კატეგორიები

  • მარსიანჩიკი სიროფი 150მლ

  • ფასი: 29.66 ლ
  • ჩვენებები:ჰიპო და ავიატამინოზები, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში.



marsianCiki  sirofi

შემადგენლობა: 1 (დოზირებული) ჩაისკოვზი შეიცავს

ვიტამინების და მინერალების კომპლექსი, ბეტა გლუკანი (10 მგ.), ბიოფლავონოიდები         (9 მგ.)

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტაგლუკანი, ბიოფლავონოიდები -ბეტაგლუკანი უნიკალური და სრულიად უსაფრთხო კომპონენტია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს და ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის გააქტივებას ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად.თუთია წარმოადგენს 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორს და ასევე უძლიერესი იმუნომოდულაციური საშუალებაა. ასევე მას გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდაციური თვისებები. ვიტამინ C-თან და ბიოფლავონოიდებთან კომბინაციაში, რომლებიც თავად ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდაციური საშუალებებია, წარმოადგენს ძლიერ ბარიერს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისთვის.პოლივიტამინები და მინერალები - პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმალური ზრდა-განვითარებისთვის. ვიტამინები D და Ca  აუცილებელია ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობისთვის, კანისა და ლორწოვანი გარსების დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის.

ჩვენებები:ჰიპო და ავიატამინოზები, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში, კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთანამცირებს ინფექციური პროცესის სიმწვავეს.ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის გააქტივებას ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად.

გვერდითი მოვლენები:მოცემული დოზებით არ ახასიათებს.

ტოქსიკურობა:არაა ტოქსიკური.

უკუჩვენება:ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან:მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება:1 წლიდან ბავშვებში 1-2  დოზირებული კოვზი დღეში ერთხელ (კოვზი მოთავსებულია პრეპარატის მუყაოს კოლოფში).

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 150 მლ. მუყაოს კოლოფში კომპლექტში დოზირებულ კოვზთან.

afTiaqidan gacemis wesi: gaicema ureceptod.

mwarmoebeli: ,,valmarki”, CexeTi