კატეგორიები

  • ენტეროფურილი 100მგ 30 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • საერთაშორისო დასახელება - nifuroxazideათქ.კლასიფიკაციის კოდი - A07AX03კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებიშემადგენლობა და გამოშვების ფორმა100მგ კაფსულა #30 შემ



საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A07AX03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები
; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
100მგ კაფსულა #30

შემადგენლობა
ყოველი კაფსულა შეიცავს:
100.00 მგ ნიფუროქსაზიდს
დამხმარე საშუალებები:
სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ცელულოზას ფხვნილი, მაგნიუმის სტეარატი, მყარი ჟელატინური კაფსულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული, ის მოქმედებს ნაწლავის ღრუში, ე.ი. არ აბსორბირდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა გამოარჩევს მას სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისაგან. ნიფუროქსაზიდის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ახსნილი. მისი ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, როგორც სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისა, სავარაუდოდ განპირობებულია ნიტრო-NO2 ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია საკმაოდ გამომსახველობითი ეფექტები ნაწლავის ინფექციურ დაავადებებზე. გრამდადებითი კოკები განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდნენ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus pyogenes, ხოლო გრამუარყოფითი ენტერობაქტერიებს შორის პრეპარატის მიმართ მგრძნობიარენი არიან E. coli, Salmonellae და Shigellae.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული ეფექტები ვლინდება მხოლოდ ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე.

ჩვენებები

- ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli -თ გამოწვეულნი;
- ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
- ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
- არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
- ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
- სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს; ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
- მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ზემოთ:
მიიღება ორი კაფსულა დღეში 4-ჯერ (სულ 0.6-0.8 გ ნიფუროქსაზიდი დღეში).
თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

უკუჩვენება
- ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
ენტეროფურილი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტი.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან

ჭარბი დოზირება

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის ცნობილი ურთიერთქმედებს თუ არა ნიფუროქსაზიდი სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 30ºC-მდე ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.


მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ბოსნალიეკი

ბოსნია-ჰერცოგოვინა

PSP გირჩევთ