კატეგორიები

  • ჩერნიკა-F 40 ტაბლეტი

  • ფასი: 8.68 ლ
  • ჩვენება _ მიოპია: _ დიაბეტური რეტინოპათია; _ ჰიპერტონული რეტინოპათია; _მხედველობის მექანიზმის ადაპტაციის დარღვევა სიბნელეში, როგორც ღამით, ისე შებინდებისას...



ჩჰერნიკა-Mიკ


სავაჭრო დასახელება: ,,ჩერნიკა-მიკ”

სამკურნალო ფორმა: კაფსულები

შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს მოცვის სტანდარტიზირებულ, მშრალ ექსტრატს (25% ანტოციანიდინები) _ 177მგ. ანტოციანიდინებზე გაანგარიშებით _ 44.25მგ.
დამხმარე ნივთიერებები _ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი, გაწმენდილი ლეციტინი, ფუტკრის ცვილი.

აღწერილობა: რბილი, ოვალური ფორმის, ნაწიბურიანი კაფსულები, მკვრივი, მუქი-იისფერი.

კაფსულის შიგთავსი: მუქი იისფერი, მომჟავო გემოს მქონე ზეთოვანი სუსპენზია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სამკურნალო საშუალება ,,ჩერნიკა-მიკ” ნაჩვენებია, როგორც არასპეციფიური ანტიოქსიდანტური თერაპიის საშუალება, პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისათვის.

ჩვენება
_ მიოპია:
_ დიაბეტური რეტინოპათია;
_ ჰიპერტონული რეტინოპათია;
_მხედველობის მექანიზმის ადაპტაციის დარღვევა სიბნელეში, როგორც ღამით, ისე შებინდებისას;
_ ბადურას დისტროფიული დაავადებები;
_ კატარაქტა;
_ ბადურას სისხლძარღვთა ოკლუზია;
_ მხედველობითი ასტენოპია ( მათ შორის ბავშვებში 7 წლის ასაკიდან);


,,ჩერნიკა-მიკ” გამოიყენება პროფილაქტიკისათვის, მხედველობის გაუარესებისას კომპიუტერთან მუშაობისას, მაღალი მხედველობითი დატვირთვის დროს, მხედველობითი გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღმდგენითი თერაპია (ФРК, ბადურას განშრევების დროს და სხვა).

გამოყენების წესი და დოზირება:
ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში გამოყენების კურსი _ 7-21 დღე.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის აღწერილი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების მიზნით, ადექვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები არ ჩატარებულა.

გავლენა ავტომობილის მართვზე დატექნიკასთან მუშაობაზე
არ მოქმედებს.

გამოშვების ფორმა:
ჟელატინის, რბილი, ოვალური ფორმის, ნაწიბურიანი, მკვრივი, მუქი იისფერი კაფსულები, ბლისტერზე 10 კაფსულა, კოლოფში 2 ბლისტერი.

შენახვის წესები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15°_25°ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა _ 2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.