კატეგორიები

  • მატრიკა პირის ღრუს სავლები 30მლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: დენტალური ნადების პროფილაქტიკა ღრძილების და პირის ღრუს ანთებითი კერები პირის ღრუს ანტისეპტიკური საშუალება ანტივირუსული



მატრიკა- პირის ღრუს სავლები

Matrica Mouthwash

წამლის ფორმა:

პირის ღრუს სავლები30მლ

შეფუთვა:

30-მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით მუყაოს ყუთში

ჩანართი ფურცელი პაციენტისათვის

 

შემადგენლობა:

სააფთიაქო გვირილის ექსტრაქტი(Matricariachamomilla)

მოქმედი ნივთიერებები:

ხამაზულენი, α-ბისაბოლოლი

ფარმაკოლოგიური ეფექტი

გვირილას აქვს ანტიალერგიული და  ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, რომელიც განპირობებულია აზულინის არსებობით და ჰისტამინის გამოთავისუფლების ინჰიბირებით.გვირილის ეთერზეთი და ნივთიერებები: ხამაზულენი და α-ბისაბოლოლის მოქმედების შედეგად ხდება არაქიდონის მჟავის დაჟანგვა. ხამაზულენთან შედარებით, მატრიცინს აქვს უფრო ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ხამაზულენი მონაწილეობს გვირილის ეთერზეთის ანთების საწინააღმდეგო ფუნქციაში  ლეიკოტრიენ B4-ის სინთეზის ინჰიბირებით.  ალფა-ბისაბოლოლს აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული დამცველობითი თვისება,  კუჭზე აცეტილ-სალიცილის მჟავით გამოწვეული ტოქსიკური ეფექტების წინააღმდეგ. აგრეთვე, გვირილას ახასიათებს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება.  გვირილის სპირტიანი ექსტრაქტი თრგუნავს პოლიო ვირუსის და ჰერპეს ვირუსის ზრდას.

ჩვენებები:

  • დენტალური ნადების პროფილაქტიკა
  • ღრძილების და პირის ღრუს ანთებითი კერები
  • პირის ღრუს ანტისეპტიკური საშუალება
  • ანტივირუსული

 

დოზირება და მიღების წესი:

გახსენით 50-60 წვეთი სავლები ნახევარ ჭიქა წყალში და გამოივლეთ 3- ჯერ დღეში, 30წამის განმავლობაში.

უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

  • ორსულობა და ლაქტაცია
  • 6 წლამდე ბავშვები
  • სიფრთხილით გამოიყენეთ მწვავე ციებ-ცხელების მდგომარეობაში, გულის უკმარისობის და ჰიპერტენზიის დროს
  • მომატებული მგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გვერდითი მოვლენები

რეკომენდირებული რაოდენობით და სწორად გამოყენების შემთხვევაში არანაირი უარყოფითი ეფექტი არ გამოვლენილა

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იმის გამო, რომ გვირილაში არის კუმარინის მსგავსი ნივთიერებები, მოერიდეთ ანტიკოაგულანტებთან ერთად მის გამოყენებას.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღება

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მიიღება

დამატებითი შენიშვნები:

  • ეს პროდუქტი არ არის საკვები
  • გამოყენების შემდეგ შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული, ოთახის ტემპერატურაზე,ბავშვების მხედველობის არეს მოცილებულ და მიუწვდომელ ადგილას.
  • შეიცავს 55% ეთანოლს

 

აფთიაქიდანგაცემისწესი:

გაიცემაურეცეპტოდ

 

 

 

www.georgianremedy.com

 

PSP გირჩევთ