კატეგორიები

  • ევროფარი სიროფი 150მლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: * რკინადეფიციტური ანემია - პროფილაქტიკა და მკურნალობა * პოსტჰემორაგიული ანემია (მენორაგიები,ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.) * რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ორსუ



შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ. შეიცავს:

√ რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი, ექვივალენტური 50მგ ელემენტური რკინის √ ფოლიუმის მჟავა 50მკგ √ ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 0.7მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი მაკრომოლეკულაა, რომლის შემადგენლობაში არსებული რკინა (III) სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში. მაკრომოლეკულიდან რკინა შეიწოვება აქტიური აბსორბციის გზით და ტრანსფერინთან კომპლექსში აღწევს უჯრედის შიგნით, მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში. რკინის (III) პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში რკინას არ გამოყოფს. რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნის პროცესს, გარდა ერითროციტებისა, აუცილებელია სისხლის დანარჩენი ფორმიანი ელემენტების წარმოქმნისა და ზრდისთვის; ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების და ამინომჟავების სინთეზში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განაპირობებს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ფოლიუმის მჟავასთან ერთად ასტიმულირებს ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს, აუცილებელია ერითროციტების ფორმირებისთვის,მათი სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებისთვის. ვიტამინი B12- ის დეფიციტი იწვევს პერნიციოზულ ანემიას. ევროფარი სიროფიუზრუნველყოფს ორგანიზმში რკინის დეფიციტის სწრაფ შევსებას.

ჩვენება:

* რკინადეფიციტური ანემია  -  პროფილაქტიკა და მკურნალობა

* პოსტჰემორაგიული ანემია (მენორაგიები,ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.)

* რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ორსულობა, ლაქტაცია)

* რკინის არასაკმარისი რაოდენობით მიღება და/ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეები, ჭიებით ინვაზია).

უკუჩვენება: ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (შეძენილი ან თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემიები), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი).

დოზირება და მიღების წესი:

ბავშვები 0 - 1 წელი: 2.5 - 5 მლ.  დღეში ერთხელ

ბავშვები 1 - 12 წელი: 5 - 10 მლ. დღეში ერთხელ

მოზარდები 12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში ერთხელ

ევროფარი სიროფი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე.

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა,რკინის გემო პირში, დიარეა.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ, მინის ბოთლში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი