კატეგორიები

  • პოლსტოუნი ხსნარი 300მლ

  • ფასი: 30.08 ლ
  • ჩვენებები თირკმელში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) ჭარბი წარმოქმნა; უროლითიაზი; კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ; პოდაგრა...



პოლსტოუნი

გამოშვების ფრომა: 300მლ შიგნით მისაღები ხსნარი ციტრუსის არომატით, პლასტიკური მზომი ჭიქით.

შემადგენლობა: 100მლ ხსნარი შეიცავს: მინდვრის შვიტა (ღერო) 570მგ;  წითელი სპერგულარია 330მგ; ბოლდო (ფოთლები) 280მგ; კაქტუსი ინდური ოპუნცია (ყვავილი) 170მგ; ჩაი მაკედონიის (წვრილფოთოლა საყვითალო - ყვავილი) 170მგ; როზმარინი (ფოთოლი) 170მგ; ბერმუდის ბალახი-გლერტა (ფესვი) 170მგ; ბარამბო (მელისა -ფოთოლი) 170მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მცენარეული კომბინირებული პრეპარატი დიურეზული, სპაზმოლიზური, ლითოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური ეფექტებით. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების, ტოქსინებისა და მძიმე მეტალების მარილების გამოყოფას.

ჩვენებები

თირკმელში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) ჭარბი წარმოქმნა;  უროლითიაზი; კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ; პოდაგრა; საშარდე სისტემის ინფექციები: ცისტიტი, ურეტრიტი, პიელონეფრიტი; დიზურიული მოვლენები; შარდისა და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი; სპასტიური კოლიტი; სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია (მედიკამენტოზური, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, კვებითი ინტოქსიკაციები).

უკუჩვენება

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

 სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის

მიღების წესი და დოზები

გამოიყენება 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30წთ-ით ადრე

სამკურნალო დოზა:

ასაკი

მიღების რეჟიმი

სკოლამდელი ასაკის ბავშვები

5-10მლ 3-ჯერ დღეში

სკოლის ასაკის ბავშვები

15მლ 3-ჯერ დღეში

მოზრდილები

45მლ 3-ჯერ დღეში

ორსულები

20მლ 3-ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა. დოზის კორეგირება შესაძლებელია ექიმის მიერ.

განსაკუთრებული მითითებები

დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ორსულობა და ლაქტაცია

პოლსტოუნი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე  სინათლლისა და ნესტისგან დაცულ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი

ფორტექსი