კატეგორიები

  • სისტენი ულტრა თვალის წვეთები 10მლ. ფლაკონი

  • ფასი: 26.84 ლ
  • გამოყენების ჩვენებები: სისტანი® ულტრას ზეთოვანი თვალის წვეთები გამოიყენება თვალის სიმშრალის თერაპიისათვის, თვალის სიმშრალით გამოწვეული წვისა და გაღიზიანების დროებით მოსახსნელად.



აღწერა
სისტანი® ულტრას ზეთოვანი თვალის წვეთები არის სტერილური ხსნარი, რომელიც შეიცავს პოლიეთილენგლიკოლს 400, პროპილენგლიკოლს, ჰიდროქსიპროპილგუარს, სორბიტოლს, ამინომეთილპროპანოლს, ბორის მჟავას, კალიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ქლორიდს და კონსერვანტს POLYQUAD (პოლიდრონიუმის ქლორიდი) 0.001%.

გამოყენების ჩვენებები
სისტანი® ულტრას ზეთოვანი თვალის წვეთები გამოიყენება თვალის სიმშრალის თერაპიისათვის, თვალის სიმშრალით გამოწვეული წვისა და გაღიზიანების დროებით მოსახსნელად.

უკუჩვენებები (როდის არ შეიძლება გამოყენება)
სისტანი® ულტრას ზეთოვანი თვალის წვეთები არ გამოიყენება ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედინტის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

გამოყენების წესი
სისტანი® ულტრას ზეთოვანი თვალის წვეთები გამოიყენება საჭიროების მიხედვით, დღის განმავლობაში. გამოიყენება კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან ასოცირებული მშრალი თვალის სამკურნალოდ კონტაქტური ლინზების გაკეთებამდე და მოხსნის შემდეგ ჩაწვეთებით. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. წვეთები ჩაიწვეთეთ თვალში და შემდეგ დაახამხამეთ.

გაფრთხილებები
აუცილებლად დაიცავით თქვენი თვალის ექიმისა და პრეპარატის ეტიკეტზე მოცემული ინსტრუქციები. თუ განიცდით მუდმივ დისკომფორტს თვალის არეში, ჭარბ ცრემლდენას, მხედველობის ცვლილებას ან თვალის სიწითლეს, კონსულტაციისათვის აუცილებლად მიმართეთ თქვენს თვალის ექიმს, ვინაიდან პრობლემა შეიძლება სერიოზული გახდეს.

სიფრთხილის ზომები
• დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, კონტეინერის საწვეთურის წვერი არასოდეს შეახოთ რაიმე ზედაპირს.
• გამოყენების შემდეგ გამოცვალეთ თავსახური.
• შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
• კონტეინერი უნდა ინახებოდეს კარგად თავდახურულ მდგომარეობაში.
• გამოიყენეთ პროდუქტზე მითითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
• პირველი გახსნიდან ექვსი თვის შემდეგ ნებისმიერი დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
• შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა
სისტანი® ულტრას ზეთოვანი თვალის წვეთები, რომლებიც სტაბილიზებულია ორთქლისა და ფილტრაციის კომბინაციით, შეფუთულია პლასტმასის ბოთლებში 3 მლ (ნიმუში) ან 10 მლ (სავაჭრო ზომა) შემცველობით.

სტერილური A

“ალკონ კუსი, ეს-ეი.”
კ/კამილ ფაბრა, 58
08320 ელ მასონ – ბარსელონა, ესპანეთი