კატეგორიები

აზავიტი 30 კაფსულა
  • აზავიტი 30 კაფსულა

  • ფასი: 35.90 ლ
  • გამოყენების ჩვენებები: აზავიტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების კომპლექსური თერაპიისათვის: - თვალების გადაღლა და გადაძაბვა ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, კონტაქტური ლინზების ტარების, მკვეთრი განათების ზემოქმედების



აზავიტი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს:

ლუთეინი 6 მგ

ზეაქსანტინი 1 მგ

მოცვის ექსტრაქტი 100 მგ

ეუფრაზიის ექსტრაქტი 100 მგ

გინკგო ბილობა        100 მგ

ტაურინი                  80 მგ

ვიტამინი  А     400 000 ს.ე.

ვიტამინი Е           3.6 მგ

ვიტამინი В1         1,5 მგ

ვიტამინი В2         3მგ

ვიტამინი B6       2 მგ

ვიტამინი С         60 მგ

ნიაცინი             4.8 მგ

თუთიის ოქსიდი      3 მგ

ქრომი               50 მკგ

სელენი             25 მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

აზავიტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული კაროტინოიდები, ვიტამინები და მიკროელემენტები.

გამოყენების ჩვენებები:

აზავიტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების კომპლექსური თერაპიისათვის:

- თვალების გადაღლა და გადაძაბვა ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, კონტაქტური ლინზების ტარების, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად (ასთენოპიური სინდრომი, „მხედველობის გადაძაბვის“ სინდრომი)

- ჰემერალოპია (ადაპტაციის მექანიზმების გაუარესება ცუდი განათების პირობების მიმართ ან  სიბნელესადმი)

- აღდგენითი პერიოდი თვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ

- ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დისტროფია (ქორიორეტინალური დისტროფია)

- პირველადი გლაუკომა

- კატარაქტის პროფილაქტიკა

- ბადურის ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები

- მიოპია, აკომოდაციის დარღვევა, „თვალის გადაღლის“ სინდრომი, ბადურის ანთებითი პროცესები

- რეტინოპათიის პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებში

- მოხუცებულობითი კატარაქტის, სენილური მაკულოდისტროფიის, ბადურის სხვა დაავადებების პროფილაქტიკა

- ქსეროფთალმია

- კერატომალაცია

- კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკა

 

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი :

მოზრდილებში და 3 წლის ასაკის ზემოთ  ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში, კოვზზე. კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს. მედიკამენტის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

- ინდივიდუალური აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ

 - ბავშვთა ასაკი 3 წლამდე

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები


სიფრთხილის ზომები:

არ არის რეკომენდებული მითითებული დოზის გადაჭარბება. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია აღინიშნოს შარდის შეფერვა ყვითლად (ამ სიმპტომს განაპირობებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რიბოფლავინი და მას კონკრეტული  კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს).

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშნულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ინდივიდუალურად.

მონაცემები ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ მოიპოვება.


სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინებთან ერთად აზავიტის მიღება ჰიპერდოზირების განვითარების საშიშროების გამო.

 

ჰიპერდოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური თერაპიის ჩატარება: აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა.

 

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა ბლისტერზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

ვარგისიანობის ვადა:

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფის შიდა მხარეზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:

Fortex Nutraceuticals Ltd, 1362 Prohladen kut str. სოფია, ბულგარეთი

 

მარკეტინგული ავტორიზაციის უფლების მფლობელია :

Rich Pharma LP, დიდი ბრიტანეთი