კატეგორიები

  • ტიორეტინ A თვალის წვეთები 8მლ

  • ფასი: 30.29 ლ
  • ჩვენებები: რქოვანას დისტროფიები,დიაბეტური რეტინოპათია,კატარაქტა. რეფრაქციული ოპერაციები,საცრემლე აპკის ჰისტოლოგიური ცვლილებები.



შემადგენლობა:

ლიპოლის მჟავა

L-პროლინი

L-გლიცინი

L-ლიზინი

L-ლეიცინი

ჰიპრომელოზა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიოქსიდანტი,მეტაბოლიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლიპოლის მჟავა ასრულებს  ძირითად ანტიოქსიდანტის და ხელატოწარმომქმნელის როლს, უშულოდ ინაქტივირებს თავისუფალ რადიკალებს.

ამცირებს უჯრედის მემბრანის ლიპიდების ჟანგვას,განსაკუთრებით რქოვანას ნერვული უჯრედების,რაც უზრუნველყოფს  მისი მგრძნობელობის შენარჩუნებას. ზრდის ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ პოტენციალს,ამუჯობესებს ენდოTელიარულ ფუნქციას.

ამინომჟავები,რომლებიც შედიან თიორეთინ A- ს შემადგენლობაში უზრუნველყოფენ თვალის  ქსოვილების მეტაბოლური  აქტივობის შენარჩუნებას,რომელიც ჩვეულებრივ დარღვეულია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

ამინომჟავები ახდენენ უჯრედული მემბრანის ფუნქციის ნორმალიზებას, ააქტიურებენ  ენერგეტიკულ და მეტაბოლურ პროცესებს.

L-პროლინი  წარმოადგენს კოლაგენური ცილის ერთერთ უმნიშვნელოვანეს კოპონენტს,რომელიც არის ორგანიზმის  ქსოვილის საფუძველი და ინარჩუნებს შემაერთებელ ქსოვილს(სკლერას,სისხლძარღვებს) ნორმალურ მდგომარეობაში .

L-გლიცინი -გლიცინი წარმოადგენს დამამუხრუჭებელი ტიპის  ცენტრალურ ნეირომედიატორს,აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს.გააჩნია პოზიტიური გავლენა კუნთოვანი დისტროფიების დროს.

L-ლიზინს გააჩნია  შეშუპების, ანთების საწიინააღმდეგო ,ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.ზრდის სისხლძარღვების კედლების ტონუსს,აქვს ზომიერი იმუნომაკორეგირებელი  და ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ლეიცინი მონაწილეობს ცილოვან  ცვლაში,ააქტიურებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს,აძლიერებს ფაგოციტურ აქტივობას.

ააქტიურებს ამინომჟავების ,მათი წინამორბედების,მეტაბოლიტების  სინთეზის პროცესს.არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას სტრესის  პირობებში.

ჰიპრომელოზა არის მაღალი სიბლანტის პოლიმერი,რომელიც განაპირობებს საცრემლე აპკის აღდგენას და ოპტიკური მაჩვეენებლების სტაბილიზაციას.იგი წარმოადგენს რქოვანას ეპითელიუმის პროტექტორს, აქვს დამცველობითი მოქმედება თვალის შითხის შემცირებული სეკრეციის პირობებში.

ჩვენებები:

რქოვანას დისტროფიები,დიაბეტური რეტინოპათია,კატარაქტა.

რეფრაქციული ოპერაციები,საცრემლე აპკის ჰისტოლოგიური ცვლილებები.

გამოყენების წესი და დოზირება

მოზრდილები : 2წვ. 3-ჯერ დღეში.

ბავშვები:1წვ. 2-3-ჯერ დეში

 

 

უკუჩვენებები :

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემავალი კომპონენტისადმი.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის აპლიკაციის შემდეგ შესაძლოა მხედველობის უმნიშვნელო და დროებითი  დაბინდვა.

უსაფრთხოების  ზომები:

არ გამოიყენოთ ფლაკონის დაზიანების შემთხვევაში

არ გამოიყენოთ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობის

შემთხვევაში.

კონტაქტური ლინზების ხმარების შემთხვევაში,პრეპარატის აპლიკაციამდე მოიხსენით ლინზები.

არ გამოიყენოთ თვალის ინფექციის შემთხვევაში

არ გამოიყენოთ  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

 არ შემხოთ ფლაკონის წვერით თველის ზედაპირს

სხვა თვალის წვეთების  გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

უნდა იქნას განოყენებული გახსნიდან 90 დღის მანძილზე

არ შეინახოთ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

იხმარება მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის

პრეპარატი უნდა შეინახოს  25 0C -ზე  დაბალ ტემპერატურაზე.

 

 

გამოშვების ფორმა:

 8 მლ-იანი ფლაკონი

მწარმოებელი SOOFT იტალია

;