კატეგორიები

  • ფოლიკუმი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 9.31 ლ
  • ფოლიკუმი რეკომენდებულია ორგანიზმის მიერ ფოლის მჟავის მიმართ გაძლიერებული მოთხოვნილებისას: ორსულობამდე, ორსულობის პერიოდში, საკვებში ფოლის მჟავის დეფიციტის, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებისა და ინფექციების დროს.



FOLICUM

ფოლიკუმი

საკვები დანამატი

  • ორსულობის დაგეგმვისას
  • სისუსტისა და დაღლილობისას
  • იმუნური სისტემისთვის

თვისებები: ფოლიკუმი  რეკომენდებულია ორგანიზმის მიერ ფოლის მჟავის მიმართ გაძლიერებული მოთხოვნილებისას: ორსულობამდე, ორსულობის პერიოდში, საკვებში ფოლის მჟავის დეფიციტის, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებისა და ინფექციების დროს.

ფოლის მჟავის მიღებისას იზრდება ფოლატების შემცველობა დედის ორგანიზმში. ფოლატების დაბალი დონე ორგანიზმში ზრდის ჩანასახის ნერვული მილის დეფექტების განვითარების ალბათობას. ფოლიკუმში შემავალი ფოლატები მონაწილეობენ უჯრედის დაყოფის პროცესში, ორსულობის დროს ხელს უწყობენ დედის ქსოვილების ზრდას, ამინო მჟვების სინთეზს და სისხლის უჯრედების წარმოქმნას. ფოლატები აძლიერებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ამცირებენ სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებას.

ფოლის მჟავა უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის  მეტაბოლიზმს, რომლის მომატებული კონცენტრაცია სისხლში წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების განვითარების ერთერთ მიზეზს.*

მნიშვნელოვანია! ფოლის მჟავის არსებობა დედის ორგანიზმში გადამწყვეტია იმ დღეებში, როდესაც ქალების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის საკუთარი ორსულობის შესახებ! ამიტომ, რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, ვინც გეგმავს ორსულობას რეკომენდებულია ფოლის მჟავის მიღება მუდმივად.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი ფოლიკუმი (მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა) შეიცავს 400 მკგ ფოლის მჟავას, რომელიც წარმოადგენს რეკომენდებული დღიური დოზის (RDA) 200%-ს.

რეკომენდებული დღიური დოზა: 1 ტაბლეტი დღეში.

გამოყენების წესი: ორსულობის დაგეგმვისას, დაიწყეთ პრეპარატის მიღება ჩასახვამდე სულ მცირე 1 თვით ადრე.

გაფრთხილება:  არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

სამიზნე პოპულაციას წარმოადგენენ რეპროდუქციული ასაკის ქალები. სასურველი ეფექტი მიიღწევა დღეში 400მკგ ფოლის მჟავას მიღებით, ჩასახვამდე სულ მცირე 1 თვით ადრე და ჩასახვიდან 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.

შემადგენლობა: მიკროკრისტალური ცელულოზა (შემავსებელი), კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი (წებოვნების საწინააღმდეგო), სილიციუმის დიოქსიდი (დამატენიანებელი), ფოლის მჟავა.

ფოლიკუმი საკვები დანამატი

შეფუთვა: 30 ტაბლეტი (3.6 გ)

შენახვის პირობები:  შეინახეთ საკვები დანამატები  მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: PHARMACY Laboratories s.c., 57 Wisełki Street, 04-830 ვარშავა, პოლონეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LIFE PHARMA SYSTEMS LLP, 41 Duke Street, ედინბურგი, EH6 8HH, გაერთიანებული სამეფო

www.pharmacylaboratories.com