კატეგორიები

  • ინურეკი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: ხელს უშლის ბაქტერიების მიმაგრებას საშარდე გზების კედლებზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშარდე გზებში პათოგენური ბაქტერიების რაოდენობას.



  საკვები დანამატი­ამერიკული მოცვის (Vაცცინიუმ მაცროცარპონ) კონცენტრირებული ექსტრაქტი
საღეჭი ტაბლეტები
ამერიკული მოცვი(Vაცცინიუმ მაცროცარპონ) მკვეთრი წითელი ფერის, მჟავე გემოს კენკრაა. მისი ექსტრაქტი საშარდე ტრაქტის ინფექციების პრევენციის
ეფექტური საშუალებაა.
ეჭვს არ იწვევს, რომ ანტიბიოტიკები რჩება საშარდე გზების ინფექციების ძირითად სამკურნალო საშუალებად, მაგრამ ხშირია გვერდითი რეაქციები და
გართულებები (რეზისტენტობა, ფუნგალური კოლონიზაცია და სხვ), პრევენციული მკურნალობა სასურველია იყოს არა­ანტიმიკრობული, მაგალითად
ამერიკული მოცვით. საშარდე ტრაქტის ინფექციების შემთხვევაში, რეკომენდებულია კომბინირებული მკურნალობა ანტიმიკრობული საშუალებებითა და
ამერიკული მოცვით.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი: ამერიკული მოცვის კონცენტრირებული ექსტრაქტი
(Vაცცინიუმ მაცროცარპონ) შეიცავს 60მგ პროანტოციანიდინს. შემავსებლები: მანიტოლი, იზომალტი, ლიმონმჟავა, ჟოლოს არომატი, ვანილის არომატი,
მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა და ნეოჰესპირიდინი.
შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება და შემავსებლები თავისუფალია გლუტენისგან და ლაქტოზისგან, ამიტომ გლუკოზის და ლაქტოზის
აუტანლობის მქონე პირებმა შეიძლება მიიღონ ინურეკი. ინურეკის გამოყენება შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულ პირებს.
მოქმედება
ამერიკული მოცვის პროანტოციანიდინები ხელს უშლის ბაქტერიების მიმაგრებას (მათ შორის Eსცჰერიცჰია. ცოლი) საშარდე გზების კედლებზე, რაც
მნიშვნელოვნად ამცირებს საშარდე გზებში პათოგენური ბაქტერიების რაოდენობას. ამერიკული მოცვის გამოყენება უზრუნველყოფს შარდით მათ გამოყოფას
და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას. ამერიკული მოცვის მოქმედება დოზადამოკიდებულია. რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით უფრო ძლიერია
მოქმედება.
                                                                                                                                                                                     დოზირება
რეკომენდებულია დღეში 1­2 ტაბლეტი 3­6 თვის ან მეტი დროის განმავლობაში. ერთი ტაბლეტის მიღება უმჯობესია საღამოს. ინურეკი არ საჭიროებს წყლის
მიყოლებას, რაც ამცირებს ძილის წინ წყლის მიღებასა და ღამით შარდვას.
უკუჩვენება
უკუჩვენება არ აქვს. არ არის რეკომენდებული ამერიკული მოცვის ვარფარინთან (ანტიკოაგულანტი) ერთად გამოყენება.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები მსუბუქი და იშვიათია (საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების უმნიშვნელო დარღვევები). ამიტომ იდეალურია ხანგრძლივი
გამოყენებისათვის საშარდე სისტემის ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით.
გამოშვების ფორმა
ინურეკი გამოდის ხილის არომატის მქონე საღეჭი ტაბლეტების სახით, რაც აადვილებს მიღებას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ყლაპვის
გაძნელება. შესაძლებელია წყლის გარეშე მიღება.
ინურეკი – საშარდე სისტემის მორეციდივე ინფექციის პროფილაქტიკის ეფექტური და საიმედო საშუალებაა.

PSP გირჩევთ