კატეგორიები

  • პანადოლი ექსტრა 12 ტაბლეტი

  • ფასი: 3.75 ლ
  • “პანადოლ ექსტრა” გამოიყენება თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, წელის ტკივილის, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციისა და ყელის ტკივილის დროს. “პანადოლ ექსტრა” ასევე გამოიყენება გაცივებისა და გრიპის სიმპტომური მკურნალობის დროს, სხეულის მომატებ



სავაჭრო სახელწოდება: პანადოლ ექსტრა

სამკურნალო ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები

აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ტაბლეტები ბრტყელი კიდით. ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია PANADOL EXTRA.

პრეპარატის შემადგენლობა: 
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლსა და 65 მგ კოფეინს. 
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი, კალიუმის სორბატი, ტალკი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, წყალი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტრიაცეტინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება (ფსიქოსტიმულატორი+ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება)

კოდი ატქ: N02B – E71.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. “პანადოლ ექსტრა” შეიცავს ორი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას: პარაცეტამოლი, რომელსაც ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება და კოფეინი, რომელიც ამცირებს ძილიანობასა და დაღლილობას, ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ჰიპოტონიის დროს ზრდის არტერიულ წნევას.

ჩვენებები:
“პანადოლ ექსტრა” გამოიყენება თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის ტკივილის, წელის ტკივილის, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციისა და ყელის ტკივილის დროს. “პანადოლ ექსტრა” ასევე გამოიყენება გაცივებისა და გრიპის სიმპტომური მკურნალობის დროს, სხეულის მომატებული ტემპერატურის დასქვეითებლად.

უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
- გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის გენეტიკური არარსებობა
- სისხლის დაავადებები
- მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზის გამოხატული მოვლენები
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
- სიფრთხილით გამოიყენება ჟილბერის სინდრომის დროს
- გლაუკომა, ძილის დარღვევა
- 14 წლამდე ასაკი

გამოყენების მეთოდები და დოზები:
“პანადოლ ექსტრა“ ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჩვეულებრივ 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში. მიღებებს შორის ინტერვალი – სულ მცირე 4 საათი. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 2 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 8 ტაბლეტი.

ექიმის მეთვალყურეობისა და დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 დღეზე მეტ ხანს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით და 3 დღეზე მეტ ხანს სიცხის დამწევი საშუალების სახით. პრეპარატის დღიური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

სიმპტომების შენარჩუნებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. 
ჭარბი დოზირების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, მაშინაც კი, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის, ქავილის, ქვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია, აგრანულოციტოზი, ასევე ძილის დარღვევა, ტაქიკარდია.
მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას მატულობს ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედების საშიშროება და აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი.
პრეპარატის ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.

ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლით ჭარბი დოზირების ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, კანის საფარის სიფერმკრთალე, ანორექსია. 1-2 დღის შემდეგ ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს დახმარებისათვის. პირველადი დახმარება: დაზარებულს უნდა ამოერეცხოს კუჭი და დაენიშნო ადსორბენტები (აქტივირებული ნახშირი).

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ჩაისა და ყავის ჭარბი მოხმარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგზნება, ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, გულის არითმია.

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პარაცეტამოლის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად, ასევე ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
 
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (ვარფარინი და სხვა კუმარინები), რაც ზრდის სისხლდენების საშიშროებას. ღვიძლში მიკროსომული ჟანგვის ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები, ფენიტოინი, ეთანოლი, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ჭარბი დოზირებისას ზრდიან ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას. მიკროსომული ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროებას. პარაცეტამოლის მოქმედების ფონზე ქლორამფენიკოლის გამოყოფის დრო 5-ჯერ მატულობს. კოფეინი აჩქარებს ერგოტამინის შეწოვას. პარაცეტამოლისა და ალკოჰოლური სასმელების ერთდროული მიღება ზრდის ჰეპატოტოქსიკური ეფექტებისა და მწვავე პანკრეატიტის განვითარების საშიშროებას.
მეთოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს. პრეპარატს შეუძლია შეამციროს ურიკოზურიული პრეპარატების აქტივობა.

გამოშვების ფორმა:
6 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

აფთიაქდიან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის გარეშე.