კატეგორიები

  • პაპაინი 1 ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: - ხერხემლის ოსტეოქონდროზი; - მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქარი (მათ შორის კისრის მალების, რაც იწვევს ვერთებრო - ბაზილარულ უკმარისობას); - დისკოგენური რადიკულიტი; - შმორლის თიაქარი; - ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური და სპინალური არაქ



აქტიური ნივთიერება:

 

პაპაინი, რომელსაც ტროპიკული მცენარე პაპაიასგან ღებულობენ. პაპაიას (Carica papaya) სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. პაპაია მდიდარია ფერმენტებით, ვიტამინებითა და მონერალებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმენტი - პაპაინი, რომელსაც პროტეოლიზური აქტივობა აქვს.
პაპაიას რძისებრი წვენის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ცისტეინური პროტეინაზები: საკუთრივ პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზა A და პეპტიდაზა B.
პაპაინი გამოიყენება:

 

 

ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიაში, რევმატოლოგიაში, კომბუსტოლოგიაში, ქირურგიაში, ტრავმატოლოგია - ორთოპედიაში, ოფთალმოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
პრეპარატ პაპაინზე კვლევები ჩატარებულია ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის სასწავლო - კვლევით ინსტიტუტში, პრიოროვის სახ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტში, ნოვოკუზნევკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოფთალმოლოგიის კათედრაზე, თბილისი I საავადმყოფოს ტრავმატოლოგია - ორთოპედიულ კლინიკაში ”სინთეზი”, კონიაშვილის სახელობის თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სასწავლო კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიის კათედრაზე, თბილისის თერმულ დაზიანებათა და დამწვრობის ცენტრში.
ჩვენება:
- ხერხემლის ოსტეოქონდროზი;
- მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქარი (მათ შორის კისრის მალების, რაც იწვევს ვერთებრო - ბაზილარულ უკმარისობას);
- დისკოგენური რადიკულიტი;
- შმორლის თიაქარი;
- ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური და სპინალური არაქნოიდიტები);
- სახის ნერვის ნევრიტი;
- მსხვილი სახსრების ართროზი - ართრიტები;
- მხარისა და ბეჭის პერიართრიტი;
- თითების პოსტტრავმული კონტრაქტურები (დიუპიუტრენის)
- III ხარისხის დამწვრობა;
შერჩევითად მოქმედებს ნეკროზულ ქსოვილებზე, იწვევს ფუფხის მოცილების დაჩქარებას, ქსოვილებში ტემპერატურის მომატებას, მათ გამოშრობას და უსისხლო, უმტკივნეულო გაწოვას აქტიური ქირურგიული ჩარევის გარეშე.
- ჭრილობები (ძნელად შეხორცებადი, ჩირქოვანი), ტროპიკული წყლულები. კელოიდური ნაწიბურები;
იწვევს გრანულაციური ქსოვილის გათავისუფლებას ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
სახსრების ანთების გავრცელებულ გართულებად ითვლება ქრონიკული ართრიტი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ინფექციურ-ანთებითი პროცესების შედეგად ვითარდება კონტრაქტურები, რომლებიც იწვევენ დეგენერაციულ ცვლილებებს და შეხორცებების ჩამოყალიბებას სახსრის შიგნით და მოძრაობის მკვეთრად შეზღუდვას.  მტევნის აპონევროზის და კანქვეშა უჯრედისის დეგენერაციულ ცვლილებებს მივყავართ დაქვეითებამდე (კონტრ. დიუპიუტრენის);
კარიპაზიმით მკურნალობა იძლევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და მოძრაობის აღდგენას სახსარში.
გამოყენების წესი და დოზები:

 

 

დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებზე პაპაინს 0,5%, 1% და 2% ხსნარების სახით იყენებენ ფუფხის სისქის შესაბამისად, ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5-იანი ნოვიკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ ერთდროულად სხეულის ზედაპირის 30% ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ერთხელ დღეში ან ერთხელ ორ დღეღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4-დან 12 დღემდეა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტების და ა.შ, დროს პაპაინი ელექტროფორეზული მეთოდით შეჰყავთ.
პრეპარატის გამოყენება სტაციონარულ და ამბოლატორულ პირობებშიცაა დასაშვები.
გვერდითი მოვლენები:

 

 

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და ტემპერატურის მომატებით გამოიხატება.
უკუჩვენებები:

 

 

დაუშვენელია პაპაინის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება პაპაინის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში, აგრეთვე დისკოს თიაქრის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).
გამოშვების ფორმა:

 

 

პაპაინი დაფასოებულია ფლაკონებში, 100მგ თითოეულში 350 პროტეოლიზური ერთეული. სტერილური.
შენახვის პირობები:

 

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას +2 +8ºC-მდე ტემპერატურაზე.

PSP გირჩევთ