კატეგორიები

  • ფლოციკარი 500მგ 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება სასუნთქი გზების ( პნევმოკოკური პნევმონიის გარდა ), კანის და რბილი ქსოვილების ( მეტიცილინ - რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკური ინფექციის გარდა ), ძვლების და სახსრების , კუჭნაწლავის ტრაქტის ინფექციური გართულებები , სეფსისი და სხვა ჩირქოვან _ ანთ



სავაჭრო სახელწოდება ფლოციკარი / Flocikare
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) ciprofloxacin;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
მწარმოებელი ფირმა SmithKline group of companies
მწარმოებელი ქვეყანა რუმინეთი
გამოშვების ფორმა 250მგ ტაბლეტი №30 500მგ ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

   ფარმაკოლოგიური მოქმედება
ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრის მქონე პრეპარატი ფტორქინოლების ჯგუფიდან . გააჩნია მაღალაქტიური ბაქტერიოციდული ეფექტი , მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ . აქტიურია მრავალი შტამის მიმართ .
ჩვენება
სასუნთქი გზების ( პნევმოკოკური პნევმონიის გარდა ), კანის და რბილი ქსოვილების ( მეტიცილინ - რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკური ინფექციის გარდა ), ძვლების და სახსრების , კუჭნაწლავის ტრაქტის ინფექციური გართულებები , სეფსისი და სხვა ჩირქოვან _ ანთებითი პროცესები .
უკუჩვენება
ორსულობა , ლაქტაცია , ბავშვთა და მოზრდილთა ასაკი 15 წლამდე , მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინისადმი .

გვერდითი მოვლენები :
გულისრევა , ღებინება , დიარეა , ტკივილი მუცლის არეში , თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , დაღლილობის შეგრძნება , ძილის დარღვევა , კოშმარული სიზმრები , ჰალუცინაციები , მხედველობის დარღვევა , კრისტალურია , გლომერულონეფრიტი , დიზურია , პოლიურია , ალბუმინურია , ჰემატურია , ეოზინოფილია , ლეიკოპენია , ნეიტროპენია , თრომბოციტების რიცხვის შეცვლა , ტაქიკარდია , გულის რითმის დარღვევა , არტერიული ჰიპოტენზია .
ალერგიული რეაქციები : გამონაყარი კანზე , ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება , სტივენს - ჯონსონის სინდრომი .

სიფრთხილე
ეპილეფსია , გლუკოზა -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი , არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული მიღება



მიღების წესი და დოზირება :
პერორალურად : 250-750 მგ 2- ჯერ დღეში . მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 7-10 დღემდე . მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის -1,5 გ . მიღების საშუალო ხანგრძლივობა : გაურთულებელი გონორეა – 1 დღე ; საშარდე გზების , მუცლის ღრუს ინფექციები – 7 დღემდე ; ოსტეომიელიტის დროს 7-14 დღე .

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდიან მასთან ერთად გამოყენებისას კონვულსიების რისკს ; ანტაციდები ამცირებენ მის შეწოვას , ანტიარითმიულებთან ერთად იზრდება Qთ ინტერვალი , ძლიერდება პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტი ; ძლიერდება პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტი , ცინკის და კალციუმის მარილები აქვეითებენ ციპროფლოქსაცინის შეწოვას ; თეოფილინთან ერთად იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი ; სუკრალფატი და რკინა ამცირებენ მის შეწოვას .
შენახვა
მშრალ , გრილ ადგილზე

გაცემის წესი .
რეცეპტით

PSP გირჩევთ