კატეგორიები

  • ნეო-ბრონქოლი 20 უშაქრო საწუწნი ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენებები: სასუნთქი გზების დაავადებები, რომელთაც თან ახლავთ წებოვანი ძნელად ამოსახველებელი სეკრეტის გამოყოფა.ესენია: მწვაწე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა(ნახველის გაძნელებული გამ



საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება - ამბროქსოლი
ქიმიური დასახელება - ტრანს-4-[(2-ამინო)-3,5-დიბრომბენზილი) ამინო] - ციკლოჰექსანოლის ჰიდროქლორიდი
წამლის ფორმა: უშაქრო საწუწნი ტაბლეტები.
შემადგენლობა: 1 უშაქრო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: 15მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებებს: აკაციას, სორბიტოლის 70% ხსნარს, პიტნის ფოთლების ზეთს, ევკალიპტის ფოთლების ზეთს,ნატრიუმის საქარინატის დიჰიდრატს, თხევად პარაფინს, გაწმენდილ წყალს.
პრეპარეტის აღწერა: მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეს ამობურცული და მეორე მხარეს ჩაზნექილი, ხაოიანი ხედაპირით, ღია ყავისფერი, პიტნის მსუბუქი არომატით. დასაშვებია შეფერვის არაერთგვაროვნება, ტაბლეტის მასაში ჰაერის ბუშტუკების არსებობა, კიდეების უმნიშვნელო უსწორ-მასწორობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიტური, ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: მუკოლიტური საშუალება, ასტიმულირებს ფილტვების პრენატალურ განვითარებას (ზრდის სურფაქტანტის სეკრეციას და აბლოკირებს მის დაშლას). გააჩნია სეკრეტომოტორული, სეკრეტოლიტური და ამოსახველებელი მოქმედება; ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ჯირკვლების სეროზულ უჯრედებს, ზრდის ალვეოლებსა და ბრონქებში ლორწოვანი სეკრეტის შემცველობას და აქტიური ნივთიერება-სურფაკტანტის გამოყოფას; ნეო-ბრონქოლი ააქტიურებს მაჰიდროლიზირებელ ფერმენტებს და აძლიერებს კლარის უჯრედებიდან ლიზოსომის გამოთავისუფლებას, ამცირებს ნახველის წებოვნებას, ზრდის მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას და შესაბამისად მუკოცილიარულ ტრანსპორტს. პრეპარატის მოქმედება იწყება მისი მიღებიდან 30 წუთში და გრძელდება 6-12 საათი.
ფარმაკოკინეტიკა: აბსორბცია-მაღალია. სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 2 საათში, სისხლის ცილებთან კავშირი 85%-ია. პრეპარატი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს, გამოიყოფა ლაქტაციისას.
მეტაბოლიზმი-ხორციელდება ღვიძლში, წარმოქმნის დიბრომანტრანილის და გლუკურონის კონიუგატებს. ნახევრადგამოყოფის პერიოდია 7-12სთ.
გამოყოფა ხდება თირკმელებით: 90% წყალშიხსნადი მეტაბოლიტების სახით, 10%-შეუცვლელი სახით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი იზრდება 20-40%-ით ღვიძლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს, არ იცვლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.
გამოყენების ჩვენებები: სასუნთქი გზების დაავადებები, რომელთაც თან ახლავთ წებოვანი ძნელად ამოსახველებელი სეკრეტის გამოყოფა.ესენია: მწვაწე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა(ნახველის გაძნელებული გამოყოფით), ბრონქოექტაზიული დაავადებები.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა.
ორსულობა: I ტრიმესტრი.
ბავშვები 6 წლამდე.
ნეო-ბრონქოლი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს- ღვიძლის უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ორსულობის II-III ტრიმესტრი, ლაქტაცია.
გამოყენების წესი და დოზირება - ბავშვებში 6-12 წლის ასაკში:
1 ტაბლეტი მოსაწუწნად 2-3 ჯერ დღეში (24 საათის განმავლობაში 3 ტაბლეტზე მეტის მიღება არ შეიძლება).
ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში:
2 ტაბლეტი მოსაწუწნად 3-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში (24 საათის განმავლობაში 6 ტაბლეტზე მეტის მიღება არ შეიძლება). მომდევნო დღეებში 1 ტაბლეტი მოსაწუწნად 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ(უნდა მოიწუწნოს სრულ გადნობამდე).
მაქსიმალური მუკოლიტური ეფექტის მისაღებად, მკურნალობის დროს რეკომენდებულია საკმაო რაოდენობით სითხის მიღება.
ნეო-ბრონქოლის მიღება არ შეიძლება 4-5 დღეზე მეტად ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
მითითებები დიაბეტით დაავადებულთათვის :
1 უშაქრო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 70% არაკრისტალირებული სორბიტოლის ხსნარს, რაც შეესაბამება 0.08 პურის ერთეულს.
გვერდითი მოვლენები:
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად-გულისრევა, დიარეა, შეკრულობა, გასტრალგია, ღებინება.
* ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი, ერთეულ შემთხვევებში-ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროტული შეშუპება, ეგზანთემა.
* სასუნთქი სისტემის მხრივ: სიმშრალის შეგრძნება სასუნთქ გზებში.
* შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია
* ასევე შესაძლებელია: სისუსტე, თავის ტკივილი, რინორეა.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს.
დოზის გადამეტება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია.
მკურნალობა: ხელოვნურად გულის არევა, კუჭის ამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან პირველი1-2 საათის განმავლობაში, ცხიმიანი საკვების მიღება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ნეო-ბრონქოლის გამოყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად აძნელებს ნახველის გამოყოფას ხველის შემცირების ფონზე. ზრდის ანტიბიოტიკების შეღწევადობას ბრონქიალურ სეკრეტში (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი).
გამოშვების ფორმა: უშაქრო საწუწნი ტაბლეტები 15მგ, 10 ტაბლეტი ბლისტერზე. კოლოფში 2,3 ან 4 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 250C, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 4 წელი. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
გაიცემა ურერცეპტოდ
მწარმოებელი: „ბოლდერ-არცნაიმიტელი გმბხ და კო.კგ“ გერმანია, კიოლნი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
„დივაფარმა გმბხ“გერმანია, ბერლინი

PSP გირჩევთ