კატეგორიები

  • ომეგა 3 პრემიუმი 30 კაფსულა

  • ფასი: 24.06 ლ
  • ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა; ლიპიდური ცვლის დარღვევა; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები; მაკულოდისტროფიული პროცესები; დერმატიტები.



ომეგა-3 პრემიუმი / Omega 3 Premium

 


ომეგა 3 პრემიუმი

 

ომეგა-3 პრემიუმი, არის ბალანსირებული და უნიკალური კომბინაციარომელიც შეიცავს მაღალი ხარისხის თევზის ქონსა და ვიტამინს.

შემადგენლობა: 
კაფსულა შეიცავსთევზის ქონი 1000მგ (EPA  18%, DHA 12%); ვიტამინი E  5 მგ;

ფარმაკოლოგიური მოქმედაბა: 
ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფსრომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმშიიგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახითDHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას.

ომეგა-3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასევე აუმჯობესებს კანის ტროფიკას. დადებითად მოქმედებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში, ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ახორციელებს თრომბის წარმოქმნის პრევენციას. უზრუნველყოფს ორგნიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.

ვიტ. E მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებასა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ვიტ. E დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლძარღვის კედელზე.

ჩვენებები: 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა; ლიპიდური ცვლის დარღვევა; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები; მაკულოდისტროფიული პროცესები; დერმატიტები.

დოზირება და მიღების წესი: 
1 კაფსულა დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: 
გაიცემა ურეცეპტოდ.

 

გამოშვების ფორმა: 
საკვები დანამატი. ჟელატინის რბილი კაფსულა პერორალური გამოყენებისთვის, #30.