კატეგორიები

  • ჰაი 0.4% 0.5მლ. თვალის წვეთები 20 მინიფლაკონი

  • ფასი: 26.80 ლ
  • დამატენიანებელი, საპოხი და დამცავი თვისებები ხსნის თვალის სიმშრალეს, წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას,გაღიზიანებას, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით



                                                           ჰაი

                                                         (Hye)

     დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე

                                      ნატრიუმის ჰიალურონატი  0.4% 

 

შემადგენლობა:

ნატრიუმის ჰიალურონატი 0.4%, ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი, ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

შეფუთვა

ჰაის კოლოფი შეიცავს  20X0.5მლ კონტეინერს, კონსერვანტის გარეშე

რა არის ეს?

ჰაი არის  ნატრიუმის ჰიალურონატის შემცველი, სტერილური, 0.4% ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე. ნატრიუმის ჰიალურონატი მიღებულია ბიოტექნოლოგიური სინთეზით. მას აქვს მუკომიმეტური, მუკოადჰეზიური და ვისკოელასტიური თვისებები, რომლებიც აუმჯობესებენ საცრემლე აპკის მთლიანობას, ატენიანებენ, პოხავენ და იცავენ თვალის ზედაპირს.

როდის გამოიყენება?

ნატრიუმის ჰიალურონატის დამატენიანებელი, საპოხი და დამცავი თვისებები ხსნის თვალის სიმშრალეს, წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას,გაღიზიანებას, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით: ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი,კომპიუტერის ხანგრძლივი მოხმარება, მარილიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე, გათბობა ან თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი, კონტაქტური ლინზების ტარება.

პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს, განსაკუთრებით მოსახერხებელია მისი ხანგრძლივად გამოყენება მგრძნობიარე თვალების მქონე პირებში და მისი დაწვეთება უსაფრთხოა კონტაქტურ ლინზაზე.

დოზირება:

1 წვეთი 2-3-ჯერ დღეში

უსაფრთხოების ზომები

  • ნუ გამოიყენებთ ხსნარს თუ კონტეინერი დაზიანებულია
  • ნუ გამოიყენებთ ხსნარს თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • ნუ გამოიყენებთ ხსნარს კონტეინერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
  • ნუ შეეხებით თვალს კონტეინერის წვერით
  • იშვიათ შემთხვევაში ჩაწვეთების შემდეგ მხედველობა შესაძლოა არ იყოს მკაფიო ხსნარის სიბლანტის გამო, რაც რამოდენიმე წამში გაივლის
  • სასურველია დაიცადოთ 10-15 წუთი სხვა პრეპარატის ჩაწვეთებამდე
  • შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
  • ნუ გადაყლაპავთ
  • შეინახეთ არაუმეტეს 25˚C-ისა

 

 

მწარმოებელი: Farmigea Spa,Via G.B.Oliva8,56121 –Pisa, Italy