კატეგორიები

ალფლუტოპი მზა შპრიცი 2მლ N5
  • ალფლუტოპი მზა შპრიცი 2მლ N5

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენებები ალფლუტოპი გამოიყენება მოზრდილებში სხვადასხვა ლოკალიზების პირველადი და მეორადიოსტეოართროზის ( კოქსართროზის , გონართროზის , წვრილი სახსრების ართროზის ),ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის დროს .



წამლის ფორმა : მზა შპრიცი .

პრეპარატის აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს ზღვის პატარა თევზის ბიოაქტიური კონცენტრატი ( ქაფშია( Sprattus sprattus sprattus), შავი ზღვის მერლანი ( Odontogandus merlangus euxinus), შავი ზღვის ალოსა(Alosa tanaica nordmanni), შავი ზღვის ხამსა (Engraulis encrassicholus ponticus ), მიღებული ექსტრაქციისგზით შემდგომი დეპროტეინიზაციითა და დელიპიდიზაციით .

 

შემადგენლობა :

1 მლ  შეიცავს :

აქტიური ნივთიერება : ბიოაქტიური კონცენტრატი 0.1 მლ

დამხმარე ნივთიერებები : ფენოლი ( მაქსი 0.005 გ ), საინექციო წყალი (1 მლ - მდე ).

 

აღწერილობა

უფერო ან ოდნავ მოყავისფრო - ყვითელი ფერის , ან ოდნავ მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ქსოვილების პრეპარაციის ბუნებრივი წარმოშობის მასტიმულირებელი .

ათქ კოდი : M09AX .

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ალფლუტოპი – ქონდროპროტექტორია , რომლის აქტიური კომპონენტი ზღვის პატარა თევზისბიოაქტიური კონცენტრატია . კონცენტრატი შეიცავს მუკოპოლისაქარიდებს ( ქონდროიტინის სულფატი ),ამინომჟავებს , პეპტიდებს , ნატრიუმის , კალიუმის , კალციუმის , მაგნიუმის , რკინის , სპილენძისა დათუთიის იონებს .

ალფლუტოპი ახდენს ნორმალური ქსოვილების მაკრომოლეკულური სტრუქტურების დაშლის პრევენციას ,ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს ინტერსტიციულ ქსოვილში და სახსრის ხრტილის ქსოვილში ,რითიც აიხსნება მისი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება .

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ქსოვილების რეგენერაცია დაფუძნებულია ჰიალურონიდაზასაქტივობის დათრგუნვაზე და ჰიალურონის მჟავას ბიოსინთეზის ნორმალიზებაზე .

ეს ორივე ეფექტი სინერგიულია და განაპირობებს ქსოვილებში აღდგენითი პროცესების აქტივირებას (კერძოდ , ხრტილის სტრუქტურის აღდგენა ).

 

გამოყენების ჩვენებები

ალფლუტოპი გამოიყენება მოზრდილებში   სხვადასხვა ლოკალიზების პირველადი და მეორადიოსტეოართროზის ( კოქსართროზის , გონართროზის , წვრილი სახსრების ართროზის ),ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის დროს .

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი .

ბავშვთა ასაკი .

 

სიფრთხილე

მოზარდებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის პაციენტთა ამ კატეგორიაში მეცნიერულიკლინიკური მონაცემების არარსებობის გამო .

 

დოზირების რეჟიმი

პოლიოსტეართროზისა და ოსტეოქონდროზის დროს პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ღრმად 1 მლ დღეში .მკურნალობის კურსი შეადგენს 20 ინექციას (1 ინექცია დღეში 20 დღის განმავლობაში ).

მსხვილი სახსრების უპირატესი დაზიანებისას პრეპარატი შეჰყავთ სახსარში 1-2 მლ თითოეულ სახსარში 3-4 დღის ინტერვალით . სულ კურსი 5-6 ინექცია თითოეულ სახსარში .

შესაძლებელია სახსარსა და კუნთში შეყვანის მეთოდების კომბინირება .. მკურნალობის კურსის განმეორებამიზანშეწონილია ექიმის კონსულტაციის შემდეგ 6 თვეში .

 

გვერდითი მოქმედება

იშვიათად აღინიშნება დერმატიტი , რომელსაც თან ახლავს ქავილი , კანის გაწითლება და წვის შეგრძნებაპრეპარატის შეყვანის ადგილზე , ხანმოკლე მიალგიები . ცალკეულ შემთხვევებში სახსრებში ინექციებისდროს შესაძლებელია ტკივილის სინდრომის დროებითი გაძლიერება .

ძალიან იშვიათად შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ცნობილი არ არის .

 

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევაში მიდრეკილ პაციენტებში შესაძლებელია ალერგიული ( ზოგჯერ მძიმე )რეაქციების განვითარება .

 

განსაკუთრებული მითითებები

ზღვის პროდუქტების ( ზღვის თევზი ) ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში იზრდებაალერგიული რეაქციების განვითარების რისკი .

 

გამოშვების ფორმა

5 მზა შპრიცი შეფუთვაში.

 

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-250C ტემპერატურაზე .

 

ვარგისიანობის ვადა

 ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .

 

გაცემის პირობები

რეცეპტით .

 

მწარმოებელი

ბიოტექნოს ს . ა .

დუმბრავა როშიეს ქ . 18, ბუქარესტი , რუმინეთი .

 

მწარმოებლის წარმომადგენელი რფ - ში , რომელიც უფლებამოსილია მომხმარებლისაგან პრეტენზიებისმიღებაზე :

ღსს ” რომფარმა ”

119991, მოსკოვი , ლენინის გამზ ., სახლი 32 ა .

ტელ ./ ფაქსი : (495) 938-64-41

PSP გირჩევთ