კატეგორიები

კოთხუჯის ფესურები 50გ
  • კოთხუჯის ფესურები 50გ

  • ფასი: 0.00 ლ
  • კოთხუჯის ფესვები შეიცავს შემომგარსველ ნივთიერებებს, C ვიტამინს, გლიკოზიდებს, სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. ამის გამო მრავალმხრივი სამედიცინო ეფექტი გააჩნია. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, ზრდის კუჭის სეკრეციას, თუმცა ამავე დროს მოქმედებს, როგორც ანტ



კოთხუჯის ფესვები შეიცავს შემომგარსველ ნივთიერებებს, C ვიტამინს, გლიკოზიდებს, სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. ამის გამო მრავალმხრივი სამედიცინო ეფექტი გააჩნია. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, ზრდის კუჭის სეკრეციას, თუმცა ამავე დროს მოქმედებს, როგორც ანტაციდი (კუჭის სიმჟავის გამანეიტრალებელი). გარდა ამისა, კოთხუჯის ნაყენი ხსნის სპაზმებს, აფერხებს ბაქტერიებისა და სოკოს გამრავლებას, აცხრობს ანთებას, არის ნაღველმდენი და შარდმდენი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხალხურ მედიცინაში კოთხუჯის ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებათა (გასტრიტების, წყლულების, ფაღარათის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის), აგრეთვე, შარდკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება კოთხუჯის სპირტიანი და წყლიანი ნაყენი. სპირტიანი ნაყენის მომზადების წესს მკითხველი გვაწვდის. წყლიანი ნაყენის მოსამზადებლად კი 2 ს/კ კოთხუჯის ფესვებს ასხამენ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალს, დგამენ წყლის ორთქლზე 15 წთ, შემდეგ გადაწურავენ და სვამენ 1/4 ჩ/ჭიქას 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.