კატეგორიები

  • ურალიტ U ფლ. 280გრ. ფხვნილი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: ნეფროუროლითიაზი (შარდმჟავა მარილები, ურატურია, ცისტინური კენჭები, ცისტინურია) – პროფილაქტიკა და მკურნალობა; შარდის გატუტიანების აუცილებლობა (გვიანი პორფირია, მკურნალობა ციტოსტატიკებით, პოდაგრა).



საერთაშორისო დასახელება:

Potassium – sodium – hydrogen citrate

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეფროლითიაზის მკურნალობა

მოქმედი ნივთიერება: კალიუმი–ნატრიუმი – ჰიდროგენ ციტრატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

შარდთან ერთად გამოყოფილი ტუტე მეტალებისა და სუსტი მჟავების მარილები, შარდის pH გადახრის ტუტე მხარეს (6.2–7.5–მდე), რაც განაპირობებს დისოციაციის მაღალ ხარისხს და შარდმჟავას და ცისტინის ხსნადობას.

ჩვენებები:

  • ნეფროუროლითიაზი (შარდმჟავა მარილები, ურატურია, ცისტინური კენჭები, ცისტინურია) – პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • შარდის გატუტიანების აუცილებლობა (გვიანი პორფირია, მკურნალობა ციტოსტატიკებით, პოდაგრა).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* თირკმლის მწვავე უკმარისობა;

* გულის მწვავე უკმარისობა;

* დიეტა მარილის ძლიერი შეზღუდვით;

* მძიმე მეტაბოლური ალკალოზი;

* შარდგამომყოფი გზების ინფიცირება ბაქტერიებით, რომლებიც შლიან შარდოვანას;

* როცა შარდის pH 7–ზე მეტია.

გვერდითი მოქმედება:

დისპეფსია, ფოსფატური ნეფროუროლითიაზი.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, ჭამის შემდეგ. სადღეღამისო დოზა (10გ) – 4 საზომი კოვზი 3–ჯერ დღეში: დილით სადილის შემდეგ – 1 საზომი კოვზი, საღამოთი – 2 საზომი კოვზი.

მითითებულმა დოზამ უნდა უზრუნველყოს ახალი შარდის (რომელიც გამოიყოფა მორიგი დოზის მიღებისთანავე) pH–ის მომატება  შემდეგ მნიშვნელობამდე:

შარდმჟავა ქვების დროს – 7.5–8.5;

ციტოსტატიკური თერაპიისას – 7–ზე არანაკლები;

კანის გვიანი პორფირიისას – 7,2–7,5.

აუცილებლობისასა სადღეღამისო დოზას ზრდიან, საღამოს დოზას ემატება 0,5 კოვზი გრანულატი, ან ამცირებენ, საღამოს დოზა მცირდება. მკურნალობის ხანგრძლიობა – 1–6 თვე.

განსაკუთრებული მითითებები:

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეიცავს 1.72გ (44მმოლ) K+ , 1გ (44მმოლ) Na+ . პრეპარატით მკურნალობისას ავადმყოფმა უნდა აწარმოოს ჟურნალი, სადაც აღნიშნული იქნება საზომი კოვზით გამოყენებული გრანულატების რაოდენობა, შარდის (შეგროვილი უშალოდ პრეპარატის მიღების წინ) pH მაჩვენებელი.

ურთიერთქმედება:

ციტრატისა და Al3+ შემცველი პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას  შეიძლება მოხდეს Al3+ მომატებული რეზორბცია. უკანასკნელის მიღება უნდა მოხდეს არანაკლები 2 სთ–იანი ინტერვალით.

PSP გირჩევთ