კატეგორიები

  • რექტოსტოპ ორიგინალი კრემი 50გ

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენებები: ბუასილისადმი მიდრეკილება, დისკომფორტი ანუსის არეში.



რექტოსტოპ ორიგინალი

RECTOSTOP ORYGINAL

კრემი

გამოყენების ჩვენებები: ბუასილისადმი მიდრეკილება, დისკომფორტი ანუსის არეში.

რექტოსტოპის შემადგენელ კომპონენტებს გააჩნიათ ანტისეპტიური, სისხლმდენის შემაჩერებელი, აღმდგენი და დამცავი მოქმედება. იცავს ბაქტერიული კონტამინაციისგან. გამოიყენება ანუსის მიდამოში კანის გაღიზიანებით და ქავილით გამოწვეული დისკომფორტის დროს.

პრეპარატი ხელს უწყობს აღნიშნულ მიდამოში კანის რეგენერაციას მისი აქერცვლის და ნახეთქების შემთხვევაში. მის შემადგენლობაში შემავალ თუთიის ოქსიდს ბენზილის სპირტთან კომბინაციაში გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

გამოყენების წესი: წაისვით სუფთა და მშრალ კანზე. გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.

შემადგენლობა (INCI): წყალი, კაპრილის ტრიგლიცერიდი, თუთიის ოქსიდი, დიიზოსტეაროილ პოლიგლიცერილ-3 დიმერ დილინოლეატი, პროპილენ გლიკოლი, პეტროლატუმი, ფუტკრის ცვილი, ბენზილ ბენზოატი, მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი, გლუკონოლაქტონი, ნატრიუმის ბენზოატი, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავა, ბენზილის ცინამატი, რიბოფლავინი.

გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი.

შეფუთვა: 50გ კრემი ტუბში.

მწარმოებელი: PHARMACY Laboratories s.c. 57 Wisełki Street, 04-830 ვარშავა, პოლონეთი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LIFE PHARMA SYSTEMS LLP. 41 Duke Street, ედინბურგი, EH6 8HH, გაერთიანებული სამეფო.