კატეგორიები

  • Max Carb ფორთოხლის არომატით 1000გ

  • ფასი: 22.23 ლ
  • განკუთვნილია დაძაბული ფიზიკური ვარჯიშებით დატვირთული სპორტსმენებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გამძლეობასთან დაკავშირებული სპორტის სახეობებითაა დაკავებული (გუნდური თამაშები, სირბილი, საველოსიპედო სპორტი და სხვა) და სპორტის ძალოსნური სახეობებით. მარტ



MaxCarb
განკუთვნილია დაძაბული ფიზიკური ვარჯიშებით დატვირთული სპორტსმენებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გამძლეობასთან დაკავშირებული სპორტის სახეობებითაა დაკავებული (გუნდური თამაშები, სირბილი, საველოსიპედო სპორტი და სხვა) და სპორტის ძალოსნური სახეობებით. მარტივი და რთული ნახშირბადების სპეციალური კომპოზიცია, რომელსაც შეიცავს Mახჩარბ, ვარჯიშების დროს დახარჯული ენერგიის სისტემატურ შევსებას უზრუნველყოფს, რაც დაღლილობის გამოვლინების შეფერხების გარანტიას იძლევა.
Mახჩარბ წარმოადგენს კონცენტრატს, რომელიც ადვილად იხსნება და გააჩნია ლიმონის გამაგრილებელი გემო. ეფექტურად აქრობს წყურვილს, ორგანიზმს არიდებს გაუწყლოებასა და დაუძლურებას, ასევე შეუძლია განაპირობოს სიძლიერის, ენერგიისა და გამძლეობის ზრდა.
დამატებითი კომპონენტები:
მჟავა მონოჰიდრატი - მჟავიანობის რეგულატორი, ლიმონის არომატი, ნატრიუმის ციკლამატი - გამატკბილებლები, ბეტაკაროტინი - საღებარი.
გამოყენების წესი:
Mახჩარბ მიიღება სასმელის ფორმით. ორგანიზმის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, შეიძლება მომზადდეს ხსნარი:
ჰიპერტონიური - გამოიყენება დაძაბული ფიზიკური შრომის შემდეგ განახლების პერიოდში ორგანიზმის ენერგეტიკული რეზერვის შევსებისა და გაზრდის მიზნით. ზემოაღნიშნული კონცენტრაციის მქონე სასმელი ხელს უწყობს კუნთოვანი მასის განვითარებას ინტენსიფიცირებული ნივთიერებათა ცვლის მქონე პირებში.
რეკომენდებულია მისი მიღება საჭმლის მიღებამდე ტრენინგის დღეებში და ტრენინგების გარეშე პერიოდში.
ჰიპერტონიური სასმელის დასამზადებლად Mახჩარბ უნდა გაიხსნას შემდეგი შეფარდებით: პრეპარატის 15 გრ (3 პორცია – 3 ხ 5 გრ) გაცივებული წყლის 100 მლ-ზე (მაგალითად, 75 გრ წყლის 500 მლ-ზე).
იზოტენური - იდეალურია იმ ენერგეტიკული და წყალ-ელექტროლიტური დანახარჯების სწრაფი გასწორებისთვის, რომლებიც წარმოიშვა ორგანიზმის დაძაბული ფიზიკური შრომის დროს.
გამოიყენება საჭმლის მიღებამდე, მას შემდეგ და ტრენინგის შემდეგ.

იზოტენური სასმელის დასამზადებლად უნდა გახსნილ იქნეს შემდეგი შეფარდებით: პრეპარატის 10 გრ (2 პორცია – 2 ხ 5 გრ) გაცივებული წყლის 100 მლ (მაგალითად, 500 მლ წყალზე 50 გრ).
ჰიპოტონური - რეკომენდებულია ინტენსიური ვარჯიშების პერიოდში, როდესაც მომდევნომდე შესვენება არის ძალიან მოკლე, მაგალითად, შეჯიბრის, მატჩისა ან სტარტის დროს.
ჰიპოტენური სასმელის დასამზადებლად Mახჩარბ უნდა გახსნილ იქნეს შემდეგი შეფარდებით: პრეპარატის 5 გრ (1 პორცია – 5 გრ) გაცივებული წყლის 100 მლ (მაგალითად, 500 მლ წყალზე 25 გრ).
დამზადებული სასმელის ოდენობა დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებაზე.
საუკეთესო ეფექტის მისაღებად დალიეთ მზა პრეპარატის 150-200 მლ ყოველ 15-20 წუთში.