კატეგორიები

  • პროსკარი 5მგ 28 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა და მასთან დაკავშირებული უროლოგიური გართულებების პრევენცია . - შარდის მწვავე შეკავების რისკის შემცირება . - ქირურგიული ოპერაციების , მ . შ . წინამდებარე ჯირკვ



სავაჭრო დასახელება : პროსკარი ®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : ფინასტერიდი

წამლის ფორმა : შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :

აქტიური ნივთიერება : ფინასტერიდი 5 მგ .

დამხმარე ნივთიერებები : ერთწყლიანი ლაქტოზა , პრეჟელატინიზირებული სახამებელი ( სიმინდის ),კარბოქსიმეთილის ეთერის სახამებლის ნატრიუმის მარილი , რკინის ოქსიდი ყვითელი , ნატრიუმისდოკუზატი , მიკროკრისტალური ცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი .

ტაბლეტების გარსი შეიცავს : მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა , ჰიდროქსიპროპილცელულოზა ,ტიტანის დიოქსიდი , ტალკი , ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი .

აღწერილობა : ვაშლის ფორმის , ცისფერი ტაბლეტები , დაფარული ფირფიტოვანი გარსით , ცალ მხარესამოტვიფრულია MSD 72, მეორე მხარეს – PROSCAR .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ტესტოსტერონის რედუქტაზას ინჰიბიტორი .

ათქ კოდი : G04CB01 .

 

ექიმი პროსკარს ნიშნავს იმ დაავადების სამკურნალოდ , რომელსაც წინამდებარე ჯირკვლის ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ) ეწოდება . დაავადების გამო , შარდის ბუშტთანმდებარე წინამდებარე ჯირკვლის ზომები მატულობს , რაც აძნელებს შარდვის პროცესს .

პროსკარი ამცირებს გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის მოცულობას და შარდვის დარღვევებს . იგიაქვეითებს შარდის მწვავე შეკავების განვითარების რისკს და ამცირებს ამ მდგომარეობასთანდაკავშირებული ქირურგიული ჩარევის საჭიროებას .

 

ჩვენებები

  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა და მასთან დაკავშირებული უროლოგიური გართულებების პრევენცია .

-           შარდის მწვავე შეკავების რისკის შემცირება .

-           ქირურგიული ოპერაციების , მ . შ . წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული რეზექციისადა პროსტატექტომიის ჩატარების საჭიროების რისკის შემცირება .

  • მკურნალობა გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირების , შარდის დინებისგაუმჯობესებისა და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებულისიმპტომების გამოხატულობის შემცირების მიზნით .

პროსკარით თერაპია ნაჩვენებია პაციენტებისათვის გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით .

 

უკუჩვენებები

პროსკარის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში :

  • ალერგიული რეაქციები პროსკარის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ კომპონენეტზე ;
  • დაავადებები , რომელთა მკურნალობა ხდება პროსკარით , მხოლოდ მოზრდილ მამაკაცებს აღენიშნებათ . პროსკარი მხოლოდ მამაკაცებს უნდა დაენიშნოთ. ქალებისა და ბავშვებისათვის პროსკარის გამოყენება რეკომენდებული არ არის .

 

პროსკარის გამოყენების დაწყებამდე , პაციენტმა უნდა იცოდეს , რომ წინამდებარე ჯირკვლის ადენომადროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვითარდება . ზოგიერთ პაციენტს მდგომარეობისგაუმჯობესება შეიძლება ადრე გამოუვლინდეს . მაგრამ , შესაძლოა ისე მოხდეს , რომ მკურნალობისეფექტის მისაღწევად პროსკარის გამოყენება რამოდენიმე თვის განმავლობაში გახდეს საჭირო .მიუხედავად იმისა , გრძნობს თუ არა პაციენტი მდგომარეობის გაუმჯობესებას ან დაავადებასთანდაკავშირებული სიმპტომების შეცვლას , პროსკარით თერაპია შეამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკსდა ზოგიერთი ქირურგიული ჩარევის ჩატარების საჭიროებას . პერიოდული გამოკვლევებისა დამკურნალობის შედეგების დასადასტურებლად , საჭიროა ექიმის რეგულარული კონტროლი .

მიუხედავად იმისა , რომ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა არ წარმოადგენს ონკოლოგიურ დაავადებას დაარ იწვევს ონკოლოგიური დაავადების განვითარებას , მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს სიმპტომებისგანვითარების მიზეზი და დასვას დიაგნოზი .

პროსკარს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს პროსტატ - სპეციფიური ანტიგენის ( პსა ) შემცველობისტესტის შედეგებზე . ამიტომ , თუ პაციენტს დაენიშნა   პსა ტესტი , ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის მიერპროსკარის გამოყენების შესახებ .

 

სიფრთხილე

მამრობითი სქესის ნაყოფისათვის ფინასტერიდთან კონტაქტი დაკავშირებულია რისკთან .

ორსული ქალები , ასევე მშობიარობის უნარის მქონე ასაკის ქალები უნდა მოერიდნენ პროსკარისდატეხილ ან სიმრთელე დარღვეულ ტაბლეტებთან კონტაქტს ფინასტერიდის შეწოვის შესაძლებლობის დაშემდგომში , მამრობითი სქესის ნაყოფისათვის პოტენციური რისკის გამო .

პროსკარის ტაბლეტები შემოგარსულია , რაც შეუძლებელს ხდის აქტიურ მოქმედ ნივთიერებასთანკონტაქტს იმ პირობით , თუ ტაბლეტები მთელია .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პროსკარი , ჩვეულებრივ არ ახდენს ურთიერთქმედებას სხვა პრეპარატებთან . მიუხედავად ამისა , ექიმსუნდა ეცნობოს ყველა გამოყენებული სამკურნალო საშუალების შესახებ .

 

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პროსკარი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვის ან იმ საქმიანობის წარმოების უნარზე , რომელიცყურადღებას მოითხოვს .

გამოყენების წესი და დოზები

რეკომენდებული დოზა – 1 ტაბლეტი 5 მგ დღეში ერთხელ საკვების მიღების მიუხედავად . აუცილებელია, ექიმის რეკომენდაციების დაცვა . ექიმს შეუძლია პროსკარი დანიშნოს როგორც ცალკე , ასევედოქსაზოზინთან ერთად . ეს კომბინაცია დაავადების უკეთესად კონტროლის საშუალებას იძლევა .

გასათვალისწინებელია , რომ წინამდებარე ჯირკვლის ზომები იზრდებოდა მრავალი წლის განმავლობაში ,ამიტომ პროსკარის მხოლოდ ხანგრძლივად გამოყენებისას არის შესაძლებელი სიმპტომებისგამოხატულობის შემცირება და დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება .

 

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში , აუცილებელია მიმართოთ ექიმს .

გამოტოვებული დოზა

პროსკარის გამოყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით გრძელდება . დამატებითი ტაბლეტის მიღება არშეიძლება .

 

გვერდითი მოქმედება

ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად , პროსკარსაც შეუძლია გვერდითი ეფექტებისგამოწვევა . გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვითარდება და მამაკაცთა უმეტესეობას არ აღენიშნება .მაგრამ ზოგიერთ მამაკაცს , შეიძლება განუვითარდეს : იმპოტენცია ( ერექციის უუნარობა ) ანსექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება . შეიძლება შემცირდეს სქესობრივი აქტის დროს გამოყოფილისათესლე სითხის რაოდენობა , რაც არ მოქმედებს ორგანიზმის ნორმალურ სქესობრივ ფუნქციაზე . ესგვერდითი ეფექტები , შეიძლება თავისით გაქრეს პროსკარის გამოყენების ხანგრძლივობის მიუხედავად .თუ არასასურველი სიმპტომების პრეპარატის გამოყენების პერიოდში შენარჩუნდება , პრეპარატისგამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში ისინი ქრება .

იშვიათ შემთხვევებში , ზოგიერთ მამაკაცს აღენიშნა ძუძუს თავების შესივება და / ან ტკივილი , ასევე ,ისეთი ალერგიული რეაქციები , როგორებიცაა გამონაყარი , ქავილი , ჭინჭრის ციება და ტუჩების და / ანსახის შეშუპება , ტკივილის შეგრძნება სათესლე ჯირკვლების არეში .

ნებისმიერი სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში , აუცილებელია ექიმთან მიმართვა .

 

გამოშვების ფორმა

თითოეულ ბლისტერში 5 მგ - ანი 14 შემოგარსული ტაბლეტი . 1 ან 2 ბლისტერი გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში (14 ან 28 ტაბლეტი კოლოფში ).

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არშეიძლება .

 

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას , არაუმეტეს 300 Cტემპერატურაზე .

 

გაცემის პირობები

რეცეპტით .

 

მწარმოებელი

მერკ შარპ და დოუმ ბ . ვ ., ნიდერლანდები .

 

წარმომადგენლობა რუსეთში : „ მერკ შარპ და დოუმ იდეა , ინკ .“

121059, რუსეთი , მოსკოვი , ევროპის მოედანი სახლი 2, სასტუმრო „ სლავიანსკაია / რედისონი “, სამხრეთფრთა .

PSP გირჩევთ