კატეგორიები

  • ფოლის მჟავა 1მგ 50 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება : ფოლის მჟავას დეფიციტით , წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია ,ლეიკოპენია , გასტროენტერიტი , ნაწლავის ტუბერკულოზი , ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიფოლის მჟავის დეფიციტის პროფილაქტიკა .



შედგენილობა :

ერთი ტაბლეტი შეიცავს : 0.001 გ ფოლის მჟავას .

დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზა , პოლივინილპიროლიდონი , კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი ,სახამებელი , ტალკი .        

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

ფოლის მჟავა შედის Bc ვიტამინების ჯგუფში . ფოლის მჟავა ორგანიზმში მეტაბოლიზდებატეტრაჰიდროფოლის მჟავამდე . იგი წარმოადგენს კოფერმენტს ,   რომელიც აუცილებელიამეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და   ნორმობლასტების წარმოებისათვის . ფოლის მჟავაასტიმულირებს ერითროპოეზს .   

იგი მონაწილეობს : ამინომჟავების სინთეზში , ნუკლეინის მჟავების , პურინების ,    პირიმიდინების ,ქოლინის ცვლაში .

 

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას სრულად შეიწოვება თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავის პროქსიმალურინაწილიდან . შეყვანილის დოზის 98.5% ისაზღვრება სისხლში 3-6 საათის შემდეგ . ნაწლავებში შეწოვისწინა ფოლის მჟავა განიცდის აღდგენას ფერმენტის მეშვეობით ( დეჰიდროფოლატრედუქტაზა ). ფოლისმჟავას მეტაბოლიზმი და დეპონირება ხორციელდება ღვიძლში . შეყვანილი დოზის 50% ელიმინირდებაშარდთან ერთად .

 

ჩვენება :

ფოლის მჟავას დეფიციტით , წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით   გამოწვეული ანემია ,ლეიკოპენია , გასტროენტერიტი , ნაწლავის ტუბერკულოზი , ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიფოლის მჟავის დეფიციტის    პროფილაქტიკა .

 

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა ფოლის მჟავის მიმართ .

 

დოზირება და მიღების წესი :

მკურნალობის კურსი გრძელდება 20-30 დღეს . სადღეღამისო დოზა    მოზრდილთათვის შეადგენს 5 მგ .

ბავშვებისათვის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია ასაკზე .

პროფილაქტიკის მიზნით სადღეღამისო დოზაა 0.02-0.05 მგ ;

ორსულთათვის სადღეღამისო დოზაა 0,4 მგ ;

ლაქტაციის დროს სადღეღამისო დოზაა 0,3 მგ ;

 

გვერდითი მოვლენები :

ალერგიული რეაქციები , ბრონქოსპაზმი , ერითემა , ცხელება . გამონაყარი კანზე .

 

გაფრთხილება :

პრეპარატის დიდი დოზით ხანგრძლივმა მიღებამ შასაძლოა გამოიწვიოს   სისხლში ციანკობალამინისკონცენტრაციის შემცირება . პერნიციოზური    ანემიისას ნევროლოგიური გართულებების თავიდანასაცილებლად მიზანშეწონილია ფოლის მჟავას და ციანკობალამინის კომბინაცია .

 

ორსულობა და ლაქტაცია :

დასაშვებია პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება :

ქლორამფენიკოლთან , ნეომიცინთან , ტეტრაციკლინთან კომბინაციაში მცირდება ფოლის მჟავას შეწოვა .ფენიტონიის , პირიმიდინის , პასკის , სულფასალაზინის , ქლორამფენიკოლის , ჰორმონალურიკონტრაცეპტივების ფოლის მჟავასთან კომბინაციისას მცირდება მათი თერაპიული ეფექტი .

 

ჭარბი დოზირება :

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა .

 

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე

არ მოქმედებს .

 

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - ურეცეპტოდ .

 

PSP გირჩევთ