კატეგორიები

  • დექსალგინი საშეტი 25გ 20 ცალი

  • ფასი: 19.55 ლ
  • დექსალგინის საშეტი გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის ხანმოკლე კურსით, მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილის, მენსტრუაციის დროს ტკივილის (დისმენორეის), კბილის ტკივილის დროს.



სავაჭრო სახელწოდება დექსალგინი საშეტი / Dexalgin® sachet
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) dexketoprofen;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
მწარმოებელი ფირმა ბერლინ-ხემი
მწარმოებელი ქვეყანა გერმანია
გამოშვების ფორმა 25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

თითო პაკეტი შეიცავს 25 მგ დექსკეტოპროფენს (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის გლიცირიზინატი, ნეოჰესპერიდინ­დიჰიდროჰალკონი, ქინოლინის ყვითელი (E104), ლიმონის არომატიზატორი,
საქაროზა კოლოიდური კრემნიუმის დიოქსიდით.
ერთი პაკეტი შეიცავს 2,40­2,44 გ საქაროზას კოლოიდური კრემნიუმის დიოქსიდით.
ჩვენებები
დექსალგინი® საშეტი ­ არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ~არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები~­ს (აასს)ჯგუფს.ის გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის ხანმოკლე კურსით, მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილის, მენსტრუაციის დროს ტკივილის (დისმენორეის), კბილის ტკივილის დროს.
მიღების წესები და დოზები:
დექსალგინი® საშეტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითების დაცვით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში,
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
დექსალგინი® საშეტის თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე.
ექიმი მოგცემთ რჩევას თუ რამდენი პაკეტი უნდა მიიღოთ დღეში და რა პერიოდის განმავლობაში დაგჭირდებათ პრეპარატის მიღება.
ჩვეულებრივ რეკომენდებულია თითო პაკეტის (25 მგ) მიღება ყოველ 8 საათში, მაგრამ არა უმეტეს 3 პაკეტისა (75 მგ) დღე­ღამეში.
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი ან გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები, მკურნალობის დაწყება საჭიროა არა უმეტეს 2 პაკეტისა (50 მგ)
საერთო სადღეღამისო დოზით.
ხანდაზმულ პაციენტებში დექსალგინი® საშეტის კარგი ამტანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაზრდილ იქნას ჩვეულებრივი
პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზამდე (75 მგდექსკეტოპროფენი)თუ გაწუხებთ ძლიერი ტკივილი და გსურთ ამ ტკივილის სწრაფი შემსუბუქება, მიიღეთ ტაბლეტები მშიერ კუჭზე (საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით
ადრე), რადგან ამ შემთხვევაში ის უფრო სწრაფად შეიწოვება (იხ. პარაგრაფი 2 ~პრეპარატი დექსალგინი® საშეტის საკვებთან და სასმელთან მიღება~).
პრეპარატის სწორად მიღების ინსტრუქცია
გახსენით პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში, კარგად მოურიეთ, რომ უკეთესად გაიხსნას.
ეს ხსნარი უნდა მიიღოთ გახსნისთანავე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ დექსალგინი® საშეტსაც აქვს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი მოქმედებები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ვინაიდან სია ნაწილობრივ დაფუძნებულია გვერდით
მოვლენებზე, რომლებიც აღინიშნებოდა დექსალგინი® საშეტის ტაბლეტების ფორმით მიღებისას, ხოლო გრანულები შეიწოვება უფრო სწრაფად, ვიდრე
ტაბლეტები, შესაძლებელია, რომ გვერდითი მოვლენების ფაქტიური სიხშირე (კუჭ­ნაწლავის ტრაქტის მხრივ) გრანულების გამოყენებისას შეიძლება იყოს
უფრო მაღალი. ცხრილში მითითებულია რამდენ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.
ხშირად 100 პაციენტიდან 1­10­ს
ზოგჯერ 1 000 პაციენტიდან 1­10­ს
იშვიათად 10 000 პაციენტიდან 1­10­ს
ძალიან იშვიათად 10000 პაციენტიდან 1­ზე ნაკლებს
ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოქმედება:
გულისრევა და/ან ღებინება, კუჭის ტკივილი, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).
ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი მოქმედება:
ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნერვოზულობა, თავის ტკივილები, გულისცემის გახშირება, წამოხურება,
დარღვევები კუჭის მხრივ, შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, ტკივილი, შემცივნება და კანკალი, ზოგადად ცუდად ყოფნის
შეგრძნება (შეუძლოდ ყოფნა).
იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოქმედებები:
პეპტიური წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით, გულყრა, მომატებული
არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად კოჭის შეშუპება), მადის დაკარგვა (ანორექსია),
პათოლოგიური შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლდენა, ტკივილი ზურგის არეში, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური ციკლის
დარღვევა, დარღვევები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის სინჯების გადახრა სისხლის ანალიზში, თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის
მწვავე უკმარისობა).
ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოქმედება:
ანაფილაქსიური რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შოკამდე), კანზე, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე
მოუშუშებელი ჭრილობები (სტივენს­ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), პირის ან ტუჩების და ხახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის
გაძნელება სასუნთქი გზების შეკუმშვის შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის
ანთება, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), არამკვეთრი მხედველობა, შუილი ყურებში, კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა
სინათლის მიმართ, ქავილი, დარღვევები თირკმელების მხრივ. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების
რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭ­ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის
ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ უკვე გქონდათ აღნიშნული სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას,
განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში.
კანზე გამონაყარის გამოვლენის, ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სხვა დაზიანების (მაგალითად, პირის ღრუში) ან ალერგიის ნიშნების შემთხვევაში პრეპარატ
დექსალგინი® საშეტის მიღება უნდა შეწყდეს.
არსებული მონაცემებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია შეშუპების განვითარება (განსაკუთრებით,
ფეხებზე) ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად, არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა პრეპარატი დექსალგინი® საშეტი, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან
ინსულტის რისკი.
პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით ან იმუნური სისტემის დარღვევებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც იწვევს ცვლილებებს
შემაერთებელ ქსოვილში), ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა იშვითად, ციება, თავის ტკივილი და
კისრის გაკავების შეგრძნება.
გვერდითი მოვლენების გაუარესებისას, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
პრეპარატი დექსალგინი® საშეტის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
­ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატი დექსალგინი® საშეტის სხვა კომპონენტების მიმართ (იხ.
პარაგრაფი 6);
­ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
­ ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ გამოვლენილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი
(ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე დროის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ცხვირის ლორწოვანის შეშუპება ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება
(კანზე გამონაყარი), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის დარღვევა) ან ხიხინი გულ­მკერდში;­ თუ გქონდათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიური რექციები (კანის სიწითლის განსაკუთრებული ფორმა და/ან ბუშტუკების წარმოქმნა მზის სხივების
ზემოქმედების ქვეშ) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (სისხლში ცხიმების კონცენტრაციის
დასაქვეითებელი პრეპარატები) მიღების დროს;
­ თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა
(მაგალითად, მოუნელებლობა, გულძმარვა);
­ ტკივილის გამო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებისას კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენა ან
პერფორაცია;
­ თუ გაქვთ ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება (კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი);
­ თუ გაქვთ გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის
დარღვევა;
­ თუ გაქვთ მომატებული სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;
­ თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო;
­ ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ძუძუთი კვება;
­ 18 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი დექსალინი® საშეტის მიღება უკუნაჩვენებია.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
­ აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას: შესაძლებელია, დექსალგინი® საშეტი თქვენთვის არ იყოს შესაფერისი;
­ ძუძუთი კვების დროს დექსალგინი® საშეტის მიღება არ შეიძლება. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი დექსალგინი® საშეტის მიღებისას შემდეგ შემთხვევაში:
­ თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ალერგია;
­ თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების, ღვიძლის, გულის დაავადებები (არტერიული ჰიპერტონია და/ან გულის უკმარისობა), ორგანიზმში სითხის
შეკავება;
­ თქვენ იღებთ შარდმდენ საშუალებებს, გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვის გამო (მაგალითად, შარდის
ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო);
­ გაქვთ გულის დაავადებები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ აღნიშნული დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგალითად, მომატებული
არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე და თამბაქოს მოწევა. ასეთ შემთხვევებში მკურნალობასთან დაკავშირებით
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი დექსალგინი® საშეტის მსგავს საშუალებებს შეუძლია უმნიშვნელო ხარისხით ხელი შეუწყოს
გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკის გაზრდას. ნებისმიერი გართულების საშიშროება იზრდება დოზისა და მკურნალობის
ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.
­ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი. იზრდება გვერდითი მოქმედების განვითარების საშიშროება (იხ. პარაგრაფი 4). ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ
მიმართეთ ექიმს;
­ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც აქვს უნაყოფობის პრობლემა (პრეპარატი დექსალგინი® საშეტის მიღების ფონზე შესაძლებელია ფერტილობის დაქვეითება,
ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დაგეგმვისას და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისას);
­ თუ გაქვთ სისხლმბადი სისტემისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევა;
­ თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რაც იწვევს შემაერთებელი
ქსოვილის შეცვლას);
­ თუ გადატანილი გაქვთ ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
­ თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭის ან ნაწლავების სხვა დაავადებები;
­ თუ გაქვთ ჩუტყვავილა, რადგან ზედმეტმა აასს­მა შეიძლება გააუარესოს ინფექცია;
­ თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის წყლულოვანი დაავადების ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური
სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიპი), თრომბოციტების აგრეგაციის
დამაქვეითებელი პრეპარატები (ასპირინი) ან ანტიკოაგულანტები (ვარფარინი). ამ შემთხვევაში დექსალგინი® საშეტის მიღების დაწყებამდე
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რომელმაც, შესაძლებელია დაგინიშნოთ დამატებითი მედიკამენტები, კუჭის დამცავი საშუალებები (მაგალითად,
მიზოპროსტოლი, მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებესკუჭის წვენის გამომუშავებას).
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი დექსალგინი® საშეტის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა, ამიტომ ის
გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლენისას
აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დექსალგინი® საშეტის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს საქაროზას. შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე
კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირება
პრეპარატი დექსალგინი® საშეტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან
იქონიეთ მოცემული პრეპარატის შეფუთვა ან ეს ჩანართი.
დექსალგინი® საშეტის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ დანიშნული დოზა დანიშნულ დროს (პარაგრაფი 3 ~პრეპარატი დექსალგინი® საშეტის
მიღების წესი~­ს შესაბამისად).
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.
არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, და არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელთა ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის
კორექტირება.
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ პრეპარატ დექსალგინი® საშეტთან ერთად იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ
პრეპარატს.
რეკომენდებული არ არის შემდეგი საშუალებების კომბინირება პრეპარატ დექსალგინი® საშეტთან
­ აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
­ ვარფარინი, ჰეპარინი და სხვა საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას;
­ ლითიუმი, რომელიც გამოიყენება ხასიათის ზოგიერთი დარღვევის დროს;
­ მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის ან კიბოს დროს;
­ ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს;
­ სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.
რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატ დექსალგინი® საშეტთან ერთად შემდეგი საშუალებების გამოყენებისას:
­ აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენი საშუალებები, ბეტა­ბლოკატორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მომატებული
არტერიული წნევის და გულის დაავადებების დროს;
­ პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ვენების დაავადებებით განპირობებული ქრონიკული წყლულების დროს;
­ ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;
­ ანტიბიოტიკები­ამინოგლიკოზიდები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;
­ ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
შემდეგი საშუალებების გამოყენება პრეპარატ დექსალგინი® საშეტთან ერთად უნდა იყოს კარგად დასაბუთებული:
­ ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;
­ ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;
­ სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ესე იგი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების
დასაშლელად;
­ პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს;
­ დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;
­ მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტული საშუალების სახით (ორსულობის შეწყვეტისთვის);
­ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესანტები;
­ ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის კოლტების წარმოქმნის შესამცირებლად.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად პრეპარატ დექსალგინი® საშეტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
პრეპარატი დექსალგინი® საშეტის საკვებთან და სასმელთან მიღება.
მწვავე ტკივილის დროს პრეპარატი უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე, ე.ი. საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატი
მოქმედება უფრო სწრაფად იწყება.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი დექსალგინი® საშეტის მიღება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უკუნაჩვენებია.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
დექსალგინი® საშეტი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და პაკეტებზე. ვარგისიანობის
ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 წელს.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ­ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე