კატეგორიები

  • კემოდინი პლუსი 10 ფლაკონი

  • ფასი: 66.21 ლ
  • ჩვენებები: ინსულტი, იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი, თავის ტვინის სისხლის მიომოქცევის ქრონიკული მოშლა, ასთენია, მიასთენია....



კემოდინ პლუსი

შემადგენლობა: ერთი ამპულა (10 მლ) აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: ციტიკოლინი 510 მგ, ქოლინის ინტაქტი 102 მგ. დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი, ფრუქტოზა, ხილის არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი. ერთი ხუფ-დოზატორი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: კოენზიმ Q10-30 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიკომანგანუმი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ჩვენებები: ინსულტი, იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი, თავის ტვინის სისხლის მიომოქცევის ქრონიკული მოშლა, ასთენია, მიასთენია, გაფანტული სკლეროზი, სისხლძარღვოვანი თავის ტკივილები, დემენცია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ნევრიტი, ნეიროპათიები, პარკინსონის დაავადება, ახალშობილთა სამშობიარო ტრავმები, ნევროლოგიური დაავადებები ბავშვებში, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად. მოზრდილები: 1 ამპულა ერთხელ დღეში, ჭამის შემდეგ. 0-20 კგ წონაზე – ამპულის ერთი მესამედი ჭამის შემდეგ. 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: ნახევარი ან ერთი ამპულა წონის მიხედვით, დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობაა 20-30 დღე. გამოყენებისთვის პროდუქტის ხუფ-სახურავზე უნდა მოხდეს გასახსნელის ჩასმა, გადატრიალდეს სახურავი საათის ისრის მიამრთულებით ბოლომდე, სანამ ხუფის შიგთავსი არ ჩაიცლება ამპულაში. შეინჯღრეს ბოთლი, მოიხსნას თავსახური და მიღებულ იქნას სითხე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 10 მლ შიგნით მისაღები სიროფი ამპულაში, ფხვნილი ხუფ-დოზატორში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია #10 ამპულა.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი: ოფიცინა ფარმაცეუტიკა იტალიანა ს. პ. ა. ინ 14, ვერგას ქ – 24127 ბერგამო – იტალია.

დისტრიბუტორი: რიჩ ფარმა – გაერთიანებული სამეფო.