კატეგორიები

მატიტელა ბალახი 50გ
  • მატიტელა ბალახი 50გ

  • ფასი: 0.00 ლ
  • მატიტელას ნაყენსა და ნახარშს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ლპობის საწინააღმდეგო და შარდმდენი მოქმედება. იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას, ოდნავ აქვეითებს არტერიულ წნევას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ზრდის სისხლის შედედების სიჩქარეს, ამცირებს



მატიტელა შეიცავს A, C, K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, მფრინავ ალკალოიდებს, პექტინებს, ეთერზეთებს და სხვა. მის ნაყენსა და ნახარშს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ლპობის საწინააღმდეგო და შარდმდენი მოქმედება. იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას, ოდნავ აქვეითებს არტერიულ წნევას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ზრდის სისხლის შედედების სიჩქარეს, ამცირებს ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენას, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდა და სხვა მავნე ნივთიერებები, ხელს უშლის მინერალური მარილების კრისტალიზაციის პროცესს საშარდე გზებში, ამაღლებს იმუნიტეტს. მატიტელას სამკურნალო თვისებებს მხოლოდ ხალხური მედიცინა როდი აღიარებს - ამ მცენარის პრეპარატებს დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის ოფიციალური მედიცინაც წარმატებით იყენებს. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია მატიტელას განსაკუთრებული უნარი - ის სხვა შარდმდენ საშუალებებთან ერთად შლის თირკმელებში არსებულ კენჭებს, ქვიშად აქცევს მათ და ორგანიზმიდან შეუმჩნევლად გამოაქვს. ხალხური მედიცინა მატიტელას ნახარშს არა მხოლოდ შარდკენჭოვანი დაავადების, არამედ თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ღვიძლისა და კუჭის სამკურნალოდაც იყენებს. ეფექტიანია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროსაც. არის შემთხვევები, როცა მატიტელას წყალობით საოპერაციო პაციენტებს ნაღვლის ბუშტში მთლიანად ეშლებათ კენჭები. ნებისმიერ შემთხვევაში, კენჭოვანი პათოლოგიების მკურნალობა ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, რადგან შესაძლოა, „კენჭების თვითნებურად დაძვრამ“ სერიოზული პრობლებემი შეუქმნას ადამიანს.


ნახარშის მომზადების წესი
ერთ სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი  საათი, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. ხალხური მედიცინა მატიტელას, ჩვეულებრივ, სხვა მცენარეებთან კომბინირებულად იყენებს.