივიტის დროს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საწყის პერიოდში და გამოყენებიდან 8 საათის შემდეგ პატანოლი უფრო ეფექტურია თვალის ქავილის პრევენციის მიზნით გამოყენებისას, ვიდრე მისი გამხსნელი. ინ ვიტრო კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ პატანოლი, დღეში ორჯერ გამოყენების დროს 6 კვირის განმავლობაში ეფექტური იყო ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნების და სიმპტომების მკურნალობაში.

ჩვენებები და გამოყენება
კონიუნქტივიტის ნიშნების და სიმპტომების მკურნალობა.

დოზირება და გამოყენების მეთოდები
ერთი წვეთი თითოეულ თვალში დღეში ორჯერ.

გვერდითი მოვლენები
თავის ტკივილი აღინიშნება 7% სიხშირით. 5%-ზე ნაკლებ პაციენტებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ასთენია, მხედველობის დაბინდვა, წვა, სიცივის სინდრომი, მშრალი თვალი, უცხო სხეულის შეგრძნება, ჰიპერემია, ჰიპერმგრძნობელობა, კერატიტი, ქუთუთოს შეშუპება, გულისრევა, ფარინგიტი, ქავილი, რინიტი, სინუსიტი და გემოს გაუკუღმართება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილება
არ არის რეკომენდებული პრეპარატის (ოლოპატადინ ჰიდროქლორიდი 0,1%) თვალის წვეთების, ხსნარის გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის, ინექცია დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებანი
• ნუ გამოიყენებთ, თუ პრეპარატის ყიდვის მომენტში თავსახურავის პლომბი დაზიანებულია.
• შეინახეთ 4-300ჩ ტემპერატურის პირობებში.
• პიპეტის თავისა და ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, სიფრთხილეა საჭიროა, რათა ბოთლის პიპეტის თავით არ შევეხოთ თვალის ქუთუთოს ან გარშემო მდებარე მიდამოს.
• გამოყენების შემდეგ ბოთლს კარგად უნდა დავახუროთ და ისე შევინახოთ.
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება გახსნიდან ოთხი კვირის შემდეგ.
• კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა: თაგვებსა და ვირთაგვებში პრეპარატის პერორალურად გამოყენებისას დოზით 500 მგ/კგ/დღეში და 200 მგ/კგ/დღ შესაბამისად, კანცეროგენობა არ აღინიშნებოდა. 40 მკლ წვეთის ზომაზე დაყრდნობით, ეს დოზები ადამიანისათვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას აღემატება 78,125 და 31,250-ჯერ. ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევით მუტაგენური პოტენციალი გამოვლენილი არ იქნა. მდედრ და მამრ ვირთაგვებში, ადამიანისათვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 62,500-ჯერ უფრო მაღალი პერორალური დოზით ოლოპატიდინის გამოყენებამ გამოიწვია ფერტილობის დარღვევა და იმპლანტაციის სიხშირის დაქვეითება; ადამიანისათვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 7,800-ჯერ მეტი დოზის გამოყენებისას რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზეგავლენა არ გამოვლინდა.
• ორსულობა: ჩ კატეგორიის ორსულობა: ოლოპატადინი ტერატოგენული არ აღმოჩნდა ვირთაგვებში და თაგვებში. თუმცა, ორგანოგენეზის დროს თაგვების მკურნალობამ დოზით 600 მგ/კგ/დღეში, ან ადამიანისათვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 93,750-ჯერ უფრო მაღალი დოზით, და ვირთაგვების დოზით 400 მგ/კგ/დღეში ან ადამიანისათვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 62,500-ჯერ მეტი დოზით მკურნალობამ გამოიწვია ნაყოფის განვითარების შეფერხება. ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულ ქალებში შესაძლებელია, თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის
• ლაქტაციის პერიოდი: ამ პერიოდში პერორალური გამოყენების დროს ვირთაგვების რძეში ოლოპატადინი არ ვლინდება. უცნობია, იწვევს თუ არა თვალში ადგილობრივი გამოყენება სისტემურ შეწოვას და დედის რძეში გადასვლას. მიუხედავად ამისა, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
• ბავშვებში გამოყენება: 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

შეფუთვა
5 მლ-იანი პლასტიკური ფლაკონი დოზატორით.

შენახვის პირობები:
4-300ჩ ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

შენახვის ვადა: 3 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით