კატეგორიები

  • ალეკასტი 4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ალეკასტი წარმოადგენს რეცეპტურულ პრეპარატს ასთმის და ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობისთვის.



ალეკასტი 4მგ საღეჭი ტაბლეტები

Alecast

გამოიყენება პერორალურად.

  • აქტიური ნივთიერებები: თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 4მგ მონტელუკასტს

(4.16 მგ ნატრიუმის მონტელუკასტის სახით).

  • დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა,

ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი,

ასპარტამი, ალუბლის არომატი, რკინის ოქსიდი წითელი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი

თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,

- პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს,

რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.

- ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მითითებული ინსტრუქციები. დაუშვებელია

რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

რას შეიცავს მოცემული ფურცელი-ჩანართი:

  1. რა არის ალეკასტი და რისთვის გამოიყენება ის?
  2. ალეკასტის გამოყენებამდე
  3. ალეკასტის გამოყენების წესები
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. ალეკასტის შენახვის პირობები
  6. რა არის ალეკასტი და რისთვის გამოიყენება ის?

ალეკასტი წარმოადგენს ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტს, რომელიც აბლოკირებს

ნივთიერებებს - ლეიკოტრიენებს. ლეიკოტრიენების ბლოკირებით იგი აუმჯობესებს ასთმის და

ალერგიის სიმპტომებს.

ალეკასტი არ არის სტეროიდი (ქოლესტერინთან ასოცირებული ლიპიდური ორგანული

ნაერთი). კვლევებმა აჩვენეს რომ მონტელუკასტი, ალეკასტის აქტიური ნივთიერება, არ

მოქმედებს ბავშვებში ზრდის სიჩქარეზე (სხვა ინფორმაცია ასთმის და ალერგიული რინიტის

შესახებ იხილეთ ქვემოთ).

ალეკასტი წარმოადგენს რეცეპტურულ პრეპარატს ასთმის და ალერგიული რინიტის 

სიმპტომური მკურნალობისთვის.

ბრონქული ასთმა:

ალეკასტი 4მგ საღეჭი ტაბლეტები ინიშნება 2-5 წლის ასაკის ბავშვებში პერსისტენტული

ასთმის სამკურნალოდ.

დაუშვებელია ალეკასტის მიღება ასთმური შეტევის მოკლევადიანი მკურნალობისთვის.

ასთმური შეტევის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმის მიერ მითითებულ რჩევებს ასთმის

შეტევების მკურნალობის შესახებ.

ალერგიული რინიტი:

ალეკასტი გამოიყენება ალერგიული რინიტის სიმპტომების კონტროლისთვის (ცემინება,

ცხვირის დახშობა, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი). ალეკასტის საღეჭი ტაბლეტები

გამოიყენება სეზონური და წლიური (რომელიც მიმდინარეობს მთელი წლის მანძილზე)

ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობისთვის 2-5 წლის ასაკის ბავშვებში.

ალეკასტი წარმოდგენილია 28 ტაბლეტიან შეფუთვაში. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4მგ

მონტელუკასტს.

რა არის ასთმა?

ასთმა არის ბრონქული გზების-მილების ქრონიკული ანთება, რომელიც ამარაგებს ფილტვებს

ჰაერით.

ასთმის სიმპტომებია:

  • ხველა
  • ხიხინი
  • გულმკერდში მოჭერა
  • ქოშინი

რა არის ალერგიული რინიტი?

  • სეზონური ალერგიული რინიტი ასევე ცნობილი, როგორც თივის ცხელება, რომელსაც

იწვევს ისეთი ალერგენები როგორიცაა ხეების , ყვავილის და ბალახის მტვერი.

  • ხანგრძლივი (წლიური) ალერგიული რინიტი შეინიშნება მთელი წლის განმავლობაში

და გამოწვეულია სახლში არსებული ალერგენებით, როგორიცაა სახლის მტვრის ტკიპა,

ბეწვი და ობის სპორები.

  • ალერგიული რინიტის სიმპტომებია:

- ცხვირის დაცობა, გამონადენი და/ან ქავილი 

- ცემინება

  1. ალეკასტის მიღებამდე

არ მიიღოთ ალეკასტი თუ:

  • გაქვთ ალერგია მონტელუკასტის ან პრეპარატის რომელიმე ნივთიერების მიმართ

(ჰიპერმგრძნობელობა),

სიფრთხილით გამოიყენეთ ალეკასტი

  • თუ ასთმა ან სუნთქვა უარესდება, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ .
  • ალეკასტი არ გამოიყენება ასთმის მწვავე შეტევების დროს. შეტევის შემთხვევაში

დაიცავით ექიმის მითითებები. ყოველთვის თან ატარეთ ასთმის საინჰალაციო აპარატი.

  • მნიშვნელოვანია რომ თქვენმა შვილმა ყოველთვის მიიღოს ექიმის მიერ გამოწერილი

პრეპარატები. დაუშვებელია ექიმის მიერ გამოწერილი ასთმის სხვა პრეპარატების

შეცვლა ალეკასტით.

  • ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს ისეთი სიმპტომების

კომბინაციისას, როგორიცაა გრიპისმსგავსი სიმპტომები, ხელ-ფეხის დაბუჟება ან

ჩხვლეტის შეგრძნება, პულმონალური სიმპტომების გაუარესება, და/ან გამონაყარი,

უნდა მიმართოთ ექიმს.

  • თუ გაქვთ ასთმა და იგი უარესდება ასპირინის მიღებისას, ეცადეთ არ მიიღოთ ასპირინი

ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები ალეკასტით

მკურნალობის პერიოდში.

აცნობეთ ექიმს მსგავსი სიმტპომების არსებობის შესახებ, თუნდაც წარსულში არსებულის.

ალეკასტის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად:

ალეკასტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ცალკე. მისი მიღება ხდება ჭამამდე 1

საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

ორსულობა:

პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ან ორსულობის დაგეგმვისას ალეკასტის გამოყენებამდე

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს მიიღოთ თუ არა ალეკასტი

ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა ალეკასტი დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში ალეკასტის

მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა 

არ არის მოსალოდნელი, რომ ალეკასტმა გავლენა მოახდინოს ავოტმობილის და სხვა

მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, პრეპარატის მიმართ შესაძლებელია ინდივიდუალური

პასუხი განსხვავდებოდეს. მონტელუკასტის მიღებისას იშვიათი გვერდითი მოვლენის

განვითარებამ თავბრუხვევა და ძილიანობა) შესაძლოა იმოქმედოს ავტომობილის და სხვა

მექანიზმების მართვის უნარზე.

ალეკასტის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ალეკასტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს. იგი შესაძლოა

საზიანო იყოს ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტისთვის.

თითოეულ ტაბლეტში პრეპარატი შეცავს <1მმოლ (23მგ) ნატრიუმს; ამ დოზით არ არის

მოსალოდნელი ნატრიუმით გამოწვეული გევრდითი მოვლენის განვითარება.

ალეკასტი შეიცავს მანიტოლს; არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენის განვითარება მისი

დოზის გამო.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს ალეკასტის ეფექტზე ან ალეკასტმა

იმოქმედოს მათ ეფექტზე. ალეკასტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ

პრეპარატებს:

  • ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალოდ)
  • ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ)
  • რიფამპიცინი (ტუბერკულოზის და სხვა ინფექციების სამკურნალოდ)

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ

პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. ალეკასტის მიღების წესი

ინსტრუქციები სათანადო მიღების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ასთმური ბავშვები (2-5 წლის ასაკი):

  • ბავშვებში ალეკასტი 4 მგ საღეჭი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ,

საღამოს (იხ. მიღების წესი და მეთოდი). მიღება შესაძლებელია ჭამისგან

დამოუკიდებლად.

  • ბავშვებში ალეკასტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად ექიმის მიერ

განსაზღვრული დროის მანძილზე, მიუხედავად ასთმის ნიშნების არარსებობისა.

  • ბავშვის ასთმის სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში ან საინჰალაციო პრეპარატის

უფრო ხშირად მიღების საჭიროების შემთხვევაში ასთმის შეტევების დროს,

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს .

  • დაუშვებელია ალეკასტის მიღება ასთმური შეტევების ხანმოკლე პერიოდით 

    მკურნალობისთვის. ბავშვში ასთმური შეტევების დროს დაიცავით ექიმის მითითებები.

    • ასთმური შეტევებისას ყოველთვის თან იქონიეთ საინჰალაციო პრეპარატი.
    • თუ ექიმი არ გირჩევთ , არ შეწყვიტოთ ასთმის სხვა პრეპარატების მიღება, ან არ

    შეამციროთ დოზა.

    ბავშვები სეზონური ალერგიული რინიტით და ბავშვები წლიური ალერგიული რინიტით (2-5

    წლის ასაკის):

    • ბავშვებში ალეკასტის გამოყენება ხდება დღეში ერთხელ დღის ერთსადაიმავე დროს.
    • ალეკასტის გამოყენება ბავშვებში ხდება ყოველდღიურად ექიმის მიერ განსაზრვრული

    ხანგრძლივობით.

    • გამოიყენება საკვებისგან დამოუკიდებლად. მისი მიღება ხდება ჭამამდე 1 საათით ადრე

    ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

    მიღების წესი და მეთოდი:

    • ალეკასტი მიიღება პერორალურად.
    • მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

    სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

    გამოყენება ბავშვებში

    • ალეკასტი 4მგ საღეჭი ტაბლეტი 2-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის,
    • ალეკასტი 5მგ საღეჭი ტაბლეტი 6-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

    ხანდაზმულები

    არ არის საჭირო დოზის კორექცია.

    გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

    თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

    არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის უკმარისობით. არ არის საჭირო

    დოზის კორექცია ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობისას. არ არსებობს მონაცემები

    პრეპარატის ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ.

    თუ ფიქრობთ, რომ ალეკასტს აქვს ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედება, მიმართეთ ექიმს ან

    ფარმაცევტს.

    ალეკასტის საჭიროზე მეტი დოზის მიღება

    ჭარბი დოზირების შემთხვევებში არ შეინიშნებოდა გვერდითი მოვლენების განვითარება.

    ყველაზე ხშირ სიმპტომებს წარმოადგენდა მოზრდილებში და ბავშვებში მუცლის ტკივილი,

    ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტიურობა.

    თუ გამოგრჩათ ალეკასტის მიღება

    ეცადეთ მიიღოთ პრეპარატი რეკომენდაციების მიხედვით.

    თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა

    ჩვეულებისამებრ.

    დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

    თუ შეწყვეტთ ალეკასტის მიღებას

    ალეკასტს შეუძლია განკურნოს ასთმა თუ არ შეწყვეტთ მის მიღებას.

    მნიშვნელოვანია ალეკასტის მიღება ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით, რაც

    დაგეხმარებათ ასთმის კონტროლში.

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

    1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

    სხვა პრეპარატების მსგავსად გვერდითი მოვლენების განვითარება შესაძლებელია

    პაციენტებში, რომელთაც აქვთ ალერგია ალეკასტის ნივთიერებების მიმართ. მონტელუკასტის

    4მგ საღეჭი ტაბლეტის კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას

    წარმოადგენდა (1/100 პაციენტში და <1/10 პაციენტში):

    • მუცლის ტკივილი
    • წყურვილის გრძნობა

    ასევე ადგილი ჰქონდა შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარებას მონტელუკასტი

    10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტების და 5მგ საღეჭი ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში :

    • თავის ტკივილი

    მოცემული გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქი ხასიათის და უფრო ხშირად შეინიშნებოდა

    პაციენტებში მონტელუკასტით მკურნალობისას, ვიდრე პლაცებო (აბი რომელიც არ შეიცავს

    პრეპარატს).

    გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოთვლილია შემდეგი სახით:

    ძალიან ხშირი (1/10)

    ხშირი (1-10/ 100-ში)

    არახშირი (1-10/1000-ში)

    იშვიათი (1-10/10000-ში)

    ძალიან იშვიათი (1/10000)

    ასევე ადგილი ჰქონდა შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარებას პოსტმარკეტინგულ

    პერიოდში:

    ძალიან ხშირი:

    - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

    ხშირი:

    - დიარეა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, ცხელება

    არახშირი:

    - ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით,

    რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება,

    - ხასიათის და ქცევის ცვლილება (ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები, , ძილიანობა,

    გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, აღზნებადობა , მათ შორის აგრესიულობა ან

    მტრული დამოკიდებულება, დეპრესია).

    - თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება, კრუნჩხვები

    (კონვულსიები (კუნთების ვეგეტატიური შეკუმშვა) ან შეტევები)

    - სისხლდენა ცხვირიდან

    - პირის სიმშრალე, მოუნელებლობა

    - წყულები, ქავილი, ჭინჭრის ციება

    - სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

    - სისუსტე/დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, შეშუპება

    იშვიათი:

    - სისხლდენის გაძლიერება

    - ტრემორი

    - პალპიტაციები

    ძალიან იშვიათი:

    - ჰალუცინაციები

    - დეზორიენტაცია

    - სუიციდური აზრები და ქმედებები

    - ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)

    - წვივებზე კანქვეშა წითელი წანაზარდები (ერითემა ნოდოსუმი), ალერგიული

    გამონაყარი, კანის მწვავე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა) რომელიც

    შესძლებელია უეცრად განვითარდეს.

    ასთმური პაციენტების მონტელუკასტით მკურნალობისას ისეთი სიმპტომების კომბინაციის

    ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა გრიპისმაგვარი სიმპტომები, ხელ-ფეხის დაბუჟება

    და ჩხვლეტის შეგრძნება, პულმონარული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩარგ-

    შტრაუსის სინდრომი) შეინიშნებოდა. მსგავსი ან სხვა სახის სიმპტომების შემთხვევაში

    მიმართეთ ექიმს.

    გვერდითი მოვლენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

    1. ალეკასტის შენახვის პირობები

    ალეკასტი ინახება შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

    შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25◦C . დაიცავით სინათლისა და ნესტისგან.

    გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.

    არ გამოიყენოთ ალეკასტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

    არ გამოიყენოთ ალეკასტი პროდუქტზე ან შეფუთვაზე არსებული წუნის შემთხვევაში.

    gacemis wesi:

    farmacevtuli produqtis jgufi II, gaicema forma #3 receptiT.

    მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

    ილკო ილაჩ სან ვე ტიქ, ა.შ.

    ვეისელ კარანი მაჰ. ჩოლაკოღლუ სოკ.

    N: 10/34885 სანკაკტეპე/სტამბული, თურქეთი

    საწარმოს მისამართი:

    ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ ა.შ. ორგანიზ სანაიი ბიოლგესი

    კუდუსი კად. 23, სოკ, N:1/სელჩუკლუ/კონია, თურქეთი__

PSP გირჩევთ