კატეგორიები

მონტელარი 4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი
  • მონტელარი 4მგ 28 საღეჭი ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • მონტელარი ასუსტებს ასთმურ გამოვლინებას და ეხმარება ასთმის დაძლევაში.



პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაციაში მოყვანილი სრული ინფორმაცია.
• შეინახეთ ანოტაცია იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
• ეს პრეპარატი დაუნიშნეს თქვენს ბავშვს. ნუ მისცემთ მას სხვა პირებს, რადგანაც ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი ბავშვის მსგავსი ჩივილები აქვთ.
• რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
ანოტაციაში იხილავთ:
1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება მონტელარი 4 მგ.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მონტელარი 4 მგ-ის მიღების დაწყებამდე.
3. როგორ გამოიყენება პრეპარატი მონტელარი 4 მგ.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. როგორ ინახება მონტელარი 4 მგ.
6. დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი მონტელარი 4 მგ
პრეპარატი მონტელარი წარმოადგენს ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტს, რომელიც ბლოკავს ნივთიერებებს, რომლებსაც ეწოდება ლეიკოტრიენები. ლეიკოტრიენები ხელს უწყობენ ფილტვებში სადინარების შევიწროვებასა და შეშუპებას. ლეიკოტრიენების ბლოკირება ასუსტებს ასთმურ გამოვლინებას და ეხმარება ასთმის დაძლევაში. თქვენმა ექიმმა პრეპარატი მონტელარი დანიშნა თქვენი ბავშვის ასთმის სამკურნალოდ, ასთმური ნიშნების პრევენციისათვის დღისა და ღამის განმავლობაში.
• პრეპარატი მონტელარი გამოიყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა მკურნალობაც არ უზრუნველჰყოფს ასთმის საკმარის კონტროლს, და რომელთაც ესაჭიროებათ შემდგომი მკურნალობა.
• პრეპარატი მონტელარის გამოყენება ასევე შესაძლებელია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების ალტერნატიული მკურნალობის სახით 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლების ახლო პერიოდში არ იყენებდნენ პერორალურ კორტიკოსტეროიდებს მათი ასთმის სამკურნალოდ და რომლებსაც დაუდგინდათ, რომ არ შეუძლიათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება.
• პრეპარატი მონტელარი ასევე ეხმარება დატვირთვით გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროების დროს 2 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს, თუ როგორ მიიღოთ პრეპარატი მონტელარი თქვენი ბავშვის ასთმის სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.
რა არის ასთმა?
ასთმა ხანგრძლივი დაავადებაა.
ასთმა მოიცავს:
• სასუნთქი გზების შევიწროებით გამოწვეულ სუნთქვის გაძნელებას. სასუნთქი გზების ეს შევიწროება უარესდება და უმჯობესდება სხვადასხვა მდგომარეობაზე რეაქციის სახით.
• მგრძნობიარე სასუნთქი გზები, რომლებიც რეაგირებენ მრავალ იმპულსზე, როგორიცაა სიგარეტის ბოლი, მტვერი, ცივი ჰაერი ან დატვირთვა.
• სასუნთქი გზების ეპითელიუმის შეშუპება (ანთება).
ასთმის სიმპტომებია: ხველა, ხიხინი და სიმძიმე მკერდში.

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მონტელარი 4 მგ-ის მიღების დაწყებამდე
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ჯანმრთელობის ყველა პრობლემისა ან ალერგიის შესახებ, რომელიც თქვენს ბავშვს აწუხებს ან წარსულში აწუხებდა.
არ მისცეთ პრეპარატი მონტელარი თქვენს ბავშვს, თუ
• თუ აქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მონტელუკასტზე ან მონტელარის შემადგენელ სხვა ნაწილებზე (იხილე მე-6 ნაწილი “დამატებითი ინფორმაცია”).
პრეპარატ მონტელარის გამოყენებისას მისაღები საჭირო განსაკუთრებული ზომები
• თუ თქვენი ბავშვის ასთმა ან სუნთქვა გაუარესდება, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს.
• პერორალური პრეპარატი მონტელარი არ განეკუთვნება მწვავე ასთმური შეტევების სამკურნალოდ. თუ შეტევამდე მივა საქმე, მოიქეცით თქვენი ბავშვისათვის ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად. ყოველთვის იქონიეთ თან ასთმის საწინააღმდეგო საინჰალაციო მაშველი პრეპარატები.
• მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ბავშვმა მიიღოს ყველა ის ანტიასთმური პრეპარატი, რომელიც მას ექიმმა დაუნიშნა. არ შეიძლება პრეპარატი მონტელარის გამოყენება სხვა ანტიასთმური პრეპარატების ნაცვლად, რომელიც თქვენმა ექიმმა დაუნიშნა ბავშვს.
• როდესაც თქვენი ბავშვი იყენებს ანტიასთმურ სამკურნალო საშუალებებს, იქონიეთ მხედველობაში, თუ მას გამოუვლინდება ისეთი ნიშნების კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ხელსა ან/და ფეხში ჟრუანტელი ან მგრძნობელობის დაკარგვა, ფილტვების ნიშნების გაუარესება და/ან გამონაყარი, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
• თქვენმა ბავშმა არ უნდა მიიღოს აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) და არც ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (ასევე ცნობილი როგორც ანტირევმატული სამკურნალო საშუალებები), როდესაც მისი ასთმა გამწვავდება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს პრეპარატი მონტელარის მოქმედებაზე ისევე, როგორც პრეპარატ მონტელარმა შესაძლოა იმოქმედოს სამკურნალო პრეპარატებზე, რომლებსაც იყენებს თქვენი ბავშვი.
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იყენებს ან ახლო წარსულში იყენებდა თქვენი ბავშვი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
სანამ თქვენი ბავშვი დაიწყებდეს პრეპარატ მონტელარის მიღებას, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი ბავშვი იყენებს შემდეგ პრეპარატებს:
• ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
• ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
• რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზისა და ზოგიერთი სხვა ინფექციის სამკურნალოდ)
პრეპარატ მონტელარის მიღება საჭმელსა და სასმელთან ერთად
პრეპარატი მონტელარის 4 მგ მიიღება არ შეიძლება უშუალოდ საკვებთან ერთად; მისი მიღება საჭიროა ჭამამდე არანაკლებ 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
პრეპარატის მონტელარი 4მგ ანოტაციის მოცემული ნაწილი არ გამოიყენება, რადგანაც პრეპარატი გამოიყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა მოცემული ინფორმაცია ეხება აქტიურ ნივთიერება მონტელუკასტს.
გამოყენება ფეხმძიმობიბს დროს
ფეხმძიმე ქალებმა ან ქალებმა, რომლებიც გეგმავენ დაფეხმძიმებას, პრეპარატი მონტელარის მოხმარების დაწყების წინ უნდა მიმართონ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ შეგიძლიათ ამ დროის განმავლობაში პრეპარატ მონტელარის მოხმარება.
გამოყენება ძუძუთი კვების დროს
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა დედის რძეში პრეპარატი მონტელარი. თუ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, პრეპარატი მონტელარის მოხმარების დაწყების წინ უნდა მიმართოთ ექიმს.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატის მონტელარი 4მგ ანოტაციის მოცემული ნაწილი არ გამოიყენება, რადგანაც პრეპარატი გამოიყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა მოცემული ინფორმაცია ეხება აქტიურ ნივთიერება მონტელუკასტს.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.
არ ივარაუდება, რომ პრეპარატ მონტელარმა გავლენა მოახდინოს თქვენს უნარზე მართოთ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები. თუმცა ინდივიდუალური რეაქცია მკურნალობაზე შესაძლოა განსხვავებული იყოს. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა (როგორიცაა თავბრუსხვევა და მოდუნებულობა), რომლებიც პრეპარატი მონტელარის მოხმარებისას ძალიან იშვიათად იქნა გამოვლენილი, შესაძლოა ზოგიერთ პაციენტებში იქონიოს გავლენა მათ უნარზე მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ მონტელარის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ:
პრეპარატი მონტელარი 4მგ საღეჭი ტაბლეტები შეიცავს ასპარტამს, რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს. თუ თქვენს ბავშვს აქვს ფენილკეტონურია (რაც წარმოადგენს მეტაბოლიზმის იშვიათ გენეტიკურ დარღვევას), უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი 4 მგ-ანი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს ფენილალანინს (რაოდენობით, რომელიც შეესაბამება 2.696 მგ ფენილალანინს 4 მგ საღეჭ ტაბლეტზე).

3. როგორ გამოიყენება მონტელარი

• მოცემული სამკურნალო საშუალება ბავშვს უნდა მიეცეს ზრდასრული ადამიანის მეთვალყურეობით.
• თქვენმა ბავშვმა უნდა მიიღოს პრეპარატი მონტელარის მხოლოდ თითო ტაბლეტი დღეში ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
• პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მაშინაც, როცა თქვენს ბავშვს არ აქვს არანაირი სიმპტომი ისევე, როგორც მწვავე ასთმური შეტევის დროს.
• ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენმა ბავშვმა პრეპარატი მონტელარი მიიღოს ექიმის მითითებების თანახმად. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან აფთიაქართან.
• გამოიყენება პერორალურად.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები:
1 ცალი 4მგ საღეჭი ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ საღამოს. პრეპარატის მონტელარი 4მგ მიღება არ შეიძლება უშუალოდ საკვებთან ერთად; მისი მიღება საჭიროა ჭამამდე არანაკლებ 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. თუ თქვენი ბავშვი იყენებს პრეპარატ მონტელარს, დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი არ იყენებს არც ერთ სხვა სამკურნალო საშუალებას, რომელიც შეიცავს იმავე აქტიურ ნივთიერებას ანუ მონტელუკასტს.
პრეპარატი მონტელარი 4მგ საღეჭი ტაბლეტების მიცემა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რადგანაც არ მოიპოვება საკმარისი მონაცემი მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.
პრეპარატის სხვა ხელმისაწვდომი დოზირება/სამკურნალო საშუალების ფორმები:
გამოდის 5 მგ საღეჭი ტაბლეტები 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
გამოდის 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები 15 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულთათვის.
თუ თქვენმა ბავშვმა პრეპარატი მონტელარი საჭიროზე მეტი რაოდენობით მიიღო
მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისათვის.
ჭარბი რაოდენობით მიღება უმრავლეს შემთხვევებში არ იწვევს გვერდით მოვლენებს. ზრდასრულებსა და ბავშვებში ჭარბი რაოდენობით მიღების დროს გამოვლენილი სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, გულისრევა და ჰიპერაქტიურობა.
თუ დაგავიწყდათ თქვენი ბავშვისთვის პრეპარატი მონტელარის მიცემა
ეცადეთ მოიხმაროთ პრეპარატი მონტელარი დანიშნულებისამებრ. თუ მიუხედავად ამისა თქვენი ბავშვი გამოტოვებს მიღებას, უბრალოდ განაგრძეთ ჩვეულებრივი სქემის შესაბამისად: თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ.
არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ თქვენი ბავშვი შეწყვეტს პრეპარატ მონტელარის მიღებას
პრეპარატ მონტელარს შეუძლია ასთმის მკურნალობა მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი ბავშვი მას რეგულარულად მიიღებს.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ბავშვმა მიიღოს პრეპარატი მონტელარი იმდენ ხანს, როგორც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ. ეს დაეხმარება თქვენი ბავშვის ასთმის დაძლევაში.
ამ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა წამლების მსგავსად მონტელარსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს.
გვერდითი მოვლენების შეფასება ხდება გამოვლინებების მოცემული სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: აწუხებს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირი: აწუხებს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს
ნაკლებად ხშირი: აწუხებს 1 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს
იშვიათი: აწუხებს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს
ძალიან იშვიათი: აწუხებს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია


მონტელუკასტის, პრეპარატის მონტელარი 4მგ საღეჭი ტაბლეტები აქტიური ნივთიერება, კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი მოვლენები (გამოუვლინდა არანაკლებ 100-დან 1 ბავშვ პაციენტს და არაუმეტეს 10 ნამკურნალევი ბავშვი პაციენტიდან 1-ს), რომლებიც მონტელუკასტის მიღებას მიაწერეს, იყო:
• მუცლის ტკივილი
• წყურვილი
პრეპარატი მონტელარი 10მგ შემოგარსული ტაბლეტებისა და 5 მგ საღეჭი ტაბლეტების კლინიკურ შეფასებებში ყველაზე ხშირად შემდეგი გვერდითი მოვლენები დასახელდა:
• თავის ტკივილი
მოცემული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ იყო ზომიერი და ვლინდებოდა უფრო ხშირად პრეპარატი მონტელარით ნამკურნალევ პაციენტებში, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ პლაცებოთი (აბები, რომლებიც არ შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას).
სამკურნალო საშუალების ბაზარზე გამოჩენის შემდეგ დასახელებულ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
• ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
• სისხლდენისაკენ მიდრეკილების მომატება
• ალერგიული რეაქციები გამონაყარის, სახის, პირის, ენის და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სუნთქვისა და ყლაპვის გართულებას.
• ქცევისა და ხასიათის ცვლილებები [არანორმალური სიზმრები კოშმარების ჩათვლით, ჰალიცინაციები, გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მღელვარება, აჟიტირებულობა აგრესიული ქცევის ჩათვლით, კანკალი, დეპრესია, მოუსვენარი ძილი, ლუნატიზმი, თვითმკვლელობაზე ფიქრები და ქცევა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში)]
• თავბრუსხვევა, მოდუნებულობა, ჟრუანტელი/მგრძნობელობის დაკარგვა, სპაზმური შეტევები
• გულისცემა
• ცხვირიდან სისხლდენა
• ფაღარათი, სიმშრალე პირში, საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება
• ღვიძლის ანთება
• დალურჯებების გაჩენა, ქავილი, ჭინჭრის ციება, წვრილი წითელი კანქვეშა კვანძები, ყველაზე ხშირად წვივებზე (კვანძოვანი ერითემა)
• სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კუნთის სპაზმები
• დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება, შეშუპება, სიცხე
მონტელუკასტუმით ნამკურნალევ ასთმიან პაციენტებს ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოუვლინდათ სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, მკლავებსა ან/და ფეხში ჟრუანტელი ან მგრძნობელობის დაკარგვა, ფილტვების ნიშნების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩერგ-სტრაუსის სინდრომი). თუ თქვენს ბავშვს აღმოაჩნდება ერთი ან რამდენიმე ამ სიმპტომებიდან, ამის შესახებ დააუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს.
თქვენს ექიმს ან აფთიაქარს სთხოვეთ მეტი ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ. რაიმე მნიშვნელოვანი ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენი ბავშვის ექიმს ან აფთიაქარს.

5. როგორ ინახება მონტელარი

• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
• არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და გარე შეფუთვაზე. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში.
• შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ სამკურნალო საშუალება სინათლისაგან.
• დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს აფთიაქარს, თუ როგორ შეიძლება იმ სამკურნალო საშუალებების განადგურება, რომლებიც უკვე აღარ გესაჭიროებათ. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ მონტელარის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის მონტელუკასტუმი. (მონტელუკასტუმ ნატრიკუმის ფორმით).
თითო საღეჭი ტაბლეტი შეიცავს მონტელუკასტუმ ნატრიკუმს, რომელიც შეესაბამება 4 მგ მონტელუკასტუმს.

დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, კროსპოვიდონი (ტიპი B), რკინის წითელი ოქსიდი (E 172), ჰიპროლოზა, დინატრიუმ-ედეტატი, ბლის არომატიც, ასპარტამი (E 951), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი (E 470ბ).
პრეპარატ მონტელარის გარეგნული იერ-სახე და შეფუთვის შემადგენლობა
მონტელარი 4 მგ საღეჭი ტაბლეტები წარმოადგენს ვარდისფერ, ოვალურ, ორმხრივად ამობურცულ ტაბლეტებს ცალ მხარეს ამოტვიფრული წარწერით “M4”.

მონტელარი ხელმისაწვდომია შემდეგი დოზირების შეფუთვებით:
ნეილონი/ალუმინი/PVჩ- ალუმინის ბლისტერები:
28, 56, 98 საღეჭი ტაბლეტი
HDPE ქილები (PP თავსახურითა და ტენშთანთქმელით):
28, 56, 98 საღეჭი ტაბლეტი
სავალდებულო არ არის ბაზარზე იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებლები
რეგისტრაციის მფლობელი:
ზენტივა, კ.ს., პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
მწარმოებელი:
ნიკომედ ფარმა სპ. ზ.ო.ო., ლიშკოვიცე, პოლონეთი
ზენტივა, ა.ს., ჰლოჰოვეცი, სლოვაკეთის რესპუბლიკა
ზენტივა, კ.ს., პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

PSP გირჩევთ