კატეგორიები

  • სოლგარი-კომფორტის ზონა 90 კაფსულა

  • ფასი: 70.92 ლ
  • „კომფორტის ზონა“ გამოიყენება : საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, ბილიარული ობსტრუქცია, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწ



სოლგარი

კომფორტის   ზონა

სოლგარის „კომფორტის  ზონა“  -  საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სრულყოფილი ფორმულა

 რატომ სოლგარის „კომფორტის ზონა“   ?

„კომფორტის ზონა“   საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ყველაზე სრულყოფილი ნაკრებია, რომელიც  შეიცავს  მაღალაქტიური ფერმენტების სრულ სპექტრს :

  • ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მომნელებელ ფერმენტებს,
  • ბოჭკოვანი საკვების  მომნელებელ ფერმენტებს,
  • რძის პროდუქტების მომნელებელ ფერმენტებს,
  • დაბალანსებულ მცენარეულ ნაკრებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის  საჭმლის მონელების ბუნებრივ პროცესს.

 

„კომფორტის ზონა“   გამოიყენება :

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, ბილიარული ობსტრუქცია, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია, დისბაქტერიოზი)

 

  • კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე, სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია, შვახმან-დაიმონდის სინდრომი, ხანდაზმული ასაკი)
  • გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა;
  • არასწორი კვება, ცხიმიანი და ძნელად მოსანელებელი საკვების მიღება;
  • ავადმყოფობის და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
  • კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა;
  • მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის მომზადება;

 

შემადგენლობა:

ნახშირწყლოვანი ფერმენტები:

 

ამილაზა 12,500 DU

პექტინაზა/ფიტაზა  75 ენდო-PGU

ინვერტაზა  300 SU

მალტაზა  300 DP

ალფა გალაქტოზიდაზა 150 GaIU

 

ცილოვანი ფერმენტები:

 

პროტეაზა 50,000 HUT  SP

ბრომელაინი 100,000 PU

ცხიმოვანი ფერმენტი:

 

ლიპაზა 1000 FIP

რძისპროდუქტების მომნელებელი ფერმენტი:

 

ლაქტოზა  1000 ALU

ბოჭკოვანი საკვების მომნელებელი ფერმენტი:

 

ცელულაზა 500 CU

 

 

დაბალანსებული მცენარეული ნაკრები შეიცავს :

  • კურკუმის ფხვნილი (Cuminum cyminum) ასტიმულირებს საკვების მონელებას, აქვს ნაღველმდენი ეფექტი, მოქმედებს როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს.
  • ცერეცოს ექსტრაქტი (4: 1) (Foeniculum vulgare), მოქმედებს როგორც სპაზმოლიტიკი და ინიშნება დისპეფსიის და ფაღარათის დროს.
  • გვირილას  ყვავილი(Matricaria recutita) , გამოიყენება როგორც მადეზინფიცირებელი და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი, ახდენს სუსტ ატროპინისმაგვარ მოქმედებას, ადუნებს გლუვ მუსკულატურას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და ხსნის სპაზმს.
  • ჯინჯერის ექსტრაქტი 4: 1 (Zingiber officinale) ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში არსებული  5HT – 3 სეროტონინული  და დოფამინური D2 რეცეპტორების ბლოკირებით. ჯინჯერის (კოჭას) ექსტრაქტი ავლენს ანტიქოლინერგულ, ანტინეიროკინეტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას
  • ალთეს ფხვნილი ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნის გალაქტურონის მჟავას, გალაქტოზას, გლუკოზას, რამინოზასა და არაბინოზას. ალთეს ლორწოვანი ნივთიერება შემომგარსველ ფუნქციას ასრულებს და ხელს უწყობს კუჭისა და ნაწლავის დაზიანებული ლორწოვანის სწრაფ რეგენერაციას

დამატებითი  ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა სილიკომანგანუმი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს:  რძეს, სოიოს, ხორბალს,სოდას, ხელოვნურ დამატკბობლებს და საღებავებს.

გამოიყენება: ერთი (1) მცენარეული კაფსულა ყოველი კვების დროს. არ არის განკუთვნილი ორსულების და მეძუძური დედებისთვის.

გამოშვების ფორმა:  90 მცენარეული კაფსულა ბოთლში

მწარმოებელი: სოლგარი აშშ