კატეგორიები

  • ტაუფონი 4% 10მლ საწვეთურით

  • ფასი: 1.35 ლ
  • ჩვენება თვალის ბადურას დაავადებები , მათ შორის , მემკვიდრეობითი , რქოვანას დისტროფია , ასაკობრივი ,დიაბეტური , ტრავმული და სხივური კატარაქტა , როგორც აღდგენითი პროცესების მასტიმულირებელისაშუალება რქოვანას ტრავმისას , როგორც დამატებითი საშუალება გლაუკომ



სამკურნალო საშუალების შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება : 1 მლ შეიცავს ტაურინის 40 მგ ;

დამხმარე ნივთიერებები : მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , საინექციო წყალი .

 

წამლის ფორმა

თვალის წვეთები .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საშუალება , რომელიც გამოიყენება ოფთალმოლოგიაში . ტაუფონი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს ,რომელიც ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს თვალის ბადურის დაავადებების , თვალის ქსოვილებისტრავმული დაზიანების , ამ ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დარღვევით თანდართულიპათოლოგიური პროცესების დროს .

ფარმაკოლოგიური თვისებები . ჩაწვეთებისას ტაუფონი აღწევს თვალის გარემოში , სადაც ავლენს თავისსპეციფიკურ მოქმედებას . თერაპიულ დოზებში გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვებასისხლის მიმოქცევის სისტემაში .

 

ჩვენება

თვალის ბადურას დაავადებები , მათ შორის , მემკვიდრეობითი , რქოვანას დისტროფია , ასაკობრივი ,დიაბეტური , ტრავმული და სხივური კატარაქტა , როგორც აღდგენითი პროცესების მასტიმულირებელისაშუალება რქოვანას ტრავმისას , როგორც დამატებითი საშუალება გლაუკომის მკურნალობისას .

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

 

გამოიყენება სიფრთხილით

ორსულობის , ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა დაუსაფრთხოება არ არის დადგენილი .

ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატი არ გამოიყენება დადგენილ ვადაზე მეტი პერიოდისგანმავლობაში !

 

ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

თიმოლოლის თვალის წვეთებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება თვალშიდა წნევის პოტენციურიდაწევა .

თუ თქვენ იყენებთ რომელიმე სამკურნალო საშუალებას , აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ,ხოლო , თუ თქვენ მკურნალობთ დამოუკიდებლად , პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზემიიღეთ ექიმის კონსულტაცია !

 

გამოყენების წესი და დოზა

ყურადღება ! გამოყენებამდე მჭიდროდ არ მოხრახნოთ ფლაკონის ხუფი ! პირველი გამოყენების წინ ხუფიმაქსიმალურად იხრახნება . ამასთანავე , საჩხვლეტი , რომელიც მოთავსებულია შიგნითა მხარეს , ხვრეტსფლაკონს . უშუალოდ გამოყენებამდე სხეულის ტემპერატურამდე ფლაკონის გათბობის მიზნით , ის უნდადაიკავოთ ხელის გულში . ხუფი იხრახნება , იხსნება და ფლაკონის კორპუსზე დაჭერით , ხსნარიიწვეთება თვალში . ჩაწვეთების შემდეგ , ხუფი მჭიდროდ იხრახნება . პრეპარატი ინახება 28 დღისგანმავლობაში .

კატარაქტის დროს ტაუფონი ინიშნება ჩაწვეთების სახით : 2-3 წვეთი დღეში 2-4- ჯერ , ყოველდღე 3 თვისგანმავლობაში . კურსი მეორდება ერთ - თვიანი ინტერვალით . ტრავმის დროს გამოიყენება იგივე დოზა , 1თვის განმავლობაში . ტაპეტორეტინური დეგენერაციისა და ბადურის სხვა დისტროფიული დაავადებების ,რქოვანას გამჭოლი ჭრილობების სამკურნალოდ , პრეპარატი შეჰყავთ კონიუნქტივის ქვეშ : 0,3 მლ 4%ხსნარი დღეში 1- ჯერ 10 დღის განმავლობაში . მკურნალობის კურსი მეორდება 6-8 თვის შემდეგ .ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ტაუფონის 2-3 წვეთი ინსტილირდება კონიუნქტივის პარკში დღეში 2-ჯერ , თიმოლოლის ჩაწვეთებამდე 20-30 წუთის ადრე . მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არისინდივიდუალური .

 

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევები არ არის აღწერილი .

 

გვერდითი ეფექტები

როგორც წესი , პრეპარატი კარგად გადაიტანება . ცალკეულ პაციენტებში შეიძლება განვითარდესალერგიული რეაქციები : ქავილი , თვალის სიწითლე . ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივმიმართეთ ექიმს !

 

ვარგისიანობის ვადა

 ფლაკონის გახსნიდან 28 დღე .

არ გამოიყენება მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ !

 

 

 

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას , ტემპერატურა 8-15 C ფარგლებში .

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით