კატეგორიები

ლაქტოფარი 10 კაფსულა
  • ლაქტოფარი 10 კაფსულა

  • ფასი: 17.44 ლ
  • ჩვენება: მწვავე ინფექციურ დეარეა (ბაქტერიული ან ვირუსული) ანტიბიოტიკასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა Clostridium difficile- ით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის და რეციდიული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა გაღიზიანებული ნაწლ



ლაქტოფარი
დიარეის სიმპტომური და ეტიოპათოგენეზური სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა:

საქარომიცესი ბულარდი - (Saccharomyces bullardii) - 250 მგ

სააფთიაქო გვირილა (Matricaria recutita) - 100მგ

ფარმაკოლოგიური  თვისებები:


ლაქტოფარი აწესრიგებს PH  რაც ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის ზრდას და პათოგენური და პირობითად-პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდის დათრგუნვას.
ლაქტოფარი დადებითად მოქმედებს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე.

ზრდის ადგილობრივ  იმუნიტეტს   ასტიმულირებს სეკრეტორული იმუნოგლობულინის (IgA) გამომუშავებას და აუმჯობესებს ტროფიკულ პროცესებს ნაწლავებში, რითაც, ბლოკავს ვირუსის ზემოქმედებას ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სწრაფად აღადგენს მას.ავლენს

ანტიტოქსიური  მოქმედება  განსაკუთრებით Clostridium difficile-ს ტოქსინების მიმართ, პროტეაზების გამომუშავების გზით, რომლებიც შლიან ტოქსინებს და ენტეროციტების რეცეპტორებს, რომლებსაც უკავშირდებიან ტოქსინები.
ავლენს პირდაპირ ანტიმიკრობულ მოქმედებას, როგორც პათოგენური, ასევე პირობითად პათოგენური ბაქტერიების მიმართ: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Candida kruesei, Candida albicans, Candida pseudotropicalis (in vitro Salmonella typhi, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Yersinia enterocolitica), Enthamoeba hystolitica, Lambliae.

 

ჩვენება:

  • მწვავე ინფექციურ დეარეა (ბაქტერიული ან ვირუსული)
  • ანტიბიოტიკასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • Clostridium difficile- ით გამოწვეული ფსევდომემბრანული  კოლიტის და რეციდიული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • მოგზაურთა დიარეა

გამოყენების  წესი  და  დოზირება


ლაქტოფარის  მიღება რეკომენდირებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. საკმაო ოდენობის  (1 ჭიქა) წყლის მიყოლებით

 

მწვავე დიარეის შემთხვევაში:  3-5 დღე.

დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე


გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საკვების ამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს თქვენ ექიმთან.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

ვარგისიანობის  ვადა  და შენახვა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
შეფუთვაში 10 კაფსულა.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა უცერეპტოდ!
მწარმოებელი
SOLEPHARMA . ლატვია