კატეგორიები

  • ეზამი სიროფი 120მლ

  • ფასი: 23.41 ლ
  • ჩვენებები: ეზამი სიროფი გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და მადის მოსამატებლად



გამოყენების ინსტრუქცია

ეზამი სიროფი

საკვები დანამატი

სიროფი ეზამი დამზადებულია ბუნებრივი ექსტრაქტების და ენზიმების ფუძეზე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და მადის სტიმულაციისათვის.

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტები : (10 მლ-ში)
პაპაიას წვენი (Carica papaya L ნაყოფები) 600 მგ
არტიშოკის ექსტრაქტი (Cynarascolymus L. ფოთლები)
2,5% ქლოროგენულ მჟავასთან 250 მგ
ანისის ექსტრაქტი (Pimpinellaanisium L.ფრუიტეს) 85 მგ
ენზიმები: Enzymix კომპლექსი 60 მგ
ბრომელაინი 2500 ჟაე/გ 25 მგ
პაპაინი 500 თე/მგ 25 მგ.
კომპლექსი Enzymix: ამილაზა 1500 დე, პროტეაზა 3000 ჰეთ, გლუკოამილაზა 2 აგე, ლიპაზა 75 სქკ სფფ, ცელულოზა 300 ცე, ლაქტაზა 500 მლე, პეკტინაზა 7 ენდო-პგ, ბრინჯის მალტოდექსტრინი.
დამხმარე ნივთიერებები:
ანტიოქსიდანტი– ლიმონმჟავა, კონსერვანტი – კალიუმის სორბატი, ფრუქტოზა, წყალი.

შემადგენლობა:
ეზამი სიროფი მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების მეშვეობით აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას, ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ზრდის მადას.
პაპაიას წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს მადას. ფერმენტი პაპაინი რომელიც შედის პაპაყას შემადგენლობაში, თავისი მოქმედებით გავს კუჭის წვენს. ის მონაწილეობს ცილების გახლეჩაში, ხელს უწყობს ნახშირწყლების და ცხიმების შეწოვას.
არტიშოკის ექსტრაქტი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ-სეკრეციული ფუნქციის ნორმალიზებას, ზრდის მადას. არტიშოკი ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს ცხიმების გახლეჩას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ნახშირწყლებით და ცხიმებით გამდიდრებული საკვების მიღებისას. მას გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური თვისებები.
ანისის ექსტრაქტი ხსნის ნაწლავების სპაზმებს, თავიდან აცილებს შეკრულობას და მეტეორიზმს, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ხელს უწყობს მადის გაუმჯობესებას და საჭმლის მონელებას.
ბრომელაინი მცენარეული პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც მიიღება ანანასიდან. თავისი მოქმედებით პეპსინის და ტრიპსინის მსგავსია, ამიტომ გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. საკვების მიღებისას, ბრომელაინი მოქმედებს როგორც საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, ხელს უწყობს ცილების გახლეჩას და ათვისებას, ააქტიურებს სხვა ფერმენტების მოქმედებას, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.
პაპაინი – პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც მიიღებაჩარიცა პაპაყა ნაყოფის წვენისგან. პაპაინი ახდენს პეპტიდული კავშირების ჰიდროლიზს, ცილების და პოლიპეპტიდების გახლეჩას, განსაკუთრებით დაბალი მოლეკულური მასის პეპტიდების.
შემადგენლობით ბუნებრივი ენზიმის პეპსინის მსგავსია. პაპაინი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს (განსაკუთრებით ცილების მონელების გაძნელებისას), ახდენს პერისტალტიკის ნორმალიზებას, ხსნის სიმძიმის შეგრძნებას კუჭში, ბოყინს, მუცლის შებერილობას, აღადგენს ნაწლავურ მიკროფლორას.
ენზიმები – საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ხლეჩენ საკვების რთულ კომპონენტებს უფრო მარტივ ნივთიერებებამდე, რომლებიც შემდგომ შეიწოვებიან ორგანიზმში. ენზიმები აუმჯობესებენ საკვების მონელებას, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების გახლეჩაში, ხსნიან ჭამის შემდგომ შესაძლო დისკომფორტს (სიმძიმის შეგრძნება მუცელში, ბოყინი, მუცლის შებერილობა), ამცირებენ ლპობით პროცესებს ნაწლავებში, ახდენენ ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას.

ჩვენებები:
ეზამი სიროფი გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და მადის მოსამატებლად ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
- დაშლის და შეწოვის პროცესების დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობასთან
- დისპეპსიური სიმპტომები, მეტეორიზმი, ბოყინი, არაინფექციური წარმოშობის დიარეა სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობისას, ყაბზობა
- მადის დაქვეითება, წონის და კუნთოვანი მასის დეფიციტი
მიღების წესი და დოზები:
ეზამი სიროფი მიიღება ქვემოთ მითითებული დოზირებით:
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 2,5 მლ 2-ჯერ დღეში;
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ 2-ჯერ დღეში;
6-დან 12წლამდე ასაკის ბავშვები: 7,5 მლ 2-ჯერ დღეში;
12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები და ზრდასრულები: 10 მლ.2-ჯერ დღეში
გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.

წინააღმდეგჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.


გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მითითებული დოზებით გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნულა.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. დოზის სავარაუდო გადაჭარბებისას, საჭიროა მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას.
საკვები დანამატები არ ცვლიან სრულფასოვან და ბალანსირებულ კვებას.

გამოშვების ფორმა:
ეზამი სიროფი 120 მლ გამოდის მინის ფლაკონში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:
PromoPharma იტალია