კატეგორიები

სოლგარი-კოემზიმ-Q10 600მგ 30 კაფსულა
  • სოლგარი-კოემზიმ-Q10 600მგ 30 კაფსულა

  • ფასი: 248.38 ლ
  • ჩვენება: კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები(სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია; ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემე



სოლგარი

მეგასორბი CoQ-10  600მგ

 

რატომ  სოლგარის მეგასორბი CoQ-10 ?

ამცირებს გულ-სისხლძარღვთა,  კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემების რთული და მძიმე დაავადებების განვითარების ალბათობას;

  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ზრდის ამტანობას, ხსნის დაღლილობას;
  • ზრდის წონის კორექციის პროგრამების ეფექტურობას;
  • აქვს მკაფიო ანტიოქსიდანტური მოქმედება;
  • ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით;
  • სოლგარის მეგასორბი კოენზიმ -Q 10 დამზადებულია ბრინჯის ქატოს ზეთზე, რაც ხელს უწყობს მის სწრაფ შეწოვასა და კარგ ათვისებას.

 

კოენზიმ Q-10 (უბიქინონი)  ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში.იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q-10  აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ -ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ორგანიზმში არსებული ფერმენტების აქტივობას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას.

კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს და ქოლინერგული პროცესების სტიმულაციას თავის ტვინში, ააქტიურებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს და მათ დამცველობით თვისებას.

არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან.

კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას.

 ხელს  უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.

 

ჩვენება:

  • კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები(სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი,იპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია;
  • ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემენცია, გაფანტული სკლეროზი;
  • ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;

 

  • ანდროლოგია: უშვილობა მამაკაცებში, სპერმატოგენეზის დარღვევა(ოლიგოსპერმია, სპერმააგლუტინაცია და ა.შ), ვარიკოცელე

 

  • გინეკოლოგია: ინფექციური დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, სიმსუქნე რომელიც იწვევს უშვილობას, ჰორმონული ბალანსის დარღვევა;

 

  • ქირურგია: ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში;

 

  • გასტროენტეროლოგია: ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;

 

  • პულმონოლოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციები;

 

  • დერმატოვენეროლოგია: ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმა;

 

  • ნეფროლოგია და უროლოგია: გლომერულონეფრიტი, თირკმლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

 

  • ონკოლოგია: ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, სარძევე ჯირიკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები;

 

შემადგენლობა:

მეგასორბი კოენზიმ -Q 10 (უბიქინონი) -  600მგ

დამატებითი ინგრედიენტები: ბრინჯის ქატოს ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს ლეციტინი, წითელი წიწაკა, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება).

არ შეიცავს: გლუტენს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს .

დოზირება: მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა:  30 ჟელატინისებური კაფსულა

მწარმოებელი: სოლგარი აშშ