კატეგორიები

  • პარაცეტამოლი 500მგ 20 ტაბლეტი

  • ფასი: 1.76 ლ
  • გამოყენების ინსტრუქცია სავაჭრო დასახელება. პარაცეტამოლი საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება პარაცეტამოლი გამოშვების ფორმა500 მგ ტაბლეტები მედიკამენტის შემადგენლობა 1 ტაბლეტი შეიცავს: მოქმედ ნივთიერებას: პარაცეტამოლი 500 მგ, დამხმარე ნივთიერე



გამოყენების ინსტრუქცია


სავაჭრო დასახელება.
პარაცეტამოლი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
პარაცეტამოლი

გამოშვების ფორმა
500 მგ ტაბლეტები

მედიკამენტის შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: პარაცეტამოლი 500 მგ,
დამხმარე ნივთიერებას: კარტოფილის სახამებელს 44,5 მგ, სტერინმჟავას 5,5 მგ.

აღწერილობა
ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ბრტყელი ზედაპირით, 12 მმ დიამეტრის. ერთ მხარეს აღინიშნება გამყოფი ხაზი, ხოლო მეორე მხარეს გამყოფი ხაზი და ჯვრის ფორმის საფირმო ლოგოტიპი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

გამოყენების ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის ცხელების და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია, მიალგია, ალგოდისმენორეა, ტკივილი ტრავმისას და დამწვრობისას), ინფექციურ- ანთებითი დაავადებები (მათ შორის ბავშვთა ინფექციები).

მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორსლურად, 60კგ-ის და ნაკლები სხეულის წონის მქონე მოზრდილებში და მოზარდებში ერთჯერადი დოზა შეაგდენს 500მგ (1 ტაბლეტი), 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა – 5-7 დღე. მაქსიმალური დოზები: ერთჯერადი -1გ, დღეღამური – 4გ. 6-დან 12 წლამდე ბავშვებში 250-500მგ (1/2 – 1 ტაბლეტი) 3-4-ჯერ დღეში სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალებით. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 3 დღე.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეპსიური მოვლენები, ხანგრძლივი მიღებისას – ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები
ქრონიკული აქტიური ალკოჰოლიზმი, პარაცეტამოლის მიმართ აწეული მგრძნობელობა, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციების გამოხატული დარღვევა, ორსულობა (I ტრიმესტრი), ანემია. 3 თვემდე ბავშვებში არაა რეკომენდებული პარაცეტამოლის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (კუმარინის და ინდანდიონის წარმოებულების) ეფექტს. კოფეინი ზრდის სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ატროპინი და სხვა სპაზმოლიზური საშუალებები ამუხრუჭებენ მის შეწოვას, მეტოკლოპრამიდი – ზრდის. ქოლესტერინი და აქტივირებული ნახშირი ამცირებენ მის ბიოშეღწევადობას. ბარბიტურატებთან, ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან, რიფამპიცინთან, ალკოჰოლთან ერთად მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიის დროს, ასევე ხანშიშესულ პაციენტებში. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.
ორსულობა და ლაქტაცია
მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემდეგ.

ჭარბი დოზირება
ვლინდება 150 მგ/კგ და მეტი დოზისას. ვლინდება სახის ფერმკრთალობით, გულისრევით, ღებინებით, გაძლიერებული ოფლიანობით, ღვიძლის არეში მტკივნეულობით. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (ღებინების ინდუქცია), აცეტილცისტეინის შეყვანა, სიმპტომური საშუალებები.

გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 500 მგ, კონტურულ ფიჭისებრ შეკვრაში 10 ც. ოდენობით. მუყაოს ყუთში 1, 3, 5 კონტურული შეკვრა.

შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, +20ჩ-დან +300ჩ-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაიცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.