კატეგორიები

  • ნატალსიდი 250მგ 10 სუპოზიტორია

  • ფასი: 20.73 ლ
  • გამოყენების ჩვენება ქრონიკული ანალური ნახეთქები ეპითელიზაციის სტადიაში, ქრონიკული სისხლმდენი ბუასილი, პროქტოსიგმოიდიტი და ანთებითი მოვლენები სწორ ნაწლავში ოპერაციის შემდგომ პერიოდში.



ნატალსიდი
NATALSID
ჯგუფური დასახელება ნატრიუმის ალგინატი
სამკურნალო ფორმა რექტალური სუპოზიტორიები
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას - ნატრიუმის ალგინატს - 250 მგ;
სუპოზიტორიების საფუძველს: მყარ ცხიმს (ვიტეპსოლი, სუპოსირი) - საკმარის
რაოდენობას 2,25 გ მასის სუპოზიტორიების მისაღებად.
აღწერილობა. ტორპედოს ფორმის, ღია რუხი ფერის სუპოზიტორიები კრემისფერი
შეფერილობით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰემოსტაზური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის
ათქ კოდი: B02Bჩ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის აქტიური ნივთიერება - ნატრიუმის ალგინატი - ბუნებრივი პოლისაქარიდი,
რომელიც მიიღება ზღვის წაბლა წყალმცენარეებისაგან. ახდენს გამოხატულ
ჰემოსტაზურ, ანთების საწინააღმდეგო და რეპარაციულ მოქმედებას.
გამოყენების ჩვენება
ქრონიკული ანალური ნახეთქები ეპითელიზაციის სტადიაში, ქრონიკული სისხლმდენი
ბუასილი, პროქტოსიგმოიდიტი და ანთებითი მოვლენები სწორ ნაწლავში ოპერაციის
შემდგომ პერიოდში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. საბავშვო ასაკი (14 წლამდე).
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაცია
პრეპარატი ნატალსიდი
არ არის უკუნაჩვენები გამოსაყენებლად ორსულობის და
ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების წესი და დოზირება
რექტალურად. სუპოზიტორია შეყავთ სწორ ნაწლავში ნაწლავის თვითნებური დაცლის
ან გამასუფთავებელი ოყნის შემდეგ, მისი წყლით წინასწარი დასველებით.
მოზრდილებში და 14 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში 1-1 სუპოზიტორია 2 ჯერ დღეში.
პრეპარატით ნატალსიდი
მკურნალობის ხანგრძლივობის კურსი შეადგენს 7-14 დღეს.
გვერდითი მოქმედება
შესაძლოა გვერდითი რეაქციების გამოვლენა.
ჩომპანყ ჩონფიდენტიალ
გამოშვების ფორმა
ნატალსიდი
250 მგ რექტალური სუპოზიტორიები. 5 სუპოზიტორია კონტურულ
უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვას პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში.
ვარგისიანბის ვადა
3 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე
მწარმოებელი
ღია სააქციო საზოგადოება “ნიჟფარმა”, რუსეთი
მომხმარებლის პრეტენზიები იგზავნება მისამართზე:
603950, ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკის ქ. 7
ტელ. (831) 278 80 88
ფაქსი (831) 430 71 28
ინტერნეტი: http://www.nizhpharm.ru