კატეგორიები

  • სისტეინი გელი თვალის წვეთები. 10მლ

  • ფასი: 29.46 ლ
  • სისტეინ® წვეთები-გელი ოფტალმოლოგიური საშუალება - ეს არის საშუალება “მშრალი თვალის” თერაპიისათვის, მისი სიმტომების გამოვლინებების შესამსუბუქებლად, როგორიცაა წვა და გაღიზიანება.



სისტეინ® წვეთები-გელი ოფტალმოლოგიური საშუალება ვარგისია გამოსაყენებლად დღისით და ღამითაც, ამსუბუქებს “მშრალი თვალის” სინდრომის სიმპტომების ზომიერ და სერიოზულ გამოვლინებებს. ამ ოფტალმოლოგიური საშუალების შემადგენლობა სპეციალურადაა შემუშავებული თვალის აპკის დასატენიანებლად და აღსადგენად, თვალის ზედაპირის შემდგომი დაზიანებისაგან დასაცავად.

სისტეინ® წვეთები-გელი ოფტალმოლოგიური საშუალება - ეს არის სტერილური ხსნარი, რომელიც შეიცავს პოლიეთილენგლიკოლ 400-ს, პროპილენგლიკოლს, ჰიდროქსიპროპილ გუარს, სორბიტოლს, ამინომეტილპროპანოლს, ბორის მჟავას, კალიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ქლორიდს, დინატრიუმის ედეტატ POLYQUAD® (პოლიკვატერინუმ-1-ს) 0,001% - კონსერვანტის სახით.

გამოყენების ჩვენებები
სისტეინ® წვეთები-გელი ოფტალმოლოგიური საშუალება - ეს არის საშუალება “მშრალი თვალის” თერაპიისათვის, მისი სიმტომების გამოვლინებების შესამსუბუქებლად, როგორიცაა წვა და გაღიზიანება.

უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია ყველასათვის, ვისაც აღენიშნება ალერგია სისტეინ® წვეთები-გელი ოფტალმოლოგიური საშუალების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მითითებები
სისტეინ® წვეთები-გელი ოფტალმოლოგიური საშუალების გამოყენება შეიძლება დღის განმავლობაში საჭიროებისამებრ, ასევე ღამითაც. შეიძლება გამოყენება ‘მშრალი თვალის” სინდრომის შესამსუბუქებლად კონტაქტური ლინზების ტარებისას.

გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი!

ჩაიწვეთეთ საშუალება და დაახამხამეთ.

გაფრთხილება
ოფტალმოლოგიური საშუალების გამოყენებისას აუცილებელია ექიმის მითითებების და წინამდებარე ჩანართ-ფურცელში არსებული რეკომენდაციების დაცვა. თუ თქვენ გრძნობთ თვალის მუდმივ დისკომფორტს, ჭარბ ცრემლდენას, მხედველობის სიმახვილის ცვლილებას, თვალების შეწითლებას - ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, სიმპტომების გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

სიფრთხილის ზომები
• ხსნარის დაბინძურების პრევენციისათვის ნუ შეეხებით ფლაკონის საწვეთურით ნებისმიერ ზედაპირს.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ფლაკონს თავსახური და შეინახეთ ფლაკონი თავდახურული.
• შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• შეინახეთ შეფუთვაზე მითითებულ ვადამდე.
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს 3 თვეზე მეტ ხანს ფლაკონის პირველი გახსნიდან.


სისტეინ® წვეთები-გელი ოფტალმოლოგიური საშუალება ექვემდებარება კომბინირებულ სტერილიზაციას ორთქლით და ფილტრაციით, მისი მიწოდება ხდება პლასტიკურ ფლაკონებში 10-10 მლ.

სტერილურია A

მწარმოებელი:
ALჩON ჩUშI, შ.A.
კამილ ფაბრა, 58
08320 ელ მასნოუ - ბარსელონა
ესპანეთი