კატეგორიები

  • ფლოქსატონი 500მგ 10 ტაბლეტი

  • ფასი: 54.26 ლ
  • ფლოქსატონის გამოყენება შეიძლება მრავალი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა სინუსების, ფილტვების (ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სუნთქვის პრობლემების ან პნევმონიის მქონე პირებში), საშარდე გზების ინფექციებისას....



ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის

ფლოქსატონი 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ფლოქსატონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლევოფლოქსაცინი

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირებისათვის. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.

წინამდებარე ჩანართის შინაარსი:
1. ფლოქსატონის აღწერა და გამოყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფლოქსატონის მიღების დაწყებამდე
3. ფლოქსატონის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. ფლოქსატონის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. ფლოქსატონის აღწერა და გამოყენება
ფლოქსატონი შეიცავს სამკურნალო საშუალებას სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. ის მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ანტიბიოტიკები. ლევოფლოქსაცინი არის ~ქინოლონის~ კლასის ანტიბიოტიკი. თავისი მოქმედების შედეგად ლევოფლოქსაცინი იწვევს ორგანიზმში ინფექციების გამომწვევი ბაქტერიის სიკვდილს.
ფლოქსატონის გამოყენება შეიძლება მრავალი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა სინუსების, ფილტვების (ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სუნთქვის პრობლემების ან პნევმონიის მქონე პირებში), საშარდე გზების (მათ შორის თირკმელების ან შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე ინფექციები), კანისა და კანქვეშა ქსოვილის, მათ შორის კუნთების (რომელსაც ზოგჯერ ეწოდება ~რბილი ქსოვილი~) ინფექციები.

2. რა უნდა იცოდეთ ფლოქსატონის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ფლოქსატონი შემდეგ შემთხვევებში:
• თუ გაქვთ ალერგია ლევოფლოქსაცინის, ქინოლონის კლასის ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი, ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6). ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვასა თუ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება
• თუ წარსულში გქონდათ ეპილეფსია
• თუ წარსულში გქონდათ მყესებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტენდინიტი, გამოწვეული ~ქინოლონის კლასის ანტიბიოტიკის~ მიღებით. მყესი არის წარმონაქმნი, რომლითაც კუნთი ემაგრება ძვალს.
• თუ თქვენ ხართ ბავშვი და მოზარდი
• თუ თქვენ ხართ ორსულად, შეიძლება იყოთ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად
• თუ თქვენ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი, თუ თქვენ გეხებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში ფლოქსატონის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ფლოქსატონის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
• წარსულში გქონდათ შეტევა (კრუნჩხვა)
• ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი
• იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ზოგჯერ უწოდებენ სტეროიდებს (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 2 ~სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლოქსატონი~)
• თქვენ ღებულობთ ვარფარინის კლასის სტეროიდებს (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 2 ~სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლოქსატონი~)
• თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები
• თქვენ გაქვთ დაავადება, ცნობილი, როგორც ~გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა~. აღნიშნული პრეპარატის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული პრობლემები სისხლის მხრივ
• თქვენ წარსულში გქონდათ ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები
• თქვენ წარსულში გქონდათ პრობლემები გულის მხრივ. საჭიროა სიფრთხილის დაცვა აღნიშნული სახის პრეპარატის მიღებისას, თუ თქვენ გაქვთ თანდაყოლილი გახანგრძლივებული Qთ ინტერვალი ან ეს სინდრომი აღინიშნება თქვენი ოჯახის ანამნეზში (ვლინდება ეკგ-ზე, ელექტროკარდიოგრამაზე), სისხლში მარილოვანი დისბალანსი (განსაკუთრებით, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია), ძალიან ნელი გულისცემა (~ბრადიკარდია~), სუსტი გული (გულის უკმარისობა), გულის შეტევა ანამნეზში (მიოკარდიუმის ინფარქტი), ასევე თუ ხართ ქალი ან ხანდაზმული ასაკის პირი ან ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს ეკგ-ზე (იხილეთ პარაგრაფი 2 ~სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლოქსატონი~)
• თქვენ გაქვთ დიაბეტი
• თქვენ გრძნობთ წვას, ჩხვლეტას, ტკივილს ან დაბუჟებას (ნეიროპათია)
• თქვენ აღგენიშნებათ ტენდინიტის სიმპტომები, როგორიცაა სახსრების ტკივილი ან დაჭიმულობა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ გეხებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე დაავადება, ფლოქსატონის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაიცავით კანი მზის სხივებისგან
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას, რადგან ამ შემთხვევაში კანი უფრო მგრძნობიარეა მზის მიმართ და თუ თქვენ არ დაიცავთ შემდეგ სიფრთხილის ზომებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს დამწვრობას, ჩხვლეტას და ბუშტუკების განვითარებას:
• დარწმუნდით, რომ თქვენ იყენებთ მაღალი ფაქტორის მზისგან დამცავ კრემს
• ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს
• თავი შეიკავეთ სოლარიუმისგან.

სხვა პრეპარატები და ფლოქსატონი
• აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, კორტიკოსტეროიდების ჩათვლით, რომლებსაც ზოგჯერ უწოდებენ სტეროიდებს – გამოიყენება ანთების სამკურნალოდ. თქვენ შეიძლება გქონდეთ მყესების ანთება ან/და დაზიანება.
• ვარფარინი – გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. ექიმს შეუძლია რეგულარულად აიღოს სისხლის ანალიზი სისხლის შედედების მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით.
• თეოფილინი – გამოიყენება სუნთქვის პრობლემების სამკურნალოდ. ფლოქსატონთან ერთად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შეტევა (კრუნჩხვა)
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) – გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, მაგალითად, ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ფლოქსატონთან ერთად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შეტევა (კრუნჩხვა)
• ციკლოსპორინი – გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ
• პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს გულის რიტმზე. აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს გულის რიტმი: ანტიარითმიული ჯგუფის პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატი.
• პრობენეციდი – გამოიყენება პოდაგრის დროს, ან ციმეტიდინი – გამოიყენება წყლულისა და გულძმარვის სამკურნალოდ. თირკმელების პრობლემების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პრეპარატის უფრო მცირე დოზა.

არ მიიღოთ ფლოქსატონი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ფლოქსატონის მოქმედებაზე:
• რკინის შემცველი პრეპარატები (ანემიის სამკურნალოდ), მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობის ან გულძმარვის სამკურნალოდ) ან სულკრალფატი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ).

თუ თქვენ უკვე ღებულობთ რკინის შემცველ პრეპარატებს, ანტაციდებს ან სულკრალფატს, არ მიიღოთ ისინი ფლოქსატონთან ერთად. მიიღეთ პრეპარატის დოზა ფლოქსატონის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 2 საათიანი ინტერვალის დაცვით.

შარდის ანალიზი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოვლენაზე: ფლოქსატონის მიღების შემთხვევაში შარდის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ~ცრუ-დადებითი~ პასუხი ძლიერ ტკივილგამაყიჩებლებზე, სახელწოდებით ~ნარკოტიკული პრეპარატები~. შარდის ანალიზის აღების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ლევოფლოქსაცინით მკურნალობის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი, თუ ხართ ორსულად, შეიძლება იყოთ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ასევე თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოქმედებები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო) ან ცვლილებები მხედველობის მხრივ. აღნიშნულიდან ზოგიერთმა გვერდითმა მოქმედებამ შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციის და რეაქციის სიჩქარის უნარზე. ასეთი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას.

3. ფლოქსატონის მიღების წესი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ შესაძლებელია, მკურნალობის დაწყებამდე ყოველთვის გაეცანით ბეჭდური სახით წარმოდგენილ ჩანართში მითითებულ ინფორმაციას.
ფლოქსატონის ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუფშვნელად, წყლის მიყოლებით, ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ფლოქსატონის ტაბლეტების დოზა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და ინფექციის ლოკალიზაციის ადგილზე. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ინფექციის სიმძიმეზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა დამოუკიდებლად.

როდის უნდა მიიღოთ ფლოქსატონი
მხედველობის დარღვევის ან სხვაგვარად თვალის დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ოკულისტს კონსულტაციისთვის.

მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პირები
ჩვენება დღე-ღამის დოზა (დაავადების სიმძიმის მიხედვით)
სინუსები 500 მგ დღეში ერთხელ
ფილტვები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სუნთქვის პრობლემების მქონე პირებში 250-500 მგ დღეში ერთხელ
პნევმონია 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
საშარდე გზები, მათ შორის თირკმელები ან შარდის ბუშტი 250 მგ დღეში ერთხელ
წინამდებარე ჯირკვალი 500 მგ დღეში ერთხელ
კანი და კანქვეშა ქსოვილი, მათ შორის კუნთები 250 მგ დღეში ერთხელ ან 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში

ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პრეპარატის უფრო მცირე დოზა.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში: მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

თუ თქვენ მიიღეთ ფლოქსატონის საჭიროზე მეტი დოზა
ზედმეტი ტაბლეტების შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ სხვა სამედიცინო კონსულტაციისთვის. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა, რომ ექიმმა განსაზღვროს, თუ რა მიიღეთ. შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოქმედებები:
კონვულსიური შეტევა (კრუნჩხვა), დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და პრობლემები გულის მხრივ, რაც იწვევს გულისცემის დარღვევას და სისუსტეს (გულისრევა).

თუ დაგავიწყდათ ფლოქსატონის მიღება
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. მაგრამ, თუ უკვე შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვეტეთ ფლოქსატონის მიღება
არ შეწყვიტოთ ფლოქსატონის მიღება, როდესაც თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი. ტაბლეტების მიღების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება ინფექცია ისევ განვითარდეს, თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერია იქცეს რეზისტენტული პრეპარატის მიმართ.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, Mმოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედებების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფლოქსატონის მიღება და დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის – თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა:

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000 პაციენტიდან 1-ში)
• ალერგიული რეაქცია. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის ყელის ან ენის შეშუპება
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000 პაციენტიდან 1-ში)
• თხელი განავალი, რომელშიც შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლი, შესაძლო კუჭის სპაზმით და მაღალი ტემპერატურით. აღნიშნული შეიძლება იყოს ნაწლავის მძიმე პრობლემის ნიშანი
• მყესების ტკივილი და ანთება. აქილევსის მყესის დაზიანება ხდება მეტნაკლებად ხშირად და ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია მყესის გაწყვეტა
• კრუნჩხვა (კონვულსია)
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000 პაციენტიდან 1-ში)
• წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. აღნიშნული შეიძლება იყოს ~ნეიროპათიის~ სახელწოდებით ცნობილი ნიშნები.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება): გულის პრობლემები: უჩვეულოდ სწრაფი გულის რიტმი, სიცოცხლისთვის საშირი არარეგულარული გულის რიტმი, გულის რიტმის ცვლილება (~Qთ ინტერვალის გახანგრძლივება~, რომელიც აღინიშნება ეკგ-ზე, გულის ელექტროაქტივობა)

სხვა:
• კანზე მძიმე გამონაყარი, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს ბუშტუკების წარმოქმნით ან აქერცვლით ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის გარშემო ან გენიტალიების არეში
• მადის დაკარგვა, კანის ან თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება, ქავილი ან კუჭის (მუცლის) ტკივილი. აღნიშნული შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს იღებს ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10 პაციენტიდან 1-ში)
• შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა) და დიარეა
• სისხლში ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის მომატება
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-ში)
• კანის ქავილი და გამონაყარი
• მადის დაკარგვა, კუჭის აშლა ან საჭმლის მონელების დარღვევა, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება) ან ტკივილი კუჭის არეში, შებერილობა (მეტეორიზმი) ან ყაბზობა
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), ძილიანობა, უძილობა ან მოუსვენრობა
• სისხლის ანალიზის უჩვეულო შედეგები ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების გამო
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შეცვლა, რომელსაც აჩვენებს სისხლის გარკვეული ანალიზები
• ზოგადი სისუსტე

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000 პაციენტიდან 1-ში)
• ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია) ან ტრემორი
• სტრესის შეგრძნება (შფოთვა), დეპრესიულობა, ფსიქიკური პრობლემები, მოუსვენრობა (აგზნებადობა) ან დაბნეულობა
• უჩვეულო გულისცემა ან სისხლის დაბალი წნევა
• სახსრების ან კუნთების ტკივილი
• სისხლჩაქცევების ან სისხლდენების ადვილად განვითარება სისხლში თრომბოციტების დონის დაქვეითების შედეგად
• სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი)
• ქოშინი (დისპნოე)
• მძიმე ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000 პაციენტიდან 1-ში)
• კანის მომატებული მგრძნობელობა მზის ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ
• სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პირებისთვის.
• სმენის ან მხედველობის პრობლემები ან გემოსა და ყნოსვის შეცვლა
• არარსებული საგნების დანახვა ან გაგონება (ჰალუცინაცია), შეხედულებებისა და აზროვნების შეცვლა (ფსიქოზური რეაქცია) სუიციდური აზრებით ან მცდელობით
• ცირკულაციის დაკარგვა (ანაფილაქსიური შოკი)
• კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია ~მყასტჰენია გრავის~-ით (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება) დაავადებული ადამიანებისთვის.
• ციებ-ცხელება, ყელის ანთება და ზოგადი სისუსტე. აღნიშნული გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით
• ციებ-ცხელება და ფილტვის ალერგიული რეაქციები

სხვა გვერდითი მოვლენები:
• მკრთალი კანი ან სიყვითლე სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების და სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რიცხვის შემცირების შედეგად
• ტკივილი, მათ შორის ზურგის, გულ-მკერდისა და კიდურების არეში
• მოძრაობის ან სიარულის გაძნელება
• პორფირიის შეტევები პორფირიით დაავადებულ პაციენტებში (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
• ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვების ანთება, რომლებსაც გადააქვს სისხლი მთელ ორგანიზმში
• ხმაური ყურებში

ნუ გაითვალისწინებთ შესაძლო გვერდითი მოქმედებების წარმოდგენილ ჩამონათვალს. შეიძლება თქვენს შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდეს არცერთ მათგანს.

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ გვერდითი მოქმედების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტულ სამსახურს, ჩY-1475, წწწ.მოჰ.გოვ.ცყ/პჰს, ფაქსი: +35722608649. გვერდითი მოქმედებების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. ფლოქსატონის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის გაუქმებისას მისი კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ფლოქსატონის შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერება არის ლევოფლოქსაცინი.
ფლოქსატონი 250 მგ ტაბლეტების თითო ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს და ფლოქსატონი 500 მგ ტაბლეტების თითო ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.
დამხამრე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 6000, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E171).

ფლოქსატონის აღწერა და შეფუთვა
ფლოქსატონი 250 მგ ტაბლეტები არის აპკიანი გარსით დაფარული ატმისფერი, მრგვალი, ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით, მეორე მხარეს გრავირებით - ~Mჩ~.
ფლოქსატონი 500 მგ ტაბლეტები არის აპკიანი გარსით დაფარული ატმისფერი, მოგრძო, ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით, მეორე მხარეს – გრავირებით 

ფლოქსატონი 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია შემდეგი ზომის შეფუთვებში: 3, 5, 7, 10, 50, 200 და 300 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში.
ფლოქსატონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია შემდეგი ზომის შეფუთვებში: 5, 7, 10, 50, 200 და 300 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
შპს ~მედოქემი~, კონსტანტინოპოლეოსის ქუჩა 1-10, 3011 ლიმასოლი, კვიპროსი.

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 07/2014 წ.

PSP გირჩევთ