კატეგორიები

სელევეფი  30 ტაბლეტი
  • სელევეფი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 30.08 ლ
  • ჩვენება: * ვეგეტოასთენია, სტრესი, დეპრესია * ხშირი ავადობა, ხანშიშესული პაციენტები * ნებისმიერი გენეზის ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია * თვალის დაავადებები: კატარაქტა, მაკულოდისტროფია, ჰემერალოპია, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მანქანის ტარე



შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს

√ სელენი  100მკგ √ თუთია  15მგ √ ვიტამინი  A  1000 მკგ √ ვიტამინი  C 90 მგ √ ვიტამინი  E  45მგ  √ ვიტამინი  B6  2.2მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: სელენი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში რომელიც ორგანიზმში არსებული ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია.სელენი იცავს ორგანიზმს მძიმე მეტალებისა და სხვადასხვა ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან მათი ნეიტრალიზაციის გზით. თუთიამონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში,უერთდება ცილა გასტინს,რომელიც მონაწილეობს გემოსა და სუნის აღქმაში.თუთიის დეფიციტის დროს ირღვევა ბადურა გარსში ბოიქიმიური რეაქციების ნორმალურად მიმდინარეობის პროცესი და ვითარდება მაკულოდისტროფია. ვიტამინი Aმნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობისათვის.რეტინოლი უზრუნველყოფს კანის,თმის,ფრჩხილების სიჯანსაღეს.ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია,ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესისა და ინფექციებისადმი,აუმჯობესებს რკინისა და კალციუმის ათვისებას. ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია,აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს,აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის.ვიტამინი B6 არეგულირებს არტერიულ წნევას და გულის რითმს. აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას,მეხსიერებას.აუცილებელია ცილების,ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლისათვის. სელევეფი აუმჯობესებს გულის კუნთისა და ნერვების გამტარებლობით ფუნქციას,ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. სელევეფი ბოჭავს და აუვნებელყოფს ტოქსინებს,იცავს ღვიძლს დაზიანებისაგან.ზრდის ერითროციტების რეზისტენტობას,აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.ასტიმულირებს ჰორმონების სინთეზს,აუმჯობესებს უჯრედების მიერ გლუკოზის შეთვისებას. აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს სტრესის დამანგრეველი ზემოქმედებისაგან.სელევეფი აუმჯობესებს მხედველობის,ყნოსვისა და გემოს აღქმას. სელევეფი იცავს ორგანიზმს სიმსივნის წარმოქმნისაგან.

ჩვენებები:

* ვეგეტოასთენია, სტრესი, დეპრესია

* ხშირი ავადობა, ხანშიშესული პაციენტები

* ნებისმიერი გენეზის ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია

* თვალის დაავადებები: კატარაქტა, მაკულოდისტროფია, ჰემერალოპია, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მანქანის ტარება, კონტაქტური ლინზების გამოყენება.

* სმენის დაქვეითება, ჰიპოოსმია, აგევზია, დისგევზია

* სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი

* შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა

* ჰიპოთირეოზი, თირეოიდიტი

* ინფანტილიზმი, ფიზიკური და სქესობრივი ზრდა-განვითარების შეფერხება, სტერილობა ქალებშიც და მამაკაცებშიც

* სისტემური დაავადებები

* კანისა და მისი დანამატების ტროფიკის მოშლა

* ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა

უკუჩვენება: არ გააჩნია.

დოზირება და მიღების წესი: სელევეფი ინიშნება 8 წლიდან, ერთი ტაბლეტი  ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია