კატეგორიები

  • დოპელჰერც აქტივი მაგნეზია+B ჯგუფი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 26.32 ლ
  • ჩვენება: დაღლილობა, კონცენტრაციის დარღვევა, ენერგიის ნაკლებობა, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, საყოფაცხოვრებო და სპორტული აქტივობა.



დოპელჰერცი® აქტივი
მაგნეზია 400
+B1+B6+B12
+ფოლიუმის მჟავა
მაგნიუმი ხელს უწყობს ენერგეტიკული ცვლას, კუნთოვანი და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B1 მნიშვნელოვანია გულის კუნთის ნორმალური ფუნქციუნირებისათვის.
ვიტამინები B6 და B12 დიდ როლს ასრულებენ ნერვული სისიტემის ფუნქციონირებაში, ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. გარდა ამისა აუმჯობესებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.
ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს უჯრედების დაყოფისა და სისხლის ფორმირების პროცესში. იგი ვიტ. B6 და B12-თან ერთად მონაწილეობს ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში.
ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევები, სტრესები, ფიზიკური დატვირთვა მოითხოვს ენერგიას, კუნთოვანი სისტემის და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური მიწოდება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენი სხეულის კეთილდღეობისა და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
მაგნიუმი 400მგ
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედებში ენერგიის წარმოქმნისთვის. აუცილებელია ენზიმების აქტივობისთვის. აქედან გამომდინარე ნერვული სისტემის და კუნთების კარგი ფუნქციონირება ამ მინერალზეა დაფუძნებული. მაგნიუმის საკმარისი მარაგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის კუნთისთვის.
მაგრამ ადაიმიანის ორგანიზმს არ შეუძლია ამ მინერალის სინთეზი და მისი მარაგი შეზღუდულია. აქედან გამომდინარე კუნთის ოპტიმალური ფუნქციისთვის საჭიროა მისი ადექვატური რაოდენობით მიღება.
B ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა
B ვიტამინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგიის წარმოქმნაში. ყოველი B ვიტამინი ცალკეულ როლს ასრულებს სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციაში.
ვიტამინი B1 აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური ფუნქციუნირებისათვის.
ვიტამინი B6 მონაწილეობს ცილის მეტაბოლიზმისა და უჯრედის გაყოფის პროცესში. აგრეთვე ჰემოგლობინის სინთეზში, რომელიც წარმოადგენს ჟანგბადის გადამტანს. აუმჯობესებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 აუცილებელია სისხლის წარმოქმნისთვის და ნერვული სისტემის სრულყოფილი ფუნქიონირებისთვის.
ფოლიუმის მჟავა B6 და B12 ვიტამინთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილების მეტაბოლიზმში და სისხლის წითელი უჯრედების გენეზში, აუცილებელია უჯრედის დაყოფისთვის და რეგენერაციისთვის, მონაწილეობენ ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში, კარდივასკულარული სისტემისთვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ჰომოცისტეინის დაბალი დონის შენარჩუნება
დოპელჰერცი®აქტივი მაგნიუმი 400 + B1+B6+B12 + ფოლიუმის მჟავა შეიცავს ვიტამინების და მინერალების შერჩეულ კომბინაციას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას ამარაგებს აუცილებელი ნუტრიენტებით, საკმარისი ენერგიისთვის, რომელიც საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
400მგ მაგნიუმი, 4.2მგ ვიტამინი B1, 5მგ ვიტამინი B6, 3მკგ ვიტამინი B12, 600მკგ ფოლიუმის მჟავა.
არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტეინს
მიღების წესი და დოზირება:
ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად. საჭიროებისას ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამის დოზას!
რეკომენდაციები:
საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. პროდუქტი უნდა შეინახონ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ენერგეტიკული ღირებულება:
1 ტაბლეტი შეიცავს 0.5კკალ/2.0კჯ-ს.