კატეგორიები

  • მიელოიკ 600 30 ტაბლეტი

  • ფასი: 54.05 ლ
  • ჩვენებები: _ მწვავე და ქრონიკული პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, ინფექციური, ტრავმული, კომპრესიული) _ ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა, დიაბეტური რეტინოპათია, ნეფროპათია _ მეტაბოლური სინდრომი (სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა)



შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
α-ლიპოის მჟავა 600 მგ; L-კარნიტინ ტარტრატი 65 მგ; რიბოფლავინი 0,7 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტიოქსიდაციური და ანტიაციდოზური მოქმედება, უზრუნველყოფს ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის ოპტიმალურ მიმდინარეობას, განსაკუთრებით იშემიის პირობებში; ახდენს ჰიპოლიპიდემიურ და ჰიპოქოლესტერინემიულ მოქმედებას _ თრგუნავს ლიპოლიზის პროცესებს, სისხლში აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს. ავლენს ანგიო-, ნეირო- და ჰეპატოპროტექციულ ეფექტებს; აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, ახდენს ინსულინრეზისტენტობის აღმოფხვრას. ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, აუმჯობესებს თვალის ბროლში მეტაბოლურ პროცესებს, ამცირებს თვალში დაღლილობის შეგრძნებას და დიდ როლს ასრულებს რეტინოპათიების მკურნალობასა და კატარაქტის პროფილაქტიკაში;

ჩვენებები:
_ მწვავე და ქრონიკული პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, ინფექციური, ტრავმული, კომპრესიული)
_ ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა, დიაბეტური რეტინოპათია, ნეფროპათია
_ მეტაბოლური სინდრომი (სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა)
_ სხვადასხვა ლოკალიზაციის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ქოლესტერინული ცვლის დარღვევა, ათეროგენული დისლიპიდემია
_ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლილობა
_ ტრავმის, ინსულტის და ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია
_ ქრონიკული ჰეპატიტი
_ ღვიძლის ციროზი

მიღების წესი:
რეკომენდებულია დღეში 1 - 3 ტაბლეტის მიღება; სასურველია ძირითადი საკვების მიღებამდე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ოპტიმალური შედეგისთვის გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები.

შეფუთვა:
ტაბლეტი #30

გაფრთხილება:
მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების მოქმედებას, შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას 25ºჩ ტემპერატურამდე. გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვადამდე, შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

პროდუქტი და სავაჭრო მარკა წარმოადგენს Dიფასს Iნტერნატიონალ შ.რ.ლ. Lოც. ჩერასოლო, ჩორიანო (ღN) Iტალია -კუთვნილებას.

დისტრიბუტორი საქართველოში: Ommur Ltd – Georgia

შეფუთულია: Via A. lorenzetti, 3/A Loc. Sambuca V.P. Tavarnelle V.P. (FL) - Italia