კატეგორიები

  • ფორაკორტი აეროზოლი ინჰ 200მკგ/დ 120

  • ფასი: 0.00 ლ
  • ფორაკორტი ნაჩვენებია პერსისტული ბრონქული ასთმის რეგულარული მკურნალობისთვის, როდესაც გამართლებულია ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებისა და ბრონქოდილატატორების კომბინაციის გამოყენება.



გამოყენების ინსტრუქცია

ფორაკორტი 100, ინჰალატორი
Fორაცორტ-100

ფორაკორტი 200, ინჰალატორი
Fორაცორტ-200

ფორაკორტი 400, ინჰალატორი
Fორაცორტ-400


ფორაკორტის ინჰალატორის კომპლექტი აღჭურვილია 2 მექანიზმით-აქტივატორით - სტანდარტული აქტივატორი, რომელშიც უკვე მოთავსებულია ბალონი და დამატებითი ახალი აქტივატორი - ნეო-ჰალერი.
ფორაკორტის ინჰალატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას სტანდარტული ან აქტივატორი ნეო-ჰალერით,.
ფორაკორტის ინჰალატორი პაციენტმა უნდა გამოიყენოს იგივენაირად, როგორც მანამდე გამოყენებული ინჰალატორი.

თუ ექიმმა გირჩიათ ფორაკორტის ინჰალატორის გამოყენება ჩიპლა სპეისერით ან ძეროსტატ სპეისერით, გამოიყენეთ სტანდარტული ამძრავი, ნეო-ჰალერის გამოყენება საჭირო არ არის.


შემადგენლობა:
Fორაცორტ-100
თითოეული შესხურებისას გამოთავისუფლდება:
ფორმოტეროლის ფუმარატი 6 მკგ
ბუდესონიდი BP 100 მკგ
შეწონილი:
პროპელანტში HFA-134ა ქ.ს.

Fორაცორტ-200
თითოეული შესხურებისას გამოთავისუფლდება:
ფორმოტეროლის ფუმარატი 6 მკგ
ბუდესონიდი BP 200 მკგ
შეწონილი:
პროპელანტში HFA-134ა ქ.ს.

Fორაცორტ-400
თითოეული შესხურებისას გამოთავისუფლდება:
ფორმოტეროლის ფუმარატი 6 მკგ
ბუდესონიდი BP 400 მკგ
შეწონილი:
პროპელანტში HFA-134ა ქ.ს.

ჩვენებები
ფორაკორტი ნაჩვენებია პერსისტული ბრონქული ასთმის რეგულარული მკურნალობისთვის, როდესაც გამართლებულია ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებისა და ბრონქოდილატატორების კომბინაციის გამოყენება.

მიღების გზები და დოზირება
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
Fორაცორტ-100-200-400 ინჰალატორის 1_2 ინჰალაცია დღეში ერთხელ/ორჯერ

12 წლამდე ასაკის ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფორაკორტის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ფორაკორტის ინჰალატორის კომპონენტების დოზირება ინდივიდუალურია და შერჩევა ხდება დაავადების სიმძიმის მიხედვით. ახდენენ დოზის ტიტრაციას იმ უმცირეს დოზამდე, რომელიც ინარჩუნებს სიმპტომების ეფექტურ კონტროლს.

ყოველი გამოყენების შემდეგ მიმართავენ პირის ღრუს გამოვლებას.

ინჰალატორის სწორი გამოყენება
ინჰალატორის გასინჯვა
ინჰალატორის პირველადი გამოყენებისას, ან თუ ის ერთი კვირა და მეტი ხანი არ არის გამოყენებული, მოხმარებამდე საჭიროა მისი კარგად შენჯღრევა და მოსინჯვა ანუ ჰაერში გასხურება.

ინჰალატორის გამოყენება
1. ხსნიან პირის ნაწილის სახურავს და ამოწმებენ პირის ნაწილის სისუფთავეს. ინჰალატორს კარგად შეანჯღრევენ. იგი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად, როგორც ნაჩვენებია, ცერა თითით ფუძეზე და ერთი ან ორი თითით ბალონის ზედა ნაწილზე.
2. ამოისუნთქავენ ღრმად პირიდან.
3. ინჰალატორის პირის ნაწილს ათავსებენ პირში კბილებს შორის და ტუჩებს მოკუმავენ მის ირგვლივ (არ კბენენ).
იწყებენ ნელ ჩასუნთქვას პირიდან. ჩასუნთქვის დროს ბალონს აჭერენ თითს, რომ გამოთავისუფლდეს ერთი დოზა და აგრძელებენ ჩასუნთქვას თანაბრად და ღრმად.
4. იღებენ ინჰალატორს პირიდან და სუნთქვას იკავებენ 10 წმ-ით ან შეძლებისდაგავარად დიდხანს (რომ არ გამოიწვიოს დისკომფორტი). შემდეგ ამოისუნთქავენ ღრმად.
5. თუ საჭიროა დოზის დამატება, ისვენებენ სულ მცირე ერთ წუთს. კარგად ანჯღრევენ ინჰალატორს და იმეორებენ მე- 2 - 4 ეტაპებს. გამოყენების შემდეგ პირის ნაწილს ახურავენ თავსახურს.

გაფრთხილება:
არ შეიძლება სიჩქარე მე-3 და მე-4 ეტაპებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩასუნთქვა დაიწყოს შეძლებისდაგვარად ნელა, დოზის გამოთავისუფლებამდე. თავდაპირველად მიზანშეწონილია სარკის წინ ვარჯიში. “ნისლის” დანახვის შემთხვევაში, რომელიც ამოდის ინჰალატორის ზედა ნაწილიდან ან პირის გვერდებიდან, პროცედურას იწყებენ 1-ლი ეტაპიდან. ამოსული ნისლი მიანიშნებს არასწორ გამოყენებაზე.

ბავშვებში
მშობლები უნდა დაეხმარნენ იმ ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას ინჰალატორის სწორად გამოყენების მხრივ.

გაწმენდა
ინჰალატორის სათანადოდ ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ პლასტმასის პირის ნაწილი იყოს სუფთა; საჭიროა ინჰალატორის გაწმენდა სულ მცირე, კვირაში ერთხელ, შემდეგი ინსტრუქციით:
1. ლითონის ბალონს ფრთხილად იღებენ ინჰალატორის პლასტმასის ბუდიდან. ხსნიან პირის ნაწილის თავსახური.
2. პლასტმასის სხეულს და პირის ნაწილის სახურავს ათავსებენ თბილ წყალში. არ შეიძლება ლითონის ბალონის წყალში მოთავსება!
3. შემდეგ, პლასტმასის სხეულს და პირში მოსათავსებელ ნაწილის სახურავს ავლებენ გამდინარე ონკანის წყალს.
4. კარგად ანჯღრევენ დარჩენილი წვეთების მოსაცილებლად.
ტოვებენ თბილ ადგილას გასაშრობად.
ზედმეტად გაცხელება რეკომენდებული არ არის.
5. პლასტმასის სხეულის გაშრობის შემდეგ, მასში ათავსებენ ლითონის ბალონს და პირისთვის განკუთვნილ ნაწილს ახურავენ სახურავს სათანადოდ.

ნეო-ჰალერის შესახებ
ნეო-ჰალერს გააჩნია ჩაშენებული მინი-კამერა. ეს დეტალი განაპირობებს მეტ ხანგრძლივობას ინჰალატორიდან გამოთავისუფლებული წამლის ინჰალაციისთვის. წამალი გამოდის ნაზი ნისლის სახით, რაც გამორიცხავს ცივ გავლენას ხახის უკანა კედელზე.
ნეო-ჰალერის აქტივატორის გამოყენება უკეთესია, როდესაც პაციენტისთვის მოუხერხებელია ერთდროულად თითის დაჭერა და ჩასუნთქვა სტანდარტული აქტივატორის გამოყენებისას.

ნეო-ჰალერის გამოყენების დაწყება
ფორაკორტის ბალონს აცილებენ სტანდარტულ აქტივატორს და მას ამაგრებენ ნეო-ჰალერის აქტივატორში, როგორც ნაჩვენებია. ბალონს აწვებიან ერთხელ.

ნეო-ჰალერის გამოყენება
ხდება ზემოჩამოთვლილი იგივე ეტაპების განმეორება ინჰალატორის ნეო-ჰალერთან ერთად გამოყენებისას.

სიფრთხილის ზომები
თუ რეკომენდებული დოზა ვერ აღწევს სასურველ ეფექტს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. რეკომენდებული დოზის გადაჭარბება სახიფათოა.

ლითონის ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. არ შეიძლება მისი პუნქცია ან დაწვა, მაშინაც კი თუ ის ცარიელია.


შენახვის პირობები
ინახება 30 º ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საჭიროა ყინვისგან დაცვა.

შეფუთვა
Fორაცორტ-100 ინჰალატორი
Fორაცორტ-200 ინჰალატორი
Fორაცორტ-400 ინჰალატორი

კონტეინერი შეიცავს 120 დოზიმეტრულ დოზას.


ვარგისობის ვადა
3 წელი

გაცემის რეჟიმი
გაიცემა რეცეპტით