კატეგორიები

  • ორნაფერი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 26.89 ლ
  • ჩვენებები: • რკინადეფიციტური ანემია. • ფოლის მჟავის დეფიციტი, რკინის და ფოლის მჟავის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა. • ვიტამინ B12–ის დეფიციტი, რკინის და ვიტამინ B12–ის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა. • რკინისა და ფოლის მჟავის დეფიციტის პროფილაქტი



ორნაფერი

შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი - 300 მგ
სპილენძის გლუკონატი - 700 მკგ
ვიტამინი C - 80 მგ
ფოლის მჟავა - 350 მკგ
ვიტამინი B 12 - 15 მკგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: სპილენძი შეუცვლელი მიკროელემენტია, დიდ როლს ასრულებს კომპლექს ჰემისა და შესაბამისად ჰემოგლობინის ბიოსინთეზში, ამიტომაც მისმა დეფიციტმა, ისევე როგორც რკინისამ, შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. სპილენძი ააქტიურებს  ციტოქრომოქსიდაზას, ასტიმულირებს რეტიკულოციტებს, იღებს მონაწილეობას ერითროპოეზსა და გრანულოციტოპოეზში. სპილენძი შედის ქსოვილოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტის სუპეროქსიდდისმუტაზის და სისხლის პლაზმის ანტიოქსიდანტური ცილის ცერულოპლაზმინის სტრუქტურულ შემადგენლობაში.სისხლის ნაკადში სპილენძი ძირითადად სწორედ ცილა ცერულოპლაზმინს გადააქვს. ნაწლავთა მიერ ათვისების შემდეგ სპილენძი ღვიძლში ალბუმინის საშუალებით ტრანსპორტირდება. აღნიშნული მიკროელემენტი, გარდა ფერმენტებისა, ჟანგბადის გადამტან ცილა ჰემოციანინის შემადგენლობაშიც შედის.  სპილენძი  ლიზილოქსიდაზის და სუპეროქსიდდისმუტაზის სტიმულაციით ახდენს კოლაგენის და ელასტინის სინთეზში მონაწილეობას, აჩქარებს ორგანიზმში ლიპიდების დაჟანგვას და არეგულირებს ქოლესტერინის და ლიპოპროტეიდების დონეს.

რკინის გლუკონატი ახდენს ორგანიზმში რკინის (Fe) დეფიციტის შევსებას, შედის ჰემოგლობინის (HB) შემადგენლობაში.

ფოლის მჟავა დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად, კოფერმენტად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი დეფიციტი იწვევს სისხლის წარმოქმნის მეგალობლასტური ტიპის განვითარებას.  ვიტამინ B12-თან   ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას, არეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედების ფორმირებასა და ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.
ვიტამინი B12 აქტიურად მოქმედებს ერითროციტებში ისეთი ნაერთების დაგროვებაზე, რომლებიც შეიცავს სულფჰიდრილურ ჯგუფებს. ვიტამინი B12  აგრეთვე მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. აძლიერებს ორგანიზმში პროტეინების სინთეზს და დაგროვებას, შესაბამისად ახდენს ანაბოლურ მოქმედებას.

ვიტამინი  C  მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება, მაგრამ მისი მიღება ხდება მხოლოდ საკვებთან ერთად. ვიტამინი  C მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის პროცესების რეგულირებაში; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას. მონაწილეობას იღებს რკინის, ფოლის მჟავის, ჰისტამინის მეტაბოლიზმში, კარბოჰიდრატების უტილიზაციაში, ლიპიდების, პროტეინების, კარნიტინის სინთეზში, იმუნურ პროცესებში. ვიტამინ C–ს გააჩნია ანტიაგრეგაციული და გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები.

ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემია.
• ფოლის მჟავის დეფიციტი, რკინის და ფოლის მჟავის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა.
• ვიტამინ B12–ის დეფიციტი, რკინის და ვიტამინ B12–ის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა.
• რკინისა და ფოლის მჟავის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ორსულობის II და III ტრიმესტრი, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი.

გვერდითი მოვლენები:                                                                                                          გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ყაბზობა და დიარეა.

გამოყენების წესი და დოზირება:
ორნაფერი მიიღება პერორალურად ჭამის წინ 1 საათით ადრე,  ან  ჭამიდან 2 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი  2- ჯერ დღეში;  მძიმე შემთხვევის დროს 3 -ჯერ დღეში.

საპროფილაქტიკოდ  – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

 ლაქტაციის პერიოდში  – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდში ერთ თვიანი ინტერვალით.

 მკურნალობა გრძელდება HB-ის შემცველობის ნორმალიზებამდე.

შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა: ორნაფერი № 30 . 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ ჩანართთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25◦ C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია:  “Onado Medicine”  office 11,43 Bedfort street , London. WC2E9HA. დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი: Prime Limited, ინგლისი.