კატეგორიები

  • ამვილაბი/ჰიალურონი ტაბ.N60

  • ფასი: 76.10 ლ
  • კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება) სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა



ამვილაბი/ჰიალურონი

გაახალგაზრდავების ოქროს სტანდარტი

კანის ღრმა დატენიანება, ჰიდრატაცია, ნაოჭების შემცირება

ჰიალურონის მჟავა არის პოლისაქარიდი, რომელიც უჯრედშორისი მატრიქსის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს კოლაგენთან და ელასტინთან ერთად, იგი ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილშია, მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება კანში, სახსრებში (სინოვიალურ სითხეში, ხრტილში ), თვალის მინისებრ სხეულში. ჰიალურონის მჟავა ორგანიზმისათვის მოლეკულურ ,,ღრუბელს“ წრმოადგენს, რომელიც იკავშირებს 1000 - ჯერ მეტი რაოდენობის წყლის მოლეკულას, რაც განაპირობებს ყველაზე ეფექტურ დატენიანებას.

ჰიალურონი მჟავა და კანი

ჰიალურონის მჟავა არეგულირებს წყლის ბალანსს, ახდენს კანის ღრმა დატენიანებას, ხელს უწყობს კოლაგენის, ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ტონუსს. კანი ხდება უფრო ელასტიური, მკვრივი, გლუვი, ახალგაზრდული. იგი ამცირებს ნაოჭებს და ახდენს მათი წარმოქმნის პრევენციას, იცავს კანს დაბერებისაგან, აქვს კანის სწრაფად რეგენერაციის უნარი ამიტომ, ეფექტურია აკნეს, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ. ჰიალურონის მჟავა ზრდის გარეგანი კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობას.

ჰიალურონი მჟავა და სახსრები

ჰიალურონის მჟავა შედის სინოვიალური სითხის, ხრტილის შემადგენლობაში, იგი მოქმედებს როგორც საპოხი ნივთიერება სახსროვანი ზედაპირებისათვის, აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობას და სიბლანტეს, უზრუნველყოფს ხრტილის რეგენერაციას, ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას და შესაბამისად ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს სახსრებში, აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილობას.

ჩვენება:

  • კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია
  • თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება)
  • სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • მოტეხილობები, ჭრილობები

შემადგენლობა: ჰიალურონის მჟავა 100 მგ

დოზირება: 1 ტაბლეტი 1-3 -ჯერ დღეში საკვებთან ერთად

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: # 60 ტაბლეტი

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ

PSP გირჩევთ